ამბავი ერთი ფოტოს მიღმა: ამაყი დედა და ბელუჩი-კასელის ახალი ეპოქა - Marao

ამბავი ერთი ფოტოს მიღმა: ამაყი დედა და ბელუჩი-კასელის ახალი ეპოქა

2026-07-29 12:57:12+04:00

მოდის სამყარო კიდევ ერთხელ მოიცვა ბელუჩი-კასელის ოჯახის სილამაზითა და დახვეწილობით. რამდენიმე დღის წინ, სიცილიის ერთ-ერთ ყველაზე კოლორიტულ ქალაქ ტაორმინაში, Dolce & Gabbana Alta Moda-ს გრანდიოზული ჩვენება გაიმართა, რომელიც ახალგაზრდა მოდელმა, ლეონი კასელმა გახსნა.

ლეონი პოდიუმზე აბრეშუმის შთამბეჭდავი კაბით გამოვიდა, რომლის ფერები და ფაქტურა ხმელთაშუა ზღვის ტალღებსა და სიცილიურ სიოს მოგვაგონებდა. მისი თითოეული ნაბიჯი თავდაჯერებული და ელეგანტური იყო, რამაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მას დედისგან არა მხოლოდ გარეგნობა, არამედ გამორჩეული არტისტული შარმიც გადმოეცა.

ამ მნიშვნელოვან დღეს ლეონის გვერდით იმყოფებოდა დედა - კინოლეგენდა მონიკა ბელუჩი, რომელიც შვილის წარმატებას თვალს პირველი რიგებიდან ადევნებდა.

ჩვენების დასრულების შემდეგ, მონიკამ სოციალურ ქსელში ემოციური ფოტოები გააზიარა და გამომწერებს შოუსშემდგომი წვეულების განწყობა გაუზიარა:

„სასიამოვნო მომენტი ტაორმინაში, შოუს შემდეგ, ლეონითან და სტეფანო გაბანასთან ერთად წვეულებაზე“, - წერს მსახიობი.

monika-belluchi

  • დიახ! 16 წლის ასაკში Dolce & Gabbana-ს შოუ გახსნა - მონიკა ბელუჩის უმცროსმა ქალიშვილმა მსოფლიო აალაპარაკა 

ვინ არის ლეონ კასელი?

წლების განმავლობაში მშობლები საგულდაგულოდ ცდილობდნენ ლეონი პაპარაცებისა და ზედმეტი საჯაროობისგან დაეცვათ. თუმცა, ის უკვე მის წარმატებულ კარიერას უყრის საფუძველს. გოგონა ცოტა ხნის წინ Vogue Italia-ს აპრილის ნომრის გარეკანზე გამოჩნდა, სადაც მკითხველს საკუთარი შინაგანი სამყარო გადაუშალა.

"ჩემი მისაბაძი მაგალითი? ჩემი და, დევა. ის მთელი ცხოვრება ჩემი კუმირია.

ძალიან მგრძნობიარე ვარ, შესაძლოა ზედმეტადაც კი. მახსოვს ყველაფერი, რაც ოდესმე მიგრძნია და რას ოდესმე უთქვამთ, იქნება ეს კარგი თუ ცუდი. ჯერ 15 წლის ვარ, მაგრამ თავს თავისუფლად ვგრძნობ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩემს გატაცებებზე ვსაუბრობ. მაგალითად, როცა ფესტივალზე მივდივარ, ან როცა ვმღერი. ახლა გაკვეთილებს გავდივარ, მაგრამ ბავშვობაში მთელი დღე სახლში ვმღეროდი. არსებობს ვიდეო, სადაც ალბათ სამი წლის ვარ, ხელში ჩემზე ბევრად დიდი მიკროფონი მიჭირავს, დევასთან ერთად ვარ და პორტუგალიურად ვმღერით Anitta-ს „Show Das Poderosas“-ს. ეს სიმღერა მართლა დაემჩნა ჩემს ბავშვობას. ის ნიშნავს „ძლიერი გოგონების შოუს“ - ამბობდა ლეონი.

leoni-cassel

  • ვენსან კასელისა და ნარა ბაპტისტას გამოჩენა ნამდვილ სენსაციად იქცა - კანის 79-ე კინოფესტივალის ყველაზე შთამბეჭდავი წყვილი 

იტალიელი კინოდივა, მონიკა ბელუჩი, შვილების დამოუკიდებლობას დიდი პატივისცემით ეპყრობა. ის სითბოთი იხსენებს იმ ყოველდღიურ მომენტებს, როცა დები ერთად ემზადებიან და ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ.

"მე შევდივარ მის ოთახში, ის შემოდის ჩემთან. ვსაუბრობთ. როცა ის და დევა ერთად არიან და გარეთ გასვლამდე მაკიაჟს იკეთებენ, ვუყურებ მათ, როგორ იცინიან და მსჯელობენ. თავს ვაჩვენებ, თითქოს მივდივარ, მაგრამ მიყვარს იქ ყოფნა და კარებში მათი თვალიერება. შვილებს პატივი უნდა სცე. უნდა გააცნობიერო, რომ გარკვეულ მომენტში ისინი იზრდებიან და შენ სხვა არაფერი დაგრჩენია, თუ არა მათ დამოუკიდებლობაზე ზრუნვა. ლეონი კი უკვე მიფრინავს. ლეონი სწრაფად მიდის, რადგან ცხოვრება აინტერესებს." - ამბობს მონიკა.