თიკა ჯამბურიას ფრანგული ვოიაჟი და ბრწყინვალე კადრები: "ნიცამ ჩემი გულის პატარა ნაწილი მომპარა“ - Marao

თიკა ჯამბურიას ფრანგული ვოიაჟი და ბრწყინვალე კადრები: "ნიცამ ჩემი გულის პატარა ნაწილი მომპარა“

2026-07-31 13:43:14+04:00

მომღერალი თიკა ჯამბურია საზოგადოებამ ჯერ კიდევ მის ბავშვობაში გაიცნო. მან თავისი განსაკუთრებული ტემბრითა და არტისტიზმით მალევე მოიპოვა აღიარება და ქართველი მსმენელისთვის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ მომღერლად იქცა.

ამჯერად თიკა ზაფხულის ცხელ დღეებს საფრანგეთში ატარებს. მომღერალი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და გამომწერებს საფრანგეთის ულამაზესი ქალაქებიდან არაჩვეულებრივ, კადრებს უზიარებს.

განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ნიცაში გადაღებულმა ფოტოებმა, სადაც თიკა საოცრად გამოიყურება.

"ნიცამ ჩემი გულის პატარა ნაწილი მომპარა. Killias Gleam, მადლობა ფოტოებისთვის" -  წერს თიკა.

tika-jamburia

tika-jamburia

tika-jamburia

tika-jamburia

  • "მამაჩემი რომ ვეღარ მპატრონობდა, მერე ყოფილი ქმარი პატრონობსო" - თიკა ჯამბურიას ინტერვიუ 

თიკა ჯამბურია - ოჯახი და კარიერა

მომღერალ თიკა ჯამბურიას ფართო საზოგადოება ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობს, როცა მის მიერ შესრულებული სიმღერა ჰიტად იქცა. მას შემდეგ თიკას კარიერისა თუ პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი მუდმივად არსებობდა და თიკა პოპულარული შოუების სასურველი სტუმარია დღესაც. 

თიკა ჯამბურია 1991 წლის 14 მარტს თბილისში დაიბადა. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტი და მიიღო მუსიკალური განათლება ფორტეპიანოს განხრითაც. მისი განსაკუთრებული ვოკალური მონაცემები სულ მცირე ასაკში შენიშნეს და ლადო გუდიაშვილის 100 წლის იუბილეზე თბილისის ნაციონალური ბალეტისა და ოპერის თეატრში სიმფონიურ ორკესტრთან ერთად იმღერა. მოგვიანებით, 9 წლის ასაკში, ჩაწერა ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ჰიტი "ჯეირანი", რამაც განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა. ხალხმა განსაკუთრებით შეიყვარა მისი და დათო ხუჯაძის დუეტი "ცისარტყელები".

tika-jamburia  

  • "ჩემი შვილის მამაა, რატომ შეიძლება, რომ რაიმე ცუდი ურთიერთობა მქონდეს მასთან?" - თიკა ჯამბურია ყოფილ მეუღლეზე 

2006 წელს გამართა სოლო-კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში თბილისის ბიგ-ბენდთან ერთად. სხვადასხვა დროს საქართველოში, რუსეთში, იტალიასა და ბულგარეთში ჩატარებულ კონკურსებში მიღებული აქვს გრან-პრი.წარმატებული კარიერის პარალელურად, საზოგადოება ახალგაზრდა ნიჭიერი და პოპულარული მომღერლის პირადი ცხოვრებითაც ინტერესდებოდა. მან ადრეულ ასაკში იქორწინა ჟურნალისტ ხათუნა ხოფერიას ვაჟზე, ბექა ხოფერიაზე. წყვილს ერთი შვილი, ნინა ხოფერია შეეძინა, თუმცა ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. დღეს თიკაც და ბექაც ბედნიერად აგრძელებენ ცხოვრებას, აქვთ მეგობრული ურთიერთობა და შვილის აღზრდაში ორივე ჩართულია.