"ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჯორჯინა ასე გულახდილად საუბრობს" - ჯორჯინა უზკატეგუის ინტერვიუ ესპანურ მედიასთან - Marao

"ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჯორჯინა ასე გულახდილად საუბრობს" - ჯორჯინა უზკატეგუის ინტერვიუ ესპანურ მედიასთან

2026-07-09 15:15:46+04:00

Acento Noor არის ექსკლუზიური პოდკასტი Podimo-ზე, რომელსაც უძღვება ჟურნალისტი და ინფლუენსერი Noor Ben Yessef. შოუ აერთიანებს მიმდინარე მოვლენებს, პოლიტიკასა და გართობას, სადაც საინტერესო სტუმრებთან ერთად განიხილება აქტუალური თემები. პოდკასტს ჰყავს სხვადასხვა ცნობილი სტუმარი, როგორიცაა, მაგალითად, ფეხბურთელი მარკოს ლორენტე ან პოლიტიკოსი იოლანდა დიასი. ამჯერად კი გადადცემის ოფიციალურ არხზე გამოქვეყნებული ვიდეოდან ირკვევა, რომ ჯორჯინა უუზკატეგუი ბადელი „Acento Noor“-ის ახალი სტუმარია. 

"ბრწყინვალე, ღრმა რწმენის მქონე და ძლიერი სამეწარმეო ნიჭით დაჯილდოებული ქალი მადრიდში ჩამოდის იმ შემართებით, რომ სამყარო დაიპყროს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჯორჯინა ასე გულახდილად საუბრობს საკუთარ იდენტობაზე.

  • ქართველი მომღერლის წერილია ილია თოფურიას: "თუ ოდესმე ბიჭი შვილი მეყოლება, ვისურვებდი, რომ შენსავით ღირსეული, პრინციპული, ძლიერი, ოჯახზე შეყვარებული გაიზარდოს"

იგი არის ფონდის Seeds Of Life Foundation ელჩი, სადაც ეხმარება ოჯახის წევრებისა თუ პარტნიორების მხრიდან ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლ ქალებს. ის გვიზიარებს, თუ რატომ ჩაერთო ამ სოციალურ პრობლემასთან ბრძოლაში", - ვკითხულობთ აღწერაში. 

GIORGINA

ჯორჯინა უზკატეგუის ინტერვიუ

ჯორჯინა: ქალები ძალიან ძლიერები ვართ. ჩვენთვის ამ რედუქციონისტული ნარატივის თავს მოხვევა სურდათ, თითქოს ქალი გარკვეული სახის უნდა იყოს და ასე თუ ისე უნდა იქცეოდეს... თუმცა, როდესაც ცოდნა გაქვს, ფაქტები ყოველთვის ამარცხებს ნარატივს. 

წამყვანი: როგორ ისურვებდი, რომ ესპანეთში ხალხმა გაგიცნოს?

ჯორჯინა: ისეთად, როგორიც ვარ და არა ისეთად, როგორადაც დამხატეს.

წამყვანი: გულწრფელი მადლობა უნდა გადაგიხადო აქ ყოფნისთვის, რადგან ესპანეთში ინტერვიუ აქამდე არასდროს მიგიცია.

ჯორჯინა: არასდროს მიზიდავდა ყურადღების ცენტრში ყოფნა და ინტერვიუების მიცემა, უბრალოდ ცხოვრებამ, გარკვეული გარემოებების გამო, ამ რეალობის წინაშე დამაყენა.

წამყვანი: ჯორჯინა, ვინმეს აქამდე ტელევიზიით ან ინტერვიუში რომ არ ენახე, როგორ დაახასიათებდი საკუთარ თავს?

ჯორჯინა: საკუთარ თავს დავახასიათებდი როგორც ცნობისმოყვარე, ძლიერ და ღრმა რწმენის მქონე ქალს. მქონდა პერიოდი, როდესაც ადამიანები მხოლოდ გაზეთის სათაურებით მაფასებდნენ, თუმცა ეს რეალურად ჩემი ცხოვრების ძალიან მცირე ნაწილია. ყოველთვის მიტაცებდა კომერციისა და გაყიდვების სფერო. უძრავი სფეროში მუშაობისას, პირველი წელი ძალიან საინტერესო იყო, რადგან ხალხი მეუბნებოდა: „ეს შეუძლებელია, ვერაფერს გაყიდი, მოთმინება უნდა იქონიოო“. მაშინ, მგონი, 20 წლის ვიყავი... რა თქმა უნდა, არ შევეგუე ფრაზას „ვერაფერს გაყიდი“ და პირველსავე წელს 5 მილიონი დოლარის ღირებულების ქონება გავყიდე. ხანდახან ამბობენ, რომ ქალმა ბევრად მეტი უნდა დაამტკიცოს.

  • ილია თოფურიას მარცხის შემდეგ ჯორჯინა უზკატეგუიმ პოსტი გამოაქვეყნა: რატომ გახდა მისი წერილი განხილვის საგანი?

GIORGIN

მე ვფიქრობ, რომ როგორც კაცები, ისე ქალები ხშირად ცდილობენ აჩვენონ ის, რაც რეალურად ჯერ არ არიან. კაცებში ეს განსაკუთრებით შეიმჩნევა - ცდილობენ იმაზე მეტად წარმოაჩინონ თავი, ვიდრე არიან, რათა საზოგადოებაში გარკვეული შთაბეჭდილება შექმნან. როდესაც განათლებული, ლამაზი ქალი ხარ და იცი, როგორ მოიქცე საზოგადოებაში... სინამდვილეში ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გონება გქონდეს სწორად მოწესრიგებული (თავში ყველაფერი თავის ადგილზე გქონდეს).

წამყვან: ჩვენ ჩვენს ხმას ქალებისა და გოგონების დასახმარებლად ვიყენებთ. შენ ხარ ფონდის ელჩი, სადაც ეხმარები და მხარს უჭერ ოჯახის წევრებისა თუ პარტნიორების მხრიდან ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლ ქალებს. რატომ გადაწყვიტე ამ ქალების დახმარება?

ჯორჯინა: ეს არის თემა, რომელმაც ჩემი სულის ყველაზე სათუთი სიმები შეტოკა. გავაცნობიერე, თუ რამდენი ტკივილიანი ადამიანია ამ სამყაროში. ახლახან თქვი, რომ ჩვენს ხმას გოგონებისა და ქალების დასახმარებლად ვიყენებთ, თუმცა მე მიმაჩნია, რომ კაცებსაც ძალიან სჭირდებათ დახმარება.