"შენი წარმატება და კარგად ყოფნა ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა იქნება ამ ცხოვრებაში" - ნინი შერმადინი ქალიშვილის 18 წლის იუბილეს აღნიშნავს - Marao

"შენი წარმატება და კარგად ყოფნა ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა იქნება ამ ცხოვრებაში" - ნინი შერმადინი ქალიშვილის 18 წლის იუბილეს აღნიშნავს

2026-07-19 15:19:10+04:00

"პირველ ფოტოში იმ დღის დაბადებულია, მეორეში - 18 წლის. თითქოს გუშინ დაიბადა და უკვე 18 წლისაა. გილოცავ, ჩემო სიყვარულო, ოქროს დაბადების დღეს, ბედნიერი და ჯანმრთელი მყავდი 100 წელი კიდევ და მერე შენ იცი. ბედნიერი ვარ, რომ დაიბადე და ალამაზებ სამყაროს. იყავი სულ ღიმილიანი და სიყვარულით სავსე. უკვე სრულწლოვანი და დიდი გოგო ხარ. მიგულე შენს გვერდით, როგორც ყველაზე დიდი გულშემატკივარი და საუკეთესო მეგობარი. შენი წარმატება და კარგად ყოფნა ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა იქნება ამ ცხოვრებაში. მიყვარხარ ყველაზე მეტად", - წერს სოციალურ ქსელში მომღერალი ნინი შერმადინი და ქალიშვილის, მარიამ ციცაგის ფოტოებს აქვეყნებს. 

NINI-SHERMADINI

ნინი შერმადინი - ოჯახი და კარიერა

ნინი შერმადინი 1987 წელს თბილისში დაიბადა. 2003 წელს მონაწილეობა მიიღო პროექტში „ნუცას სკოლა“. 2005 წელს გაემგზავრა იურმალაში „ახალ ტალღაში“ მონაწილეობის მისაღებად. ნინი გახდა პირველი მომღერალი დამოუკიდებელი საქართველოდან, რომელიც მონაწილეობას იღებდა ამ კონკურსში და  იქვე ფესტივალის მუზის ალა პუგაჩოვას პრიზი მიიღო.

  • უსაყვარლესი დედა-შვილი თუ დები? ნინი შერმადინი ერთადერთ ქალიშვილთან ერთად ნიუ-იორკში

2007 წელს გახდა „იმედის ტალღის“ წამყვანი. 2008 წელს იმავე პროექტში მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებული გახდა. 2010 წელს მიიღო მონაწილეობა ბერძნულ X Factor!-ში, სადაც მე-2 ადგილი დაიკავა და საბერძნეთში საკმაოდ პოპულარული გახდა.

ნინი შერმადინი იმყოფებოდა ქორწინებაში, ჰყავს ერთი ქალიშვილი, მარიამ ციცაგი, რომელთან ერთადაც უკვე რამდენიმე წელია, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. 

ნინის ყოფილი მეუღლე ვაჟა ციცაგი იყო. როცა წყვილი დაშორდა, ქალაქში ხმა გავრცელდა, რომ ვაჟა ქალების მოყვარული გამოდგა და ნინის ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მომღერალი ამ ჭორს სასტიკად უარყოფდა:

"ეს ჭორი დიდი შეურაცხყოფაა, პირველ რიგში, ვაჟასი და მერე ჩემი. გამოდის, რომ სულელი ვარ, რომ ასეთ ვამპირს და ფსიქოპათს გავყევი ცოლად. ეს ბევრჯერ დაიწერა და მეც სულ ვიმეორებ, ხალხო, მსგავსი სისულელე აღარ თქვათ-მეთქი. ხომ შეიძლება, ორმა ადამიანმა ერთმანეთს ვერ გაუგოს? ადამიანები არ შეიძლება, სკანდალის გარეშე დაშორდნენ? მეც და ვაჟაც ძალიან ჯიუტები ვართ. ორივეს ჩვენი პრინციპები გვაქვს. მე ჩემს პრინციპებს ვერაფრით გადავაბიჯე. სულით ხელოვანი ვარ და ბავშვობიდან ვოცნებობ, ჰოლივუდის მსახიობი ან მომღერალი ვიყო და "გრემიზე" საუკეთესო მომღერლად დამასახელონ. ჩემი შრომისმოყვარეობისა და ნერვების წყვეტის ფასად მალე დიდ წარმატებებს მივაღწევ. ვაჟა კარგი ადამიანია, მაგრამ წარმატებას მარტო უფრო მივაღწევ, ვიდრე ვაჟასთან ერთად.

  • ნინი შერმადინის განცხადება: "ვრცელდება კომენტარები,  რომ მე ამერიკაში ვარ არალეგალურად, წერენ, რომ ვარ ორთოდოქსი, ქოცი, უნამუსო..."

ყოველთვის გვერდში მედგა, "იქს ფაქტორიდან" დაწყებული. მაგრამ ქართველ კაცს ცოლი სახლში უნდა. რთულია, ცოლი ერთი თვე წავიდეს და კაცი სახლში დარჩეს. მე არ ვცხოვრობ ჩვეულებრივი, რიგითი ქალის ცხოვრებით. ხელოვანის ცხოვრება მაქვს. როგორ ფიქრობ, დედაჩემისა და მამაჩემისთვის ადვილი ასატანია, შვილი ღამის თორმეტ საათზე რომ გადის სახლიდან და ოთხზე შემოდის? მაგრამ იმდენად მენდობიან, რომ ეს სალაპარაკო თემა არ ხდება. ჩემი მიზანი ისაა, რომ ოცნება ავისრულო და ჩემი შვილი უზრუნველყოფილი იყოს. ჩემსა და ვაჟას შორის ბოლო დროს ურთიერთობა დათბა, შვილს ნახულობს. ვაჟამ გაიგო, რომ მე ჩემი კარიერა მაქვს გასაკეთებელი, მიხვდა, რომ ცუდს არაფერს ვაკეთებ და მისი შვილის დედა არაფერს შეურაცხმყოფელს არ აკეთებს" - ამბობდა ნინი "რეიტინგთან" ინტერვიუში.