"ასეთი მომენტები..." - რატი გაჩეჩილაძის და კარინა ლისენკოს საზაფხულო არდადეგები პატარა ემილიასთან ერთად - Marao

"ასეთი მომენტები..." - რატი გაჩეჩილაძის და კარინა ლისენკოს საზაფხულო არდადეგები პატარა ემილიასთან ერთად

2026-07-22 13:34:36+04:00

მოცეკვავეების, კარინა ლისენკოსა და რატი გაჩეჩილაძის წყვილს საქართველოში ბევრი იცნობს - ისინი არაერთი სეზონის განმავლობაში პოპულარული პროექტის, "ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილეები იყვნენ პროფესიონალი მოცეკვავეების ამპლუაში. კარინასა და რატის საკუთარი ცეკვის სტუდია აქვთ, სადაც ახალ თაობებს ზრდიან და საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ.

  • ულამაზესი ოჯახი და შთამბეჭდავი მომენტები პატარა ემილიასთან ერთად: კარინა ლისეკნოსა და რატი გაჩეჩილაძის ოჯახური იდილია

კარინა ლისენკოსა და რატი გაჩეჩილაძის ოჯახური კადრები მეგობრებისა და გულშემატკივრების მხრიდან ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც მათ ოჯახს ახალი წევრი შეემატა - პატარა ემილიამ კარინასა და რატის ცხოვრებაში განსაკუთრებული ფერები შეიტანა. სწორედ მასთან ერთად ატარებენ მშობლები ზაფხულის არდადეგებს და ულამაზეს კადრებს ზღვის სანაპიროდან ჩვენც გვიზიარებენ. 

karina-lisenko

რატი გაჩეჩილაძე და კარინა ლისენკო 

რატი გაჩეჩილაძე ოთხგზის საქართველოს ჩემპიონია დიდების კატეგორიაში (2016–2019) და ამავე წლებში ოთხჯერ მოიგო საქართველოს თასი. მისი საერთაშორისო წარმატებები მოიცავს მსოფლიო რეიტინგში 38-ე ადგილს და ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გასვლას. ის ასევე იყო პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამარჯვებული.

რატი არის საქართველოს პირველი კატეგორიის მსაჯი და მრავალი წარმატებული მოცეკვავის მწვრთნელი, მათ შორის სოლო და წყვილ კატეგორიებში, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში. ამასთან რატი გაჩეჩილაძე საერთაშორისო კატეგორიის სტატუსის მქონე მსაჯიც გახდა. 

რატის ოჯახში ცეკვა ტრადიციაა და ის მშობლების, თენგიზ და ლარისა გაჩეჩილაძეების ტრადიციას საკუთარ სტუდიაში აგრძელებს. საზოგადოებისთვის ცნობილი სახეა რატის ძმა, გიგი გაჩეჩილაძეც. ის საქართველოს სპორტული და სამეჯლისო ცეკვების ფედერაციის პრეზიდენტის ამპლუაშიც ვიხილეთ. 

  • "ბალეტის პირველი გაკვეთილი" - კარინა ლისენკოსა და რატი გაჩეჩილაძის ქალიშვილი მშობლების გზას აგრძელებს

რატის და გიგის დაა შორენა გაჩეჩილაძე, ხოლო დის ქმარი - გოჩა ჩერტკოევი. წლების წინ რატი გოჩასთან და შორენასთან ამერიკაშიც იმყოფებოდა და იქ გეგმავდა სერიოზული კარიერის აწყობას, თუმცა, საბოლოოდ, მაინც საქართველოში ამჯობინა დაბრუნება.

კარინა ლისენკო უკრაინელი პროფესიონალი მოცეკვავეა, რომელიც საქართველოში წლების წინ ჩამოვიდა და ახლა აქ საქმიანობს. ის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" პროფესიონალი მოცეკვავის ამპლუაშიც არაერთხელ ვიხილეთ. მომხიბვლელმა გოგონამ განსაკუთრებით დადებითი აურით მალევე შეაყვარა თავი ქართველ მაყურებელს. 

რატიმ და კარინამ ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ გაიცეს. მათ ერთმანეთთან პროფესიული საქმიანობა აკავშირებდათ, თუმცა ეს ურთიერთობა მალევე გადაიზარდა სიყვარულში და მათ 2021 წელს იქორწინეს. 

  • "უმცროსი გაჩეჩილაძე" - რატი გაჩეჩილაძემ ემილიასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

"მას შემდეგ, რაც ჩემს ცხოვრებაში კარინა ლისენკო გამოჩნდა, ყველაფერი ბედნიერად არის. ჩვენი სიყვარული 6 წელია, გრძელდება. კარინა ჩემი ნომერ პირველი მეგობარია. როდესაც გვერდით ასეთი ადამიანი გყავს, ყველაფერი ბედნიერებაა. საერთოდ, პირად თემებზე ნაკლებად ვსაუბრობ. რაც მთავარია, მე და კარინას ბედნიერი ოჯახი გვაქვს და მომავალში შვილებიც გვეყოლება… კარინას გემრიელი ხელი აქვს. ყველაზე ძალიან მისი გაკეთებული ბორშჩი მიყვარს. როცა იტყვის, დღეს ბორშჩის ვაკეთებო, ვიცი, რომ სასწაული მელოდება…" - ამბობდა რატი.