"ჩემს კილოგრამებს თავი დაანებეთ, ხალხო!" - რუსკა მაყაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს - Marao

"ჩემს კილოგრამებს თავი დაანებეთ, ხალხო!" - რუსკა მაყაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს

2026-07-14 14:39:34+04:00

მსახიობი და ტელეწამყვანი რუსკა მაყაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც საზოგადოების მხრიდან წონასა და სიგამხდრეზე მუდმივ განხილვებსა და კრიტიკას ეხმაურება. ტელეწამყვანი აღნიშნავს, რომ ეს თემა ერთადერთია, რომელიც მას აღიზიანებს და წონასწორობიდან გამოჰყავს.

ruska-makashvili

  • "სიგიჟე ჩავიდინე, როგორ არ დავბრმავდი, არ ვიცი“ - რუსკა მაყაშვილი თავის მოვლის შესახებ 

რას ამბობს რუსკა მაყაშვილი?

- ნამდვილად არ მეგონა, ამ თემას თუ დავუბრუნდებოდი, მაგრამ მაინც მიწევს. იმიტომ, რომ ეს ერთადერთი თემაა, რომელიც მაღიზიანებს, ნერვებს მიშლის და, მოკლედ, მაგიჟებს. არც გარეგნობაზეა საუბარი - „რა მახინჯი ხარ“, „რა ის ხარ, რა ეს ხარ“ - რა თქმა უნდა, არ მაინტერესებს.

მაგრამ სიგამხდრეზე საუბარი... თან ქუჩაში. ქუჩაშიც ხომ მაჩერებენ და მეუბნებიან, გამხდარი ხარო. საერთოდ, რატომ გახდა სიგამხდრე რაღაც დანაშაული, ვერ ვიგებ. მართლა, მართლა გეუბნებით. როცა ადამიანი თავს გრძნობს ჯანმრთელად, კარგად, მშვიდად და წყნარად, ვერ ვხვდები, როდემდე უნდა გააგრძელოს ამ ხალხმა სიგამხდრეზე საუბარი - ამ გამხდარი გოგოების ტიკტოკსა და ინსტაგრამში შევარდნა და მათი ლანძღვა. მარტო მე კი არ მლანძღავთ, ხალხო, სიგამხდრის გამო, ძალიან ბევრ ადამიანს ლანძღავთ.

მოკლედ, გაჩერდით, რა! შეეშვით ადამიანებს... საერთოდ შეეშვით! ნუ ელაპარაკებით ადამიანებს წონაზე საერთოდ ნურსად! ნურც მეგობრებს ელაპარაკებით ამაზე: „რა გამხდარი ხარ“, „რა მსუქანი ხარ“, „როგორ გასუქდი“, „როგორ გახდი“. იქნებ ვისთვის რა პრობლემაა, იქნებ ვის რა აწუხებს. რა საჭიროა ამაზე საუბარი?

  • საზაფხულო მაკიაჟის ხრიკები: როგორ გამოვიყურებოდეთ ლამაზად და ბუნებრივად 

თუ თვლით, რომ კომპლიმენტს მეუბნებით - არა, არ მეუბნებით კომპლიმენტს. მთელი ცხოვრებაა გამხდარი ვარ. 29 წლამდე ისე მოვედი, რომ სულ ვიყავი გამხდარი, ძალიან გამხდარი. შეწყვიტეთ წონაზე საუბარი. მე ნუ მელაპარაკებით ჩემს წონაზე, თქვენს წონაზე იფიქრეთ. თქვენს ზედმეტ ან ნაკლებ კილოგრამებზე იფიქრეთ. ჩემს კილოგრამებს თავი დაანებეთ, ხალხო! დაანებეთ თავი ჩემს სიგამხდრეზე საუბარს და იმის დაბულინგებას, რომ „ვაიმე, რა გამხდარი ხარ“, „ავად ხარ“, „ავადმყოფი ხარ“, „ცუდად ხარ“, „ანორექსია გაქვს“.

ხალხო, სიტყვა „ანორექსიას“ საერთოდ რატომ ეხუმრებით? თქვენ საერთოდ იცით, რა არის ანორექსია? არ იცით! ნუ ხმარობთ მსგავს სიტყვებსა და ლექსიკას ადამიანების მიმართ. შეწყვიტეთ სხვების დაბულინგება იმის გამო, რომ გამხდრები არიან ან ზედმეტი წონა აქვთ. ჩვიდმეტჯერ ვამბობ უკვე: დაანებეთ თავი ადამიანების წონაზე საუბარს, საერთოდ დაანებეთ ამ ხალხს თავი, რა! ტვინი წაიღეთ. გეგონება, რამე დავაშავე იმით, რომ გამხდარი ვარ".