"ქორწინების 4 წელი და ახლა უკვე ხუთნი ვართ" - ლიზა ჩიჩუასა და ირაკლი მაქაცარიას ბედნიერი ოჯახი 4 წლისაა - Marao

"ქორწინების 4 წელი და ახლა უკვე ხუთნი ვართ" - ლიზა ჩიჩუასა და ირაკლი მაქაცარიას ბედნიერი ოჯახი 4 წლისაა

2026-07-31 12:39:47+04:00

"ქორწინების 4 წელი და ახლა უკვე ხუთნი ვართ. ეს საუკეთესო თავგადასავალი და უდიდესი ბედნიერებაა, უსასრულოდ მიყვარხართ!" - წერს ლიზა ჩიჩუაა სოციალურ ქსელში და ოჯახურ კადრებს აქვეყნებს. 

LIZA-CHICHUA

LIZA-CHICHUA

ლიზა ჩიჩუასა და ირაკლი მაქაცარიას ოჯახი 

ირაკლი მაქაცარია ფართო საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, როცა ის ცნობილი ტელეშოუების აქტიური მონაწილე გახდა. მოგვიანებით ის მაყურებელმა ჟიურის ამპლუაშიც იხილა, ახლა კი სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად თოქ-შოუს უძღვება.

ირაკლი წლების მანძილზე უკრაინაში ცხოვრობდა და საქმიანობდა, ამ ქვეყანასთან კავშირს კი დღემდე ინარჩუნებს. ირაკლი რამდენიმე ბიზნესის მფლობელია და ამ მიმართულებით მუდმივად ვითარდება. 

  • "მთავარია გყავდეს ადამიანი, რომელსაც უპირობოდ უყვარხარ, მაშინ ყველაფერს შეძლებ" - ლიზა ჩიჩუა მესამე შვილის, ოჯახისა და მრავალშვილიანი დედობის შესახებ

ლიზა ჩიჩუას ვინაობას ირაკლი მაქაცარია დიდი ხნის მანძილზე მალავდა. ის საჯაროდ ამბობდა, რომ შეყვარებული იყო, თუმცა ვისზე, ამას საიდუმლოდ ტოვებდა. ეს ინტერესს კიდევ უფრო ამძაფრებდა, საბოლოოდ კი, წყვილმა საჯაროდ გამოჩენა გადაწყვიტა და საყოველთაო ინტერესის ობიექტადაც იქცა. 

ლიზა ჩიჩუას ვინაობას ირაკლი მაქაცარია დიდი ხნის მანძილზე მალავდა. ის საჯაროდ ამბობდა, რომ შეყვარებული იყო, თუმცა ვისზე, ამას საიდუმლოდ ტოვებდა. ეს ინტერესს კიდევ უფრო ამძაფრებდა, საბოლოოდ კი, წყვილმა საჯაროდ გამოჩენა გადაწყვიტა და საყოველთაო ინტერესის ობიექტადაც იქცა. 

ლიზა მშობლების გზას აგრძელებს და თავადაც სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია. ლიზამ არაერთხელ აღნიშნა, რომ ახერხებს, დედობა და სწავლა ერთმანეთს შეუთავსოს, ამაში კი მშობლები და დამხმარე უწყობენ ხელს. 

  • ცნობილი ექიმების დიდი ოჯახი და ულამაზესი წყვილის ახალი ფოტოები: სანდრო ჩიჩუა შეყვარებულია

ლიზას ირაკლიმ ხელი მეგობრებისა და ოჯახის წევრების თანხლებით, სპეციალურად მოწყობილ გარემოში 2022 წლის აპრილში სთხოვა. უმშვენიერესი ლიზა, რასაკვირველია, თხოვნას დათანხმდა და წყვილის ქორწილი იმავე წლის ივლისში გაიმართა. მათ ჯვარი სამების საკათედრო ტაძარში დაიწერეს. წყვილს 2-2 მეჯვარე ჰყავდა, საკურთხევლამდე კი ლიზა მამამ მიაცილა. ქორწილს ლიზას და ირაკლის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ. მათ შორის უამრავი ცნობილი სახე იყო.

  • ულამაზესი წყვილის რომანტიკული კადრები: ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარგნარი ახალი ფოტოებით

წყვილს პირველი შვილი, გიორგი მაქაცარია 2023 წელს შეეძინა. მეორე შვილის, ნინას მშობლები კი 2025 წლის იანვარში გახდნენ. ახლა კი მათ ოჯახს კიდევ ერთი გოგონა, ქეთო შეემატა.