ანასტასია ბენდუქიძე მესამე შვილს ელოდება: "მინდა გითხრათ, რომ ყველაზე რთული სამსახური, რაც მქონია, დედობაა" - Marao

ანასტასია ბენდუქიძე მესამე შვილს ელოდება: "მინდა გითხრათ, რომ ყველაზე რთული სამსახური, რაც მქონია, დედობაა"

2026-07-27 12:12:12+04:00

"ბიჭი მყავს. მინდა გითხრათ, რომ ყველაზე რთული სამსახური, რაც მქონია, დედობაა. ვინმემ რომ შემომთავაზოს, იმუშავე 3 სამსახურში ერთად ან იყავი დედაო, მუშაობას ავირჩევ. ერთი შვილი რომ გყავს, დიდად აღარ განსხვავდება, კიდევ ორი გყავს თუ - სამი. სამი შვილი არ მომწონს, ორი ან ოთხი ჯობს", - ამბობს ანასტასია ბენდუქიძე  "მისაყოლებელ პოდკასტში"

bendukidze

ანასტასია ბედუქიძე- ოჯახი და კარიერა

ეკონომიკის ექსმინისტრის, კახა ბენდუქიძის შვილი ანასტასია ბენდუქიძე საზოგადოებამ მამის გარდაცვალების შემდეგ გაიცნო. ანასტასია სანამ მამის გვარზე ოფიციალურად გადავიდოდა, და ეს კახა ბენდუქიძის გარდაცვალების შემდეგ მოხდა, გონჩაროვას გვარს ატარებდა.

  • "მე ძალიან მიყვარს ორსულობა და მშობიარობაც ძალიან მომწონს" - ანასტასია ბენდუქიძე ორსულობაზე

სკანდალური სასამართლო პროცესების შედეგად, რომლებზეც უცხოური მედიაც აქტიურად წერდა, ლონდონის სასამართლოში ანასტასიამ დაამტკიცა, რომ ის მართლაც კახა ბენდუქიძის შვილი იყო და ამის შემდეგ მიიღო კიდეც მემკვიდრეობა.

"18 წლის ვიყავი, როცა გავიგე, რომ კახა მამაჩემი იყო. ეს თვითონ მითხრა. ლონდონში ვიყავით სასტუმროში, შევედი მასთან ოთახში, "ადაპტორი" მჭირდებოდა. რომ მივედი და მომცა, მითხრა, აიღე, შვილოო. მე ვუთხარი, ჰო, შენ ჩემთვის ყოველთვის მამასავით იყავი-მეთქი. მე შენი მამა ვარ, ბიოლოგიურიო. შოკში ჩავვარდი. მეგონა, შენ იცოდიო, მითხრა. არა, არ ვიცოდი-მეთქი. ძალიან ვგავარ მამას. მანამდე არ მიფიქრია, რომ მას ვგავდი, ამ პუტკუნა, ულვაშიან, მელოტ კაცს. ახლა რომ ვუყურებ, ძალიან ვგავარ.

bendukidze

მგონი, ვერ ვხვდებოდი, რამდენი საინტერესო რამე შემეძლო მეკითხა. ვერ ვაფასებდი სათანადოდ ამას. იყო მამაჩემი უბრალოდ და არ ვიცოდი, რაზე შეიძლება დავლაპარაკებოდი, საქართველოს პოლიტიკაზე თუ მსოფლიო განვითარებაზე. რაღაც დებილობებზე ვლაპარაკობდით. საერთოდ არ ვიყავი მზად იმ ცხოვრებისთვის, რომელიც დამიტოვა. 25 წლის ვიყავი, როცა "თავისუფალი უნივერსიტეტის" დამფუძნებელი გავხდი და "ცოდნის ფონდის" დირექტორი. 5 რამ დამიბარა სიკვდილამდე:

  • "ჩვენი საკმაოდ გამხდარი და ტრენდული კახა ბაბუ" - ანასტასია ბენდუქიძე მამას იხსენებს

გამხდარი უნდა ვიყო, ქართული უნდა ვისწავლო, უნდა მივიღო უფრო კარგი განათლება, უნდა მქონდეს ბიზნესი, რომელიც იქნება ჩემთან ახლოს და რომელიც უნდა განვითარდეს თანდათან; უნდა ვიცხოვრო ბედნიერად და ტანჯვის გარეშე გარდავიცვალო", - ამბობდა ანასტასია

ანასტასია ბენდუქიძე ოჯახთან ერთად საქართველოში ცხოვრობს. მან 2017 წელს  ბიზნესმენ ივანე მხეიძეზე იქორწინა, წყვილმა ქორწილი საბერძნეთში, მეგობრებისა და ახლობლების თანხლებით გადაიხადა. 2020 წელს ანასტასიასა და ივანეს პირველი შვილი შეეძინათ, რომელსაც ალექსანდრე დაარქვეს, სულ ცოტა ხნის წინ კი ისინი პატარა გოგონას, ლიანას მშობლები გახდნენ.