ჰოლივუდის ყველასთვის საყვარელი წყვილი, როზი ჰანტინგტონ-უაითლი და ჯეისონ სტეტჰემი, ისევ ყურადღების ცენტრშია. ჯეისონს დაბადების დღე აქვს და როზიმ სოციალურ ქსელში ძალიან თბილი და ემოციური პოსტი გამოაქვეყნა.
"დაბადების დღეს ვულოცავთ ჩვენს ფავორიტ ადამიანს, ჩვენს ნომერ პირველს, ადამიანს, რომელიც ყველაფერს ახერხებს, ზრუნავს ჩვენზე, გვაცინებს და გვიცავს. ჩვენს ყოველდღიურ შთაგონებას. მთელი გულით მიყვარხარ სამუდამოდ", - წერს როზი.





როზი ჰანტინგტონის ოჯახი
როზი ჰანტინგტონ-უაითლი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სახეა თანამედროვე მოდისა და სილამაზის ინდუსტრიაში. მან კარიერა დაიწყო როგორც მოდელმა, თუმცა დროთა განმავლობაში მისი ინტერესები ბევრად უფრო გაფართოვდა ის წარმატებით მოღვაწეობს კინოში, ბიზნესში და არაერთი ცნობილი ბრენდის სახეა.
მოდელობა 16 წლის ასაკში დაიწყო და მალევე გახდა საერთაშორისო ბრენდების საყვარელი სახე. მის ყველაზე დიდ წარმატებად ითვლება თანამშრომლობა Victoria’s Secret-თან, სადაც 2009 წელს ერთ-ერთ მთავარ “ანგელოზად” აირჩიეს.
კარიერის გარდა, დიდ ყურადღებას იმსახურებდა მოდელი პირადი ცხოვრებაც: 2010 წლიდან ის ურთიერთობაშია მსახიობ ჯეისონ სტეტჰემთან, რომელთანაც ორი შვილი ჰყავს.

წყვილმა ერთმანეთი 2010 წელს გაიცნო - მათ შრის 20-წლიანი ასაკობრივი სხვაობაა. 2013 წლის ივლისში გავრცელდა ჭორი, რომ ჰანთინგტონ-უაიტლიმ მიიღო სასურველი ბეჭედი Statham-ისგან. თუმცა, წყვილის წარმომადგენლებმა ფანებს მოუწოდეს, დასკვნების გაკეთება არ ეჩქარათ.
იყო სხვა არგუმენტებიც. უცხოურ მედიაში გავრცელდა ჭორები, რომ მსახიობი როზის ატყუებდა. ის ნიუ-იორკის ერთ-ერთ ღამის კლუბში შენიშნეს ლამაზი (და, რა თქმა უნდა, ახალგაზრდა) გოგონების გარემოცვაში. როზი მათ შორის არ იყო. მართლაც უღალატა თუ არა სუპერმოდელს ფილმის "ტრანსპორტიორის" ვარსკვლავმა, ამის გაგება შეუძლებელია, წყვილს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
2016 წლის იანვარში მისმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ისინი დაინიშნენ. მათი ვაჟი დაიბადა 2017 წლის 24 ივნისს. 2021 წლის აგვისტოში როზიმ გამოაცხადა, რომ მეორე შვილს ელოდებოდა. მათი ქალიშვილი დაიბადა 2022 წლის 2 თებერვალს. წყვილი რამდენიმე წლის განმავლობაში კალიფორნიაში ცხოვრობდა, 2020 წელს კი ოჯახი ლონდონში დაბრუნდა.