"არა­სო­დეს მიგ­რძნია თავი „ვარ­სკვლა­ვად“ - "მის საქართველო 2000" - ყველაზე ლამაზი ქალის, ანა აშვეთიას ცხოვრება დღეს - Marao

"არა­სო­დეს მიგ­რძნია თავი „ვარ­სკვლა­ვად“ - "მის საქართველო 2000" - ყველაზე ლამაზი ქალის, ანა აშვეთიას ცხოვრება დღეს

2026-07-09 13:05:03+04:00

ერთ დროს "ყვე­ლა­ზე ლა­მაზ გო­გოდ" იც­ნობ­დნენ. სცე­ნა, პრო­ჟექ­ტო­რე­ბი, კონ­კურ­სე­ბი, ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი - ყვე­ლა­ფე­რი ზღა­პარს ჰგავ­და. თუმ­ცა ამ ბრჭყვი­ა­ლა სამ­ყა­როს მიღ­მა ის ყო­ველ­თვის რჩე­ბო­და იმად, ვინც სი­ნამ­დვი­ლე­ში იყო, მშვი­დი, ინ­ტრო­ვერ­ტი გო­გო­ნა ქუ­თა­ი­სი­დან, რო­მელ­საც ხმა­ურ­ზე მე­ტად სი­ჩუ­მე, ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრზე მე­ტად - ჩრდილ­ში ყოფ­ნა, ხოლო გა­რეგ­ნულ წარ­მა­ტე­ბა­ზე მე­ტად -ადა­მი­ა­ნე­ბის უხი­ლა­ვი სამ­ყა­რო აინ­ტე­რე­სებ­და.

ana-ashvetia

ბავ­შვო­ბა გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-ანი წლე­ბის ომე­ბის მძი­მე პე­რი­ოდ­ში გა­ა­ტა­რა, მაგ­რამ დღემ­დე ყვე­ლა­ზე თბი­ლად სწო­რედ იმ ზამ­თრებს იხ­სე­ნებს, როცა ოჯა­ხის სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მო­გიზ­გი­ზე ღუ­მელ­თან ახ­ლობ­ლე­ბი იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ და სირ­თუ­ლე­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სი­ცო­ცხლე მა­ინც სიყ­ვა­რუ­ლით გრძელ­დე­ბო­და. ბავ­შვო­ბა­ში ბა­ლე­რი­ნო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად აღ­მოჩ­ნდა სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სის სცე­ნა­ზე, სა­დაც მისი ცხოვ­რე­ბა ერთ დღე­ში შე­იც­ვა­ლა.

  • საქართველოს ყველაზე ლამაზი ქალები: ვინ იყვნენ „მის საქართველოს“ გამარჯვებულები 1999-დან 2018-წლამდე

დღეს ის მარ­ტო­ხე­ლა დე­დაა, ქალი, რო­მელ­მაც ცხოვ­რე­ბის არა­ერთ რთულ ეტაპს გა­უძ­ლო, სა­კუ­თა­რი თა­ვის­გან სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სო­ნა გა­მო­ძერ­წა და შე­ი­ნარ­ჩუ­ნა სი­ფა­ქი­ზე, სიმ­შვი­დე და ში­ნა­გა­ნი სი­ნათ­ლე. ის ბევ­რს არ ლა­პა­რა­კობს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე, მაგ­რამ მის თი­თო­ე­ულ ფრა­ზა­ში იგ­რძნო­ბა გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­მელ­მაც ას­წავ­ლა - ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი მარ­თლაც თვა­ლით უხი­ლა­ვია.

ana-ashvetia

ინტერვიუ "მის საქართველო 2000" ანა აშვეთიასთან

- რო­გორ აღ­მოჩ­ნდით სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სზე?

- სრუ­ლი­ად სპონ­ტა­ნუ­რად. სა­ქარ­თვე­ლო­ში ზა­ფხუ­ლის არ­და­დე­გებ­ზე ვი­ყა­ვი ჩა­მო­სუ­ლი, როცა ოჯა­ხის ახ­ლობ­ლებ­მა და­ჟი­ნე­ბით მთხო­ვეს კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. სი­მარ­თლე გი­თხრათ, სა­კუ­თარ თავს ამ სამ­ყა­რო­ში სა­ერ­თოდ ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი. და მერე მოხ­და რა­ღაც სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი - გა­ვი­მარ­ჯვე. გავ­ხდი მის სა­ქარ­თვე­ლო - 2000. ალ­ბათ იმ დღი­დან ჩემი ცხოვ­რე­ბა ნელ-ნელა სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­და.

  • TOP 8 ქართველი გოგო, რომლებიც ქორწინების შემდეგ საჯაროდ აღარ ჩნდებიან

ana-ashvetia

- რას ნიშ­ნავ­და თქვენ­თვის „ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი გო­გოს“ სტა­ტუ­სი?

- სი­მარ­თლე რომ ვთქვა, ში­ნა­გა­ნად ისევ ის ინ­ტრო­ვერ­ტი გოგო ვი­ყა­ვი, რო­მელ­საც ჩუ­მად ყოფ­ნა უყ­ვარ­და. გა­რე­დან ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ჩან­და - სცე­ნა, ყუ­რა­დღე­ბა, ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი, ახა­ლი სამ­ყა­რო… მაგ­რამ მე ისევ წიგ­ნე­ბი, ფიქ­რი და სა­კუ­თარ თავ­თან დი­ა­ლო­გი მიყ­ვარ­და. ალ­ბათ ამი­ტო­მაც არა­სო­დეს მიგ­რძნია თავი „ვარ­სკვლა­ვად“.

წაიკითხეთ სრულად