ულამაზესი დები: ანი გუდავაძე ნანუკა გუდავაძესთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს - Marao

ულამაზესი დები: ანი გუდავაძე ნანუკა გუდავაძესთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

2026-07-20 17:13:59+04:00

ნანუკა გუდავაძე წლების მანძილზე თბილისში ერთ-ერთ პოპულარულ გოგოდ ითვლებოდა. ბერა ივანიშვილზე ქორწინების შემდეგ კი მისი ცხოვრება უფრო მეტად კარჩაკეტილი გახდა - ნანუკა უკვე ორი შვილის დედაა, იშვიათად აქვეყნებს ოჯახურ კადრებს და კამერების წინაც აღარ ჩნდება. 

  • ნანუკა გუდავაძე პრინცესა დიანას საყვარელი ბრენდის ექსკლუზიურ კაბაში - რატომ არის კაბის ფასი გასაიდუმლოებული?

ნანუკა გუდავაძეს ერთი და ჰყავს, ანი გუდავაძე. ცოტა ხნის წინ ნანუკამ სოციალურ ქსელში დასთან ერთად გადაღებული კადრები გამოაქვეყნა. კადრებმა გამომწერების დიდი მოწონება დაიმსახურა და არაერთი დადებითი კომენტარიც მოჰყვა.

gudavadze

ანი გუდავაძე 

ანი გუდავაძე ნანუკაზე ადრე გათხოვდა და დის ქორწილს ორსული ესწრებოდა. მისი მეუღლე ბიზნესმენი ნიკა ფიცხელაურია - წყვილს ორი შვილი ჰყავს. მამამთილი კი რამდენიმე თვის წინ სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. 

შენგელი ფიცხელაური მანამდე შსს-ს მინისტრ გიორგი გახარიას მრჩეველი იყო. შენგელი ფიცხელაური ძალოვან უწყებებში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე, 1976 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებაში ყოფნისას ის უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი იყო.

ანის და ნანუკას ახალგაზრდა დედა ჰყავთ. მას ვაკეში ერთ-ერთი ძვირადღირებული სალონი აქვს, რომლის მენეჯერიც ანია. 

ნანუკა გუდავაძე 

ბერა ივანიშვილი უკვე რამდენიმე წელია ნანუკა გუდავაძეზეა დაქორწინებული. არსებული ინფორმაციით ნანუკას მამა და ბერას მამა დიდი ხნის მეგობრები არიან, სწორედ მამების ახლობლობის წყალობით გაიცნეს მათ ერთმანეთი.

ნანუკა გუდავაძე წარსულში მოდელად მუშაობდა, შემდეგ კი მოდის შესახებ ბლოგებს წერდა. ნა­ნუ­კა 14 წლის ასაკ­ში პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდა პო­დი­უმ­ზე, დი­ზა­ი­ნერ ბი­ჭო­ლას ჩვე­ნე­ბა­ზე. მას შემ­დეგ გო­გო­ნა მო­დის შე­სა­ხებ ბლო­გებს წერ­და და პე­რი­ო­დუ­ლად ჩვე­ნე­ბებ­ზეც გა­მო­დი­ო­და. აქ­ტი­უ­რობ­და ინ­სტაგ­რამ­ზეც.

  • ბერა ივანიშვილი მეჯვარის ამპლუაში და ნანუკა გუდავაძის მდიდრული ლუქი: რა ღირს ცისფერი კაბა, რომლითაც ნანუკამ ბათუმში ყველას ყურადღება მიიპყრო

ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძე ბე­რას­თან ქორ­წი­ნე­ბამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს მო­რაგ­ბე­თა ნაკ­რე­ბის კა­პიტ­ნის, მე­რაბ შა­რი­ქა­ძის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო. წყვი­ლის და­შო­რე­ბის შემ­დეგ გო­გო­ნა მა­ლე­ვე და­ი­ნიშ­ნა ბერა ივა­ნიშ­ვილ­ზე. თუმ­ცა, ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში კა­პი­ტან­მა თქვა, რომ ბერა არ ყო­ფი­ლა მათი და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი. 

ახლა ძი­რი­თა­დად ტი­კტოკ­ზე ვი­დე­ო­ე­ბის გა­და­ღე­ბი­თა და შვი­ლების მოვ­ლით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. შე­გახ­სე­ნებთ, რომ მილიარდერმა მა­მამ­თილ­მა რამ­დე­ნი­მე ნანუკას სამ­შო­ბი­ა­როდ მინი სა­ა­ვად­მყო­ფო მო­უ­წყო. ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­მა რძლის მშო­ბი­ა­რო­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რად უცხო­ე­თის წამ­ყვა­ნი ექი­მე­ბიც კი მო­იწ­ვი­ეს სა­ქარ­თვე­ლო­ში.

ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ 2018 წელს იქორწინეს. მათ პირველი შვილი, ბერუკა ივანიშვილი, 2019 წლის, 29 ნოემბერს შეეძინათ. ცოტა ხნის წინ, 2023 წლის 20 მარტს კი, მეორე ვაჟის, დადუ ივანიშვილის მშობლები გახდნენ.