"ჩემთვის, სწორედ აქ იწყება ნამდვილი ელეგანტურობა" - თაკო ჩხეიძემ სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები გამოაქვეყნა - Marao

"ჩემთვის, სწორედ აქ იწყება ნამდვილი ელეგანტურობა" - თაკო ჩხეიძემ სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები გამოაქვეყნა

2026-07-09 10:35:02+04:00

მოდელი თაკო ჩხეიძე წლების მანძილზე ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. მისი დახვეწილი გემოვნება, თავის მოვლის წესები თუ მოდური არჩევანი ბევრი ქალისთვის შთაგონების წყაროა. თაკოს გამოჩენა საზოგადოებაში თუ სოციალურ ქსელში არასდროს რჩება შეუმჩნეველი და გამონაკლისი არც ეს ჯერ ყოფილა.

ამჯერად მოდელმა ახალი, ფოტოები გააზიარა და თავის გამომწერებს საკუთარი სტილის შეხედულებაც გაუზიარა:

"მე ყოველთვის მიზიდავდა ნეიტრალური ტონები და მარადიული სიმარტივე. ჩემთვის, სწორედ აქ იწყება ნამდვილი ელეგანტურობა", - წერს თაკო ჩხეიძე.

 tako-chkheidze

tako-chkheidze

tako-chkheidze

tako-chkheidze

tako-chkheidze

  • 4 პროცედურა, რომლებსაც თაკო ჩხეიძე სახის კანისთვის იტარებს: როგორია ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალის თავის მოვლის რუტინა 

თაკო ჩხეიძე

თაკო ჩხეიძე 1981 წელს, თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ენის სპეციალობით.

თაკო ჩხეიძემ სამოდელო კარიერა 1995 წელს, 14 წლის ასაკში, სამოდელო სააგენტო „ნატალიში“ დაიწყო. მისი ნიჭი და სილამაზე მალევე შეამჩნიეს საერთაშორისო სამოდელო ინდუსტრიაში, რამაც მას შესაძლებლობა მისცა ემუშავა ისეთ ცნობილ სააგენტოებთან, როგორიცაა ნიუ-იორკის „IMG Models“ და პარიზის „Viva Model Management“.

საერთაშორისო კარიერის განმავლობაში, თაკო ჩხეიძე მონაწილეობდა სხვადასხვა მაღალი დონის მოდის ჩვენებებსა და კამპანიებში, რაც მას საშუალებას აძლევდა წარმოეჩინა თავისი მრავალმხრივი ტალანტი და პროფესიონალიზმი. მისი გამოცდილება და მიღწევები მნიშვნელოვანი იყო ქართული მოდის ინდუსტრიის განვითარებისთვისაც.

2006 წელს თაკომ დააარსა საკუთარი სამოდელო სააგენტო „ჯეომოდელსი“, რომლის ხელმძღვანელიც დღემდე თავად არის. სააგენტო მიზნად ისახავს ახალი თაობის ქართველი მოდელების აღმოჩენასა და განვითარებას, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქართული მოდის ინდუსტრიის განვითარებას.

  • 4 პროცედურა, რომლებსაც თაკო ჩხეიძე იტარებს: სუფთა, ბრწყინვალე და ახალგაზრდა კანისთვის  

tako-chkheidze

  • "როგორია ელჩის ცოლობა? როგორ ინარჩუნებთ წონას?" - თაკო ჩხეიძე ყველაზე საინტერესო და აქტუალური კითხვების შესახებ 

თაკო ჩხეიძის კარიერა წარმოადგენს წარმატების მაგალითს, სადაც საერთაშორისო გამოცდილება და ადგილობრივი ინიციატივა ერთმანეთს ერწყმის, რაც ხელს უწყობს საქართველოს მოდის ინდუსტრიის განვითარებასა და პოპულარიზაციას.

თაკომ ოჯახი თინეიჯერობის დროს შექმნა და გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა. თაკო ჩხეიძე და რუსლან აბაშიძე 1998 წელს დაქორწინდნენ, როდესაც თაკო 17 წლის იყო. მათ სამი ვაჟი ჰყავთ: სერგი, სანდრო და დათუნა.

რუსლან აბაშიძე დიპლომატია და მისი საქმიანობა ოჯახს სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრების შესაძლებლობას აძლევდა. თაკო ჩხეიძემ აღნიშნა, რომ მრავალშვილიანობა პასუხისმგებლობის გაზრდას და ცხოვრების სირთულეებს მოიცავს, თუმცა მან წარმატებით გაართვა თავი ამ გამოწვევებს. 

თაკო ჩხეიძე და რუსლან აბაშიძე ხშირად აღნიშნავენ ქორწინების იუბილეებს და სოციალურ ქსელებში იზიარებენ ერთობლივ ფოტოებს. მათი ურთიერთობა და ოჯახური ცხოვრება მრავალი წლის განმავლობაში საზოგადოების ყურადღების ცენტრშია და დადებით შეფასებებს იმსახურებს.