ვინ არის ნინი გოგიჩაიშვილის ქმარი: "მის საქართველოს" პირველი ინტერვიუ ოჯახსა და მეუღლეზე - Marao

ვინ არის ნინი გოგიჩაიშვილის ქმარი: "მის საქართველოს" პირველი ინტერვიუ ოჯახსა და მეუღლეზე

2026-07-14 12:44:48+04:00

მის საქართველო“ ნინი გოგიჩაიშვილი საზოგადოებისთვის ყოველთვის გამორჩეულად საყვარელი და ნაცნობი სახეა. მან პოპულარობა ჯერ კიდევ პატარა ასაკიდან მოიპოვა, რაც გასაკვირი სულაც არ არის. მისი მშობლები ყველასთვის საყვარელი მსახიობი და შოუმენი, გიორგი გოგიჩაიშვილი, იგივე გოგიჩა და ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე არიან. დიდი პოპულარობით სარგებლობს მისი უფროსი და, ნანუკა გოგიჩაიშვილი. ნანუკაც, დის მსგავსად, წარმატებული მოდელია. მან ახლახან ძალები ახალ ამპლუაშიც მოსინჯა და შვილებთან ერთად შექმნა იუთუბ არხი, რომელიც მთლიანად საბავშვო, შემეცნებით და გასართობ კონტენტზეა მორგებული.

  • ქართველი სილამაზის დედოფალი ფრანგულ რივიერაზე - ნინი გოგიჩაიშვილის არაჩვეულებრივი ფოტოები კანიდან

დღეს ნინი გოგიჩაიშვილი საზღვარგარეთ საქმიანობს. ის საცხოვრებლად დუბაიში გადავიდა, სადაც თავის კარიერასა და საქმიანობას წარმატებით აგრძელებს. მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, მოდელი სოციალურ ქსელებში აქტიურობით გამოირჩევა და გამომწერებს ხშირად ანებივრებს ულამაზესი ფოტოებითა და ვიდეოებით.

nini-gogichishvili

ნინი გოგიჩაიშვილის ინტერვიუ

ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში ნინი გოგიჩაიშვილმა გულახდილად ისაუბრა მისთვის ყველაზე პირად თემაზე - მეუღლესა და პირად ცხოვრებაზე. მოდელი აღნიშნავს, რომ არ სურს პირადი ცხოვრების გასაჯაროება, თუმცა მედიასთან მცირე დეტალები მაინც გაამხილა: 

- საფრანგეთში ხშირად მიწევს ჩამოსვლა, რადგან ჩემი მეუღლე ფრანგია. ახლა საფრანგეთში დასასვენებლად ჩამოვედი. ამერიკასა და ირანს შორის ომი რომ დაიწყო, მეუღლესთან ერთად საქართველოში ჩამოვედი. ჩემი ოჯახის წევრებს და მეგობრებს ძალიან უყვართ ჩემი მეუღლე.

ჩემ მეუღლეზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ გეტყვით, რომ თბილისში გავიცანით. საქართველოში სამსახურის გამო იყო ჩამოსული. თბილისი არის ჩვენი სიყვარულის ადგილი.

  • ნანუკა გოგიჩაიშვილი და ნიკოლოზ ნაყოფია: ბედნიერი 19, ოჯახური იდილია და ორი შვილი

პროფესია რომ გითხრათ, მიხვდებით. ჯერჯერობით არ ვამბობ, მოვა დრო და ყველაფერს ვიტყვი. პროფესიული თვალსაზრისით გვაქვს უდიდესი კვეთა. ძალიან ბევრი თანხვედრა გვაქვს, საერთო ინტერესი და საერთო ღირებულებები გვაკავშირებს.

gogichaishvili