ილია თოფურიას პირველი ინტერვიუ პირად ცხოვრებაზე: " არ მინდა ყველაფერი დავკარგო იმის გამო, რომ 100 პროცენტით იქ არ ვარ, სადაც უნდა ვიყო" - Marao

ილია თოფურიას პირველი ინტერვიუ პირად ცხოვრებაზე: " არ მინდა ყველაფერი დავკარგო იმის გამო, რომ 100 პროცენტით იქ არ ვარ, სადაც უნდა ვიყო"

2026-07-12 19:01:33+04:00

ილია თოფურიასა და მისი ყოფილი მეუღლის, ჯორჯინა უზკატეგუის განქორწინებისა და სასამართლო დავის შესახებ რამდენიმე თვის მანძილზე აქტიურად წერდა როგორც ქართული, ისე ესპანური მედია. საქმეში რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი იყო, მათ შორის, დავა ფინანსურ საკითხსა და შვილის მეურვეობაზე. საბოლოოდ, ილია თოფურიამ და ჯორჯინა უზკატეგუიმ შეთანხმებას მიაღწიეს, ახლა კი ოირვე მათგანი დამოუკიდებლად აგრძელებს როგორც პირად, ისე პროფესიულ გზას. 

ჯორჯინა უზკატეგუი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და ქართველი თუ ესპანელი გამომწერებისგან დასმულ კითხვებს ხშირად პასუხობს. კითხვები, რა თქმა უნდა, ხშირად ეხება პირად ცხოვრებას, თუმცა ჯორჯინა პირდაპირ განქორწინების მიზეზებსა და ყოფილ მეუღლეზე არასდროს საუბრობს - ის ცხოვრების ამ ეტაპს გამოცდილებად და გაკვეთილად აფასებს. როგორც ცნობილია, იგი არის ფონდის Seeds Of Life Foundation ელჩი, სადაც ეხმარება ოჯახის წევრებისა თუ პარტნიორების მხრიდან ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლ ქალებს.

ჯორჯინამ განვლილი ცხოვრების, პროფესიისა და სამომსავლო გეგმების შესახებ რამდენიმე პოპულარულ პოდკასტში, მათ შორის, Acento Noor და Reconoce tu valor ისაუბრა. ამჯერად კი, როგორც fortuna.ge წერს, პირად ცხოვრებაზე ილია თოფურიამ ისაუბრა: 

giorgina

ილია თოფურია პირადი ცხოვრების შესახებ

„პირად ცხოვრებაში ეს მძიმე პერიოდი იყო, რა თქმა უნდა, გულდაწყვეტილი ვარ, იმიტომ, რომ ყოველთვის ვოცნებობდი იდეალურ ოჯახზე. ჩვენ ვიყავით ორი ადამიანი, რომელიც სრულ ჰარმონიაში ვცხოვრობდით. ჩვენი შეხედულებები ბევრ რამეში ემთხვეოდა, სანამ ყველაფერი არ შეიცვალა. ჩვენ გავაცნობიერეთ, რომ ცალ-ცალკე უფრო ბევრს მივაღწევდით.

მასაც ჰქონდა თავისი კარიერული ამბიციები. როგორც მგონია, ჩვენს ურთიერთობაზე გავლენა, კარიერის პროფესიულმა მხარემ მოახდინა, რადგან მას თავისი ხედვა ჰქონდა იმისა, თუ როგორ უნდა გვევლო წინ, მე კი ჩემი.

სასწორზე სულ უფრო მეტი დევს, არ მინდა ყველაფერი დავკარგო იმის გამო, რომ 100 პროცენტით იქ არ ვარ, სადაც უნდა ვიყო. არ ვნანობ არაფერს, რადგან თითოეულმა მათგანმა მაჩუქა ორი არაჩვეულებრივი ადამიანი. დღეს მყავს ორი განძი. დარწმუნებული ვარ წინ საუკეთესო წლები გველის“, - ვკითხულობთ fortuna.ge-ის სტატიაში.