„მე მინდა, რომ ვიყო კარგი დედა… მის ოთახში დაკაკუნების გარეშე ვერ შეხვალ - თავისი სამყარო აქვს“ - ნანკა კალატოზიშვილი შვილისა და მასთან ურთიერთობის შესახებ - Marao

„მე მინდა, რომ ვიყო კარგი დედა… მის ოთახში დაკაკუნების გარეშე ვერ შეხვალ - თავისი სამყარო აქვს“ - ნანკა კალატოზიშვილი შვილისა და მასთან ურთიერთობის შესახებ

2026-07-22 11:47:54+04:00

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ანა ტყებუჩავას გადაცემას, "V ელემენტს“ ეწვია, სადაც დედობის გამოცდილებაზე, შვილთან ურთიერთობასა და ოჯახური მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გულახდილად ისაუბრა.

"ჩემი გარდატეხის ასაკი იყო ძალიან მარტივი, არც სიმძიმეები და სირთულეები მქონია. მე დღემდე დედაჩემთან ერთად ვცხოვრობ და რაღაც პერიოდის შემდეგ გადავწყვიტე, რომ მე და დანის ცალკე გვეცხოვრა. დედაჩემთან ახლოს ვიპოვე სახლი, უნდა გადავსულიყავით. თეატრში ვიყავი, აღფრთოვანებული ვუყვები ეკას [დემეტრაძე] ამ ამბავს და მეუბნება: რატომ გადადიხარო? დედაშენთან გაქვს პრობლემაო? - ამ დროს დედაჩემი არის უსაყვარლესი, მთელი დღე სახლიდან ვარ გასული და შემდეგ დავფიქრდი, რომ არ მჭირდებოდა ცალკე გადასვლა. დედაჩემი რომ არ მყოლოდა, მე არ ვიცი, რას ვიზამდი. ბავშვის დაბადებიდან ორი თვეც არ იყო გასული, რომ „ჩცდ-ის“ გადაღებაზე მივედი. ამის პარალელურად კი კიდევ ერთი სერიალი მქონდა და იქაც მალევე გავედი. დედაჩემი ძალიან დამეხმარა.

  • ინტერვიუ ტყუპისცალ ძმაზე, მამაზე და ნანკა კალატოზიშვლი განსხვავებული რაკურსით: "ხომ გგონია, რომ დრო ყველაფერს კურნავს, მაგრამ ეს ასე არ არის" 

მე მინდა, რომ ვიყო კარგი დედა. ზუსტად ვიცი, რომ ლიმიტირებული მაქვს ამ ბავშვთან ურთიერთობა, რომ ეს უკვე დაწყებულია, რადგან მის ოთახში დაკაკუნების გარეშე ვერ შეხვალ - თავისი სამყარო აქვს და ეს ძალიან ნორმალურია. მინდა, რომ 18 წლამდე მოვასწრო ეს ყველაფერი. ადამიანს როცა შეყვარებული ეყოლება და საკუთარი ცხოვრება გაუჩნდება, როგორც არ უნდა გიყვარდეს დედა და თუ დედაც ჯანსაღია, პირველივე ჯერზე არ დაიწყებს ვიღაცების ჩაჩოჩებას", - ამბობს ნანკა.

nanka-kalatozishvili

ნანკამ გადაცემის ფარგლებში ყოფილ მეუღლეზეც ისაუბრა.

"ის პერიოდი, რაც ჩვენ ერთად აღარ ვართ... ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და კედოს ვინც არ უნდა ჰყავდეს და მეც ვინც არ უნდა მყავდეს, სულ ვამბობ, რომ ჩვენ ვართ ნათესავები. პირველ რიგში, სისხლით ნათესავია, გინდა თუ არ გინდა - ყველაზე კარგი არსება გვაერთიანებს. მინდა, რომ ჩემი ნათესავი იყოს ძალიან ბედნიერი. ორივემ ვიცით, რომ გვინდა, კარგად ვიყოთ. მე და კედოს კონფლიქტი არ გვქონია, ცივილურად დავიშალეთ. ჩვენ შორის კაცი და ქალი აღარ არსებობს, მაგრამ ყოველთვის მიყვარს და მინდა, რომ იყოს ბედნიერი. მე და კედოს პირადად თუ აგვერია ურთიერთობა, ბავშვს არ უნდა შეეხოს ეს ყველაფერი. საერთო ვახშამიც გვქონია სამივეს ერთად და დღემდე იცის, რომ მამამისს დიდ პატივს ვცემ. ძალიან თავისუფალი, პატივისცემაზე აწყობილი ურთიერთობა გვაქვს" - ამბობს ნანკა.

ნანკა კალატოზიშვილის ოჯახი და კარიერა 

ნანკა კალატოზიშვილი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული გარეგნობისა და ნიჭის მქონე ქალად ითვლება. 2000 წელს, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, გახდა რუსთაველის თეატრალური სარდაფის მსახიობი. 

მის შემოქმედებაში აღსანიშნავია ფილმები: "მიდიოდა მატარებელი", "რევერსი", "გრაფიტი", "ტრილოგია", "ოცნების ქალაქი"...

ნანკა კალატოზიშვილის და დათუნა გოცირიძის წყვილი, შეიძლება ითქვას, იყო პირველი შოუბიზნესური წყვილი, რომელიც საკუთარ გრძნობებს არ მალავდა. დათუნა და ნანკა მაყურებელმა აჩიკო მეფარიძის კლიპიდან „მშვიდობით“ გაიცნო.

  • "მე არ მხიბლავს თანაცხოვრება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პარტნიორი არ მყავდეს" - ნანკა კალატოზიშვილის ინტერვიუ

"მას შემდეგ, რაც შვილი გამიჩნდა, სამყაროს მიმართ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ვიგრძენი და განსაკუთრებით, შვილის მიმართ. ალბათ, ამიტომაც ვლაპარაკობ ბევრს რაღაცებზე და ვაპროტესტებ. მანამდეც არ ვიყავი ჩუმად, თუ რამე არ მომწონდა, მაგრამ ბავშვის მერე გაასმაგებულად დამეწყო. მივხვდი, რომ ჩემი ბავშვის მომავალი და ზოგადად, ახალი თაობის მომავალი, წყდება და სიჩუმე დანაშაულია! ეს რომ არ გავაკეთო, მერე დანი მოტრიალდება, მეტყვის - რას აკეთებდი, არ შეგაწუხა ამან?!

nanka-kalatozishvili

ზოგადად, კომენტარებით დიდად არ ვინტერესდები. მივხვდი, რომ არ ვარ ექიმი. ასე რომ იყოს, დიაგნოზისთვის, კვლევისთვის საინტერესო იქნებოდა, რა დონის სიგიჟესთან გვაქვს საქმე, როცა ადამიანები ასე გლანძღავენ. მაგრამ სჯობს, ასე დაიცალონ ვირტუალურ სივრცეში და გარეთ ნაკლები ზიზღით გამოვიდნენ. მგონია, რომ მე მათ ვეხმარები. როდესაც შენი შვილი გაიზრდება და გკითხავს, რას აკეთებდი და "ვტროლაობდიო", რომ ეტყვი, ძალიან უხერხულია ამით რომ ხარ დაკავებული და მეტი საქმე რომ არ გაქვს. არცერთი ეს ადამიანი მე არ მიცნობს, საოცარი ცილისწამებებია. ისეთ რამეებს მაბრალებენ, ასე რომ მეცხოვრა, ალბათ, ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი." - თქვა მსახიობმა და სამოქალაქო აქტივისტმა გადაცემაში "სთორი".

ისინი თეატრალურ უნივერსიტეტში ჯგუფელები იყვნენ. თავდაპირველად მეგობრობდნენ, შემდეგ კი მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა და 5-წლიანი რომანი ჰქონდათ. ნანკას და დათუნას რომანი ქორწინებით არ დასრულდა, თუმცა, რატომ დაშორდნენ, უცნობია. დათუნას დღეს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. რაც შეეხება ნანკას, მას და ირაკლი კედიას პატარა დანიელი ჰყავთ, თუმცა, მათი ოჯახი, სამწუხაროდ, დაინგრა.

„დანის მამაა, სულ მეყვარება. იმდენად კარგი ურთიერთობა გვაქვს, რაღაც პერიოდი ხალხს ეგონა, რომ შევრიგდით. ჩემი ოჯახის წევრია, სულ მისი ზურგი ვიქნები, ეს ზუსტად ვიცი, და სულ მენდომება, რომ დანის მამა იყოს ბედნიერი. ძალიან მჭირდება, რომ დანის მამა იყოს ბედნიერი“, – აღნიშნა ნანკამ გადაცემა „სთორიში“.