სალომე შარვაძის შთამბეჭდავი ტრანსფორმაცია: როგორ დაიკლო „ჩცდ“-ის ვარსკვლავმა 20 კილოგრამი - Marao

სალომე შარვაძის შთამბეჭდავი ტრანსფორმაცია: როგორ დაიკლო „ჩცდ“-ის ვარსკვლავმა 20 კილოგრამი

2026-07-31 14:17:55+04:00

პოპულარული ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანი სალომე შარვაძე, რომელიც საზოგადოებამ განსაკუთრებით სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ განსახიერებული ქეთის როლით შეიყვარა, კვლავ ყურადღების ცენტრშია. ამჯერად, მისი პოპულარობის მიზეზი არა ახალი როლი, არამედ მისი პირადი, შთამბეჭდავი ვიზუალური ტრანსფორმაციაა. სალომემ სოციალურ ქსელში გამომწერებს გაუზიარა სიახლე, რომელმაც ბევრი გააოცა და აღაფრთოვანა: მან ოცი კილოგრამის დაკლება მოახერხა.

მსახიობი, რომელიც მუდამ გამოირჩეოდა გულწრფელობით, არ მალავს, რომ ეს პროცესი მისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. ფოტოებსა და ვიდეოებში, რომლებსაც სალომე ბოლო დროს აქვეყნებს, აშკარად ჩანს, რომ ის შესანიშნავ ფორმაშია და თავს თავდაჯერებულად გრძნობს. თუმცა, „ქეთის“ მიზანი ამით არ დასრულებულა. მან განაცხადა, რომ კიდევ შვიდი კილოგრამის დაკლება სურს, რათა იდეალურ, მისთვის სასურველ წონას მიაღწიოს.

salome-sharvadze

salome-shar5vadze

salome-sharvadze

"მე არ მიყვარს ტყუილები - ყველაფერს ძალიან გულწრფელად ვაზიარებ.შესაბამისად, ინსტაგრამზე მედო ვიდეო, სადაც ვამბობ, რომ გავიკეთე სრული გამოკვლევა საქართველოშიც და სტამბოლშიც. გადაწყდა, რომ ჩემი BMI იყო 48 და სასწრაფოდ დამჭირდა, რაღაც ჩარევები გამეკეთებინა. ეს იქნებოდა ინიექცია, სწორი კვება თუ სხვა და ამ ყველაფერს თან ერთოდა წონაში კლება", - ამბობდა სალომე შარვაძე მანამდე. 

სალომე შარვაძე - ოჯახი და კარიერა

სალომე შარვაძე ყველასთვის საყვარელი ქართველი მსახიობია, რომელმაც პოპულარობა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში"  შესრულებული  ქეთის როლით მოიპოვა. იგი წლების განმავლობაში იყო სერიალის სამსახიობო გუნდის მუდმივი წევრი და დღემდე "ჩცდ" - ის ერთ-ერთ დასამახსოვრებელ პერსონაჟად რჩება. 

სალომე შარვაძე 1985 წლის 16 აგ­ვის­ტოს დაიბადა. ცოტამ თუ იცის, რომ ის პროფესიით ფარმაცევტია, ასევე დამთავრებული აქვს დრა­მი­სა და კი­ნოს ფა­კულ­ტე­ტი თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, მუშაობდა მსახიობად და პარალელურად იყო გა­ყიდ­ვე­ბი­სა და ივენთმე­ნე­ჯე­რი ერთ-ერთ მედიაჰოლდინგში. 

  • "ვცდილობდი, რომ არ დავნებებულიყავი - და აი, ასეთია შედეგი - დიდი გამარჯვება" - სალომე შარვაძე ჯანმრთელობის შესახებ

სალომე ცნობილი მხატვრის, მიხეილ ვარდიშვილის შვილიშვილია. ეს უდიდესი ადამიანი სალომეს დედის ბიძა იყო და საკმაოდ ტრაგიკული ისტორია ჰქონდა, მისი გარდაცვალების შემდეგ საქართველოში ორჯერ მოეწყო გამოფენა, რა თქმა უნდა, სალომეს ძალისხმევით. 

salome-sharvadze

სალომეს მეუღლე ბიზნესმენი მამუკა არველაძეა. წყვილს ერთი ქალიშვილი, მართა არველაძე ჰყავს. სალომესა და მამუკას 18-წლიანი ურთიერთობა აკავშირებთ და სალომე მეუღლის მიმართ სიყვარულს საჯაროდაც ხშირად გამოხატავს. ამასთან ერთად კი, ხშირად ჰყვება სახალისო ამბებსაც. მაგალითად, როცა სალომე შარვაძე გადაცემა "ქალების" ერთ-ერთი ტელეწამყვანი იყო, მეუღლეზე ასეთი ისტორია გაიხსენა:

  • 100% დაფინანსება ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტში! - "ზოგჯერ მშობლის ბედნიერება სიტყვებში ვერ ეტევა" - სალომე შარვაძე შვილის წარმატების შესახებ

"ჩემს მამაკაცზე ხშირად მელანდება ხოლმე ეჭვიანობის საბაბი და ერთხელაც, როდესაც ყაზახეთში იყო წასული 6 თვით. რომ დაბრუნდა ამოვუქექე ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა. მიჭირავს მისი ტელეფონი მოდის მესიჯი რუსულად: „როგორ ჩახვედი?“. ძალიან ავღელდი, იმიტომ რომ მართლა ულამაზესად გამოიყურებოდა ის, ვინც მისწერა. რა ვქნა ახლა? რა გავაკეთო? ვფიქრობ და დავდივარ ოთახებში. კივილ-წივილი მაქვს ატეხილი და მივწერე „კარგად“. მინდოდა, რომ გამომეძალა ინფორმაცია. მომივიდა პასუხი: „მიხარია, რომ კარგად ჩახვედი და გელოდები, რომ მალე ისვე დაბრუნდე“. ეს ბოლო წვეთი იყო ჩემთვის და მივწერე „ჩემი დიდი საიდუმლო არ იცი, რომ მე ქალები არ მაინტერესებს“. მივწერე ეს ჩემი ქმრის ტელეფონით და ატყდა ერთი ამბავი, დაიწყეს რეკვა. არ დავასახელებ იმ ადამიანს, ერთ-ერთი „წონიანი“ პიროვნებაა ყაზახეთში, ვინც რეკავდა. გამორბის ჩემი ქმარი, მეკითხება რა ქენი, შე არანორმალუროო. გავრბივარ მე და როგორც აღმოჩნდა, ჩემი მეუღლის ყაზახი პარტნიორის ცოლმა მოიწერა მოსაკითხად, რომლის ქმარიც ერთი თვე ცხოვრობდა ჩემს ქმართან ერთად. მე კი ვუთხარი ჩემი ქმრის სახელით, რომ კაცები მომწონს-მეთქი", - ამბობდა სალომე.