"მადლობა ღმერთს, ორივე მშობიარობა საკმაოდ მარტივი იყო, განსაკუთრებით - მეორე" - რუსკა ქარქაშაძე დედის ამპლუაში - Marao

"მადლობა ღმერთს, ორივე მშობიარობა საკმაოდ მარტივი იყო, განსაკუთრებით - მეორე" - რუსკა ქარქაშაძე დედის ამპლუაში

2026-07-12 18:23:50+04:00

სულ ცოტა ხნის წინ ქართველი მაყურებლისთვის საყვარელი მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა ქარქაშაძე გოგონას დედა გახდა. მშობლებმა ახალშობილს თინათინი დაარქვეს. რუსკა ქარქაშაძის რჩეული ბიზნესმენი ლაშა მოწონელიძეა. მათ უკვე ჰყავთ უფროსი ვაჟი - ზუკა, რომელიც ახლა უკვე პატარა თინათინის უფროსი ძმა გახდა. დედობის გამოცდილების შესახებ რუსკა ქარქაშაძე სხვა ახალგაზრდა დედებისგან არაერთ კითხვას იღებს - ზოგიერთ მათგანს რუსკამ ინსტაგრამ სთორის საშუალებით უპასუხა.

ruska

რუსკა ქარქაშაძის დედის ამპლუა

- ყველაზე რთული რა იყო მთელი მშობიარობის დროს ან მანამდე, ან თუნდაც ახლა?

- მადლობა ღმერთს, ორივე მშობიარობა საკმაოდ მარტივი იყო, განსაკუთრებით - მეორე, ისე მალე მოხდა ყველაფერი, გააზრებაც ვერ მოვასწარი. ჩემთვის ყველაზე რთული ნაწილი - ლაქტაციის საწყისი პერიოდია, რომელიც ჩემთვის გაცილებით მტკივნეული იყო, ვიდრე მშობიარობა. თუმცა ახლა უკვე რეგულირდება ნელ-ნელა ყველაფერი და უკეთესობისკენ მიდის. 

- მაინტერესებს,  გაიკეთე თუ არა გაუტკივარება?

- რა თქმა უნდა, გავიკეთე. არც განვიხილავდი - არ გაკეთებას.

- ძიძა ან დამხმარე თუ გყავს?

- დიახ.

- ზუკა ხომ არ ეჭვიანობს? 

- არა. 

ruska

რუსკა ქარქაშაძის ოჯახი და კარიერა

რუსკა ქარქაშაძე ქართველი მსახიობია, რომელმაც პოპულარობა სერიალ "ხელოვნური სუნთქვაში" მელანოს როლის შესრულებით მოიპოვა. მანამდე, ბავშვობიდანვე აქტიურად მონაწილეობდა თეატრალურ წარმოდგენებში და ტელესერიალებში, მათ შორის "კომედი კიდსში". ასევე, 10 წლის ასაკში ითამაშა ფილმში "არარეალური სახლი". 

რუსკა ქარქაშაძე 2003 წლის 7 აპრილს დაიბადა. ცნობილია, როგორც მსახიობი, ტელეწამყვანი და ინფლუენსერი. 

  • Baby Boom - ცნობილი ქართველები, რომლებიც 2026 წელს მშობლები გახდნენ

დადიოდა თეატრალურ სტუდიაში, რის შემდეგაც ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში მიიწვიეს. ითამაშა რამდენიმე სპექტაკლში, ასევე მოკლემეტრაჟიან ფილმებში. 

2016 წელს „რუსთავი 2“-ის ეთერში გავიდა „ფორმულა კრეატივის“ დრამატული ტელესერიალი „ხელოვნური სუნთქვა“, რომელშიც ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, მელანოს როლი შეასრულა.

"მახ­სოვს "ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის“ პირ­ვე­ლი გა­და­ღე­ბე­ბი იყო და მა­შინ 13 წლის ვი­ყა­ვი და 24 სა­ა­თი გა­და­ღე­ბა­ზე ვი­ყა­ვი. ზა­ფხულ­ში ყვე­ლა რომ და­სას­ვე­ნებ­ლად წა­ვი­და, მე გა­და­ღე­ბებ­ზე დავ­დი­ო­დი, ასე­თი მო­მენ­ტი ბევ­რი იყო, რომ ჩემი კლა­სე­ლე­ბი სად­მე მი­დი­ოდ­ნენ და მე გა­და­ღე­ბე­ბის გამო ვერ ვა­ხერ­ხებ­დი. კი­ნა­ღამ სკო­ლა­ში ბოლო ზარ­ზე ვერ მი­ვე­დი. ძლივს მო­ვა­ხერ­ხე ცოტა ხნით მის­ვლა. სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე, მაგ­რამ მე­ო­რე კურ­სი­დან მივ­ხვდი, რომ ჩემი არ იყო. შემ­დეგ სა­ჯა­რო მმარ­თვე­ლო­ბა­ზე და პო­ლი­ტი­კა­ზე გა­და­ვე­დი. ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა ხომ პო­ლი­ტი­კაა, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ მო­ვალ ერთ დღეს და პო­ლი­ტი­კო­სი გავ­ხდე­ბი."

მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა ქარქაშაძე 2023 წლის 8 ივნისს დაქორწინდა ბიზნესმენ ლაშა მოწონელიძეზე. ქორწილი 300 სტუმრის თანდასწრებით გაიმართა, რომლისთვისაც წყვილი ორი თვის განმავლობაში ემზადებოდა. 

  • ბედნიერების, სიყვარულის და დაუვიწყარი ემოციების წელი - როგორ აჯამებს მსახიობი რუსკა ქარქაშაძე 2025 წელს

ლაშა მოწონელიძემ რუსკას ხელი სთხოვა იტალიაში, სადაც ისინი მეგობრებთან ერთად მსახიობის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.

  • TOP 10 ახალგაზრდა ქართველი დედა, რომლებიც იდეალურად აბალანსებენ კარიერასა და ოჯახს

„ერ­თმა­ნე­თი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ვი­ცა­ნით, ბევ­რი სა­ერ­თო მე­გო­ბა­რი გვყავ­და, მაგ­რამ მა­ნამ­დე არ შევ­ხვედ­რილ­ვართ. სა­ერ­თო მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე გა­ვი­ცა­ნი. სულ ვამ­ბობ, რომ რო­დე­საც და­ვი­ნა­ხე, თვა­ლი გა­ვა­ყო­ლე, ეგ­რე­ვე ვიგ­რძე­ნი რა­ღაც. იმ დღის მერე სულ ერ­თად ვართ, პა­უ­ზა არ გვქო­ნია. ჩემ­ზე უფ­რო­სია, 32 წლი­საა. ძა­ლი­ან მა­ბა­ლან­სებს, სა­ერ­თოდ არ არის ეჭ­ვი­ა­ნი. თა­ვად არ უყ­ვარს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, პი­რა­დი სივ­რცე ჰქონ­დეს.ჩვენ ძალიან ბევრი საერთო ინტერესი გვაქვს, ასევე, ბევრ რამეზე იდენტური შეხედულება. მან თავიდანვე იცოდა ჩემი ცხოვრების სტილის შესახებ. ის ჩემი პირველი გულშემატკივარია და ყველაფერში გვერდში მიდგას. თუ ჭკვიანი და მიზანდასახული ხარ ადამიანი, ქორწილი ხელს არაფერში შეგიშლის. პირიქით, გვერდით გეყოლება ადამიანი, რომელიც ორმაგ მოტივაციას მოგცემს, რომ გახდე უკეთესი“, -  ამბობდა მსახიობი.