ნანუკა გუდავაძე წლების მანძილზე თბილისში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და გამორჩეულ გოგოდ ითვლებოდა - მისი და, ანი გუდავაძე კი კამერების წინ ნაკლებად ჩნდებოდა. ორივე და დაქორწინებულია და მათი ცხოვრების წესიც შეიცვალა - ნანუკა და ანი ბევრს მოგზაურობენ, იშვიათად აქვეყნებენ ფოტოებს სოციალურ ქსელში და მათი ყოველი გამოჩენა დიდ ინტერესს იწვევს.
ანი გუდავაძე, რომელიც ცოტა ხნის წინ იუბილარი იყო. მან დაბადების დღე უახლოეს მეგობრებსა და საყვარელ დასთან ერთად აღნიშნა:"როგორც ჩანს, ისევ თავიდან აღვნიშნავთ ჩემს დაბადების დღეს," - წერს ანი.



ანი გუდავაძე ნანუკაზე ადრე გათხოვდა და დის ქორწილს ორსული ესწრებოდა. მისი მეუღლე ბიზნესმენი ნიკა ფიცხელაურია - წყვილს ორი შვილი ჰყავს. მამამთილი კი რამდენიმე თვის წინ სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.
შენგელი ფიცხელაური მანამდე შსს-ს მინისტრ გიორგი გახარიას მრჩეველი იყო. შენგელი ფიცხელაური ძალოვან უწყებებში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე, 1976 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებაში ყოფნისას ის უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი იყო.
ანის და ნანუკას ახალგაზრდა დედა ჰყავთ. მას ვაკეში ერთ-ერთი ძვირადღირებული სალონი აქვს, რომლის მენეჯერიც ანია.

ბერა ივანიშვილი უკვე რამდენიმე წელია ნანუკა გუდავაძეზეა დაქორწინებული. არსებული ინფორმაციით ნანუკას მამა და ბერას მამა დიდი ხნის მეგობრები არიან, სწორედ მამების ახლობლობის წყალობით გაიცნეს მათ ერთმანეთი.
ნანუკა გუდავაძე წარსულში მოდელად მუშაობდა, შემდეგ კი მოდის შესახებ ბლოგებს წერდა. ნანუკა 14 წლის ასაკში პირველად გამოჩნდა პოდიუმზე, დიზაინერ ბიჭოლას ჩვენებაზე. მას შემდეგ გოგონა მოდის შესახებ ბლოგებს წერდა და პერიოდულად ჩვენებებზეც გამოდიოდა. აქტიურობდა ინსტაგრამზეც.
ნანუკა გუდავაძე ბერასთან ქორწინებამდე საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტნის, მერაბ შარიქაძის შეყვარებული იყო. წყვილის დაშორების შემდეგ გოგონა მალევე დაინიშნა ბერა ივანიშვილზე. თუმცა, ერთ-ერთ ინტერვიუში კაპიტანმა თქვა, რომ ბერა არ ყოფილა მათი დაშორების მიზეზი.

ახლა ძირითადად ტიკტოკზე ვიდეოების გადაღებითა და შვილების მოვლით არის დაკავებული. შეგახსენებთ, რომ მილიარდერმა მამამთილმა რამდენიმე ნანუკას სამშობიაროდ მინი საავადმყოფო მოუწყო. ივანიშვილების ოჯახმა რძლის მშობიარობისთვის სპეციალურად უცხოეთის წამყვანი ექიმებიც კი მოიწვიეს საქართველოში.
ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ 2018 წელს იქორწინეს. მათ პირველი შვილი, ბერუკა ივანიშვილი, 2019 წლის, 29 ნოემბერს შეეძინათ. ცოტა ხნის წინ, 2023 წლის 20 მარტს კი, მეორე ვაჟის, დადუ ივანიშვილის მშობლები გახდნენ.