ჰეილი ბიბერი და სიაო ვენ ჯუ Miu Miu-ს 2026 წლის შემოდგომის კამპანიის სახეები გახდნენ
Miu Miu-მ 2026 წლის შემოდგომის კოლექციის ახალი სარეკლამო კამპანია წარადგინა, რომელშიც მთავარ როლებს ჰეილი ბიბერი და ჩინელი სუპერმოდელი სიაო ვენ ჯუ ირგებენ. ფოტოსესიისთვის იტალიურმა ლუქს ბრენდმა მკაცრი, ინდუსტრიული ფონი შეარჩია, რაც იდეალურ კონტრასტს ქმნის კოლექციის რბილ და ელეგანტურ სილუეტებთან.

ახალ კოლექციაში დომინირებს ტყავი, სელი, ტვიდი და თეთრეულის სტილის დეტალები, რაც უხეშ გარემოს ქალურ შტრიხებს მატებს.
ვინტაჟური ესთეტიკა და საკულტო აქსესუარები
ტანსაცმლის ხაზი - ელვა-შესაკრავიანი ქურთუკებიდან დაწყებული, მკერდთან შეკრული პალტოთი დამთავრებული -უხდება ვინტაჟურ ქუდებს (Trapper hats).
აქსესუარებს შორის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო Miu Miu-ს რბილი ტყავის ჩანთებმა Vivant, Rendez-vous და Arcadie.

70-იანი წლების ესთეტიკა აშკარად იგრძნობა სათვალეების დიზაინში, ხოლო ბრენდის ახალი ფეხსაცმელი Bubble რეტრო დეტალებისა და 2000-იანი წლების დასაწყისის (Y2K) ტენდენციების სინთეზს წარმოადგენს. კამპანიის ფოტოგრაფი ცნობილი ზოი გერტნერია (Zoë Ghertner).
ბიბერისა და Miu Miu-ს პარტნიორობა
სიაო ვენ ჯუ Miu Miu-ს ჩვენებებსა და კამპანიებში ადრეც ხშირად გამოჩენილა. რაც შეეხება ჰეილი ბიბერს, ის მიუჩა პრადას ბრენდთან 2022 წლიდან თანამშრომლობს.
Miu Miu-ს ეს კამპანია ბიბერისთვის 2026 წლის მორიგი მსხვილი პროექტია. წელი მან Victoria’s Secret-ის ვალენტინობის კამპანიით დაიწყო, რასაც მოჰყვა თანამშრომლობა Gap-თან და მისი საკუთარი ბრენდის, Rhode-ს ახალი პროდუქტების პოპულარიზაცია.

პარიზის მოდის კვირეულიდან რეალურ კამპანიამდე
Miu Miu-ს 2026 წლის შემოდგომის კოლექციის დებიუტი 2026 წლის მარტში, პარიზის მოდის კვირეულზე შედგა. პოდიუმზე მოდელებთან ერთად მსახიობი ქლოი სევინიც გამოვიდა. ჩვენება გამორჩეული იყო უჩვეულო დეკორაციითაც - პოდიუმი დოღის ტალახიან ბილიკს წააგავდა, რომელსაც ორგანიზატორები შოუს დაწყებამდე ტოტებით ფარავდნენ.
პარალელურად, ჰეილი ბიბერი აქტიურად აგრძელებს Rhode-ს გაფართოებას. ივნისის დასაწყისში ბრენდმა წარადგინა ახალი კომპაქტური ბრონზერი (Pocket Bronzer) და პეპტიდური ტუჩის ტინტის შეზღუდული გამოშვება.
