ცნობილი ქართველი მოდელი, ბიზნესმენი და ტელეწამყვანი ლიკა კვარაცხელია სალომე კახეთელიძის გადაცემის "Speak Easy" სტუმარი იყო. გულწრფელ ინტერვიუში მან საკუთარი კარიერის დასაწყისზე, თინეიჯერობის ასაკში არსებულ კომპლექსებზე, სცენის შიშსა და იმ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომელმაც მისი ცხოვრების გზა რადიკალურად შეცვალა.
"არ მიყვარდა და სცენაზე დგომა ჩემი მოწოდება არ ყოფილა. 14-15 წლის ასაკში არ გაქვს ის თავდაჯერებულობა, ყოველ შემთხვევაში, მე ნამდვილად არ მქონდა, რომ ასე თამამად ვყოფილიყავი... დიახ, თავდაჯერებულობა მაკლდა და სცენაზე გამოსვლა ძალიან მიჭირდა.
სხვა მიმართულებით რომ გამეგრძელებინა, მაშინ უცხოეთში უნდა წავსულიყავი, სადაც მამაჩემმა არ გამიშვა, თორემ მოწვევა მქონდა - ამერიკაში. თუმცა, რადგან არ გამიშვეს, ახლა აქ ვარ და არაფერს ვნანობ.
შევეგუე ამ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ მაშინ მეც არ ვიცოდი... წარმოიდგინეთ, როდესაც ამ პერიოდზე ვსაუბრობთ, ეს 1994-1995 წლებია, როდესაც ამ სფეროს სერიოზულად საერთოდ არავინ უყურებდა. მეც არ ვიცოდი, რა იქნებოდა ან სად იქნებოდა; ეს ყველაფერი იმდენად ბუნდოვანი იყო... მაშინ ამერიკა რომ გესმოდა, ისე ხომ არ იყო, როგორც ახლაა. ბოლომდე ვერც კი ვიაზრებდი. ამიტომ, დიდი სიამოვნებით დავანებე თავი ამ სფეროს, სხვაგან გადავინაცვლე და სხვა მიმართულებებში დავიწყე საკუთარი თავის ძებნა, " - ამბობს ლიკა კვარაცხელია.

ლიკა კვარაცხელია სოციალურ ქსელში მეუღლის გაცნობის ისტორიას იხსენებს და წერს, რომ მომავალმა ქმარმა მის შესახებ ყველაფერი გაზეთის ფურცლებიდან გაიგო. მოდელსა და ცნობილ ფეხბურთელ მურთაზ შელიას 25 წელია ბედნიერი ოჯახი აქვთ. წყვილს სამი შვილი ჰყავს - ანა, ელენე და დათუნა. ანა შელია უკვე ორი შვილის დედაა, მისი მეუღლე, მორაგბე ლაშა ლომიძეა. თავის დროზე Ambebi.ge-სთან ინტერვიუში ლიკა იხსენებდა, რომ 18 წლის უკვე ორი შვილის დედა იყო...
"როგორ გავიცანი ჩემი მეუღლე? - მკითხეს ერთ-ერთ ინტერვიუში. აქ მოვყვები. იყო ასეთი მაღაზია "ჩირაღდანი“, სადაც ოპტიკური სათვალეები იყიდებოდა. ერთ დღეს დედასთან ერთად შევისეირნე სათვალის შესაძენად, ამ დროს, იქვე 27 წლის სპორტსმენიც დასეირნობდა, რომელმაც შემამჩნია და შორიდან მოვეწონე. თბილისში იშვიათად იყო, სანაკრებო პერიოდში ჩამოდიოდა ხოლმე. გაზეთების კითხვა უყვარდა, ახლაც უყვარს. მოკლედ, მეორე დილას გაზეთი "მერიდიანი“ რომ შეიძინა, გადაშალა, ჩემი დიდი ინტერვიუ შეხვდა (1995 წელი იყო ალბათ) სადაც დეტალურად ეწერა ვინ ვარ, რამდენი წლის ვარ, მგონი მისამართიც კი ეწერა. ცხადია, ძალიან მარტივად მიპოვა და გამეცნო.1997 წელს კი დავქორწინდით".

ლიკა კვარაცხელიას, სამი შვილი: დათუნა, ელენე და ანა შელიები ჰყავს. ანა უკვე დაოჯახებულია მორაგბე ლაშა ლომიძეზე და მათ ორი შვილი შეეძინათ. 44 წლის ასაკში კი მშვენიერი მოდელი უკვე ბებიაა. მისთვის ეს ამპლუა განსაკუთრებულია და შვილიშვილებთან ერთად დიდ დროს ატარებს.
ოჯახისა და პროფესიული საქმიანობის მიღმა, ლიკა კვარაცხელია დიდ დროს უთმობს თავის მოვლას და ჯანსაღი ცხოვრების წესს - ცდილობს, იკვებოს ჯანსაღად, ხშირად სტუმრობს სპორტულ დარბაზსაც და ვარჯიშობს, საკუთარ გამოცილებასა და რჩევებს კი სხვა ქალებსაც უზიარებს.