„ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ მე და გიორგი დავშორდით - მაშინ მივხვდი, რა შეიძლებოდა ხდებოდეს მის გულში" - ეკა დემეტრაძის ინტერვიუ - Marao

„ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ მე და გიორგი დავშორდით - მაშინ მივხვდი, რა შეიძლებოდა ხდებოდეს მის გულში" - ეკა დემეტრაძის ინტერვიუ

2026-07-22 14:05:50+04:00

ეკა დემეტრაძე დაიბადა 1986 წლის 19 იანვარს...2007 წელს ეკამ დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამსახიობო ფაკულტეტი.

არის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობი უკვე 2013 წლიდან..ეკა ასევე თანამშრომლობს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრთან და თავისუფალ თეატრთან... განსახიერებული აქვს ბევრი წარმატებული როლი თეატრში მაგრამ ეკატერინე დემეტრაძე ქართული მაყურებლისთვის ნაცნობ და საყვარელ სახედ მაინც "ჩემი ცოლის დაქალებმა" აქცია... "ნატაშკას" როლი მისთვის წარმატებული აღმოჩნდა.

  • "ნატაშკას" როლით მოსული დიდი წარმატება, ორი ქორწინება და შვილი - ეკა დემეტრაძის კარიერა და პირადი ცხოვრება

ეკას პირველი მეუღლე მსახიობი გიორგი ბოჭორიშვილი იყო, რომელიც მაყურებელმა ასევე სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" გაიცნო. წყვილი ერთმანეთს 2017 წელს დაშორდა. მათ საერთო შვილი, თომა ჰყავთ. 

eka-demetradze

ეკა დემეტრაძის ინტერვიუ

ეკა დემეტრაძე ანა ტყებუჩავას გადაცემაში "V ელემენტ9"  შვილის, თომას ბავშვობაზე საუბრისას იხსენებდა, რომ პროფესიის გამო ის და მისი მეუღლე, მსახიობი გიორგი ბოჭორიშვილი სახლში ხშირად არ იყვნენ, რასაც თომას მხრიდან პროტესტი ახლდა თან.

„გავტეხავ რეპეტიციას“ - ამბობდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ლაპარაკი ახალი დაწყებული ჰქონდა. ძალიან დიდი სტრესი ჰქონდა. „რეპეტიცია“ ეგონა რაღაც ნივთი. როცა ვეუბნებოდი, რეპეტიციაზე მივდივარ-მეთქი, ალბათ ეგონა, რომ რეპეტიცია რაღაც კონკრეტული ადგილი ან საგანი იყო. ახლა რომ ვეკითხები, აღარ ახსოვს.

ეკა დემეტრაძე იხსენებს, რომ დროის დეფიციტს თან მშობლების განქორწინებაც დაერთო, რაც კიდევ უფრო რთული აღმოჩნდა:

eka-demetradze

„ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ მე და გიორგი დავშორდით. მაშინ მივხვდი, რა შეიძლებოდა ხდებოდეს მის გულში, ტვინში და პირად სივრცეში. ხუთი-ექვსი წლის იყო. ახლა უკვე დიდია, თან ცოტა მოსწონს კიდეც, რომ დედამისი მსახიობია, შეეჩვია. მაგრამ თავიდან შევამჩნიე, რომ მეგობრები სახლში არ მოჰყავდა. რამდენჯერმე რომ მოიყვანა, ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ბავშვებმა, როცა დაინახეს, ყურადღება მთლიანად ჩემზე გადმოიტანეს - ფოტოები უნდათ, კითხვებს მისვამდნენ, იმიტომ, რომ ტელევიზორში მხედავდნენ. მივხვდი, ეს თომასთვის სტრესი იყო“.

  • „მე მინდა, რომ ვიყო კარგი დედა… მის ოთახში დაკაკუნების გარეშე ვერ შეხვალ - თავისი სამყარო აქვს“ - ნანკა კალატოზიშვილი შვილისა და მასთან ურთიერთობის შესახებ

მიუხედავად იმისა, რომ ეკა დემეტრაძე ცდილობდა, დაიცვა შვილის პირადი სივრცე და მიეცა მისთვის საშუალება, ჩამოყალიბებულიყო დამოუკიდებელ პიროვნებად, გარშემომყოფებისგან კითხვები მისი სამომავლო პროფესიისა და არჩევანის შესახებ მაინც არ წყდებოდა:

„მითხრა, ყველამ იცის, შენც მსახიობი გამოხვალო და მე ვამბობ - არაო. ვკითხე, რატომ-მეთქი. მითხრა: „როცა გავიზრდები და ოჯახი მეყოლება, მინდა, შვილებისთვის დრო მქონდესო“. თერთმეტი თუ თორმეტი წლის იყო, ეს რომ მითხრა. ჩემთვის ძალიან რთული მოსასმენი იყო“.