ნუკი კოშკელიშვილისა და ბენ ჰაიმის სიყვარულის ისტორია: წყვილი, რომელიც საზოგადოების ყურადღებას ყოველთვის იპყრობს - Marao

ნუკი კოშკელიშვილისა და ბენ ჰაიმის სიყვარულის ისტორია: წყვილი, რომელიც საზოგადოების ყურადღებას ყოველთვის იპყრობს

2026-08-01 17:13:32+04:00

ნუკი კოშკელიშვილი და ბენ ჰაიმი ქართული მედიისა და სოციალური ქსელების ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი და პოპულარული წყვილია. მათი ურთიერთობა წლებია, რაც საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს - მუდმივი მოგზაურობა, განსხვავებული კულტურების სინთეზი, გულწრფელი ყოველდღიურობა და იუმორით სავსე კადრები მათი ცხოვრებიდან გულშემატკივრებს არასდროს ტოვებს გულგრილს.

ამჯერად, წყვილმა ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო თავისი დახვეწილი და ელეგანტური იმიჯით, სადაც ტრადიციული შარმი და თანამედროვე სტილი იდეალურადაა შერწყმული.

nuki-koshkelishvili

ნუკი კოშკელიშვილი - ოჯახი და კარიერა

ნუკი კოშკელიშვილი დაიბადა 1990 წლის 9 ივნისს. კარიერა მან “მის საქართველოს” კონკურსში მონაწილეობით დაიწყო, რამაც მისცა ბიძგი სატელევიზიო სფეროში შესვლისთვის. მალე ის გახდა “იმედის” დილის გადაცემის წამყვანი და მონაწილეობა მიიღო პოპულარულ სერიალში “კლინიკა”. ნუკის პროფესიული გამოცდილება მოიცავს როგორც პირდაპირ ეთერში მუშაობას, ასევე ჩაწერილი გადაცემების წაყვანას. საზოგადოებამ იგი ერთი-ორად შეიყვარა ტელეშოუ “ცეკვავენ ვარსკვლავების”  შემდეგაც.

  • "ძალიან მინდა, ჩემმა შვილმა ჩათვალოს, რომ მისთვის სამყაროში საუკეთესო დედა ვარ" - ნუკი კოშკელიშვილის ინტერვიუ

პარალელურად, ნუკიმ წარმატებული კარიერა აიწყო მოდის სფეროშიც და მონაწილეობას იღებდა არაერთი ბრენდის სარეკლამო კამპანიებსა თუ ფოტოსესიებში.

მისი რჩეული და მეორე ნახევარი შოუბიზნესის წარმომადგენელი არ გახლავთ, პროფესიით ექიმია და ამავე სფეროშია დასაქმებული. "რეალურად ძალიან შეყვარებული ვარ. ეს ადამიანი ცნობილი არ არის. ჩვეულებრივი სფეროდანაა – ჰოსპიტალში მუშაობს, ექიმია. მაგრამ, ჯერჯერობით მის შესახებ არაფერს ვამბობ. ულამაზესი ბიჭია. ულამაზესი და, თან, ძალიან კარგი ხასიათის, უპრობლემო. ძალიან ეცინება, როდესაც ჩემზე რაღაცებს წერენ. დიდად არც ადევნებს თვალყურს, მაგრამ, როდესაც იგებს, ამაზე მხოლოდ იცინის"- ამბობდა ნუკი. 

ბენი მალევე გახდა "ქართველების საყვარელი სიძე" - ამ ფრაზით კომენტარებში მას ხშირად მოიხსენიებენ. ბენი პერიოდულად სტუმრობს საქართველოს, სწავლობს ქართულს და უყვარს ქართული კერძები. მის პირად გვერდზე ნახავთ არაერთ ვიდეოს, სადაც ის ჩვენს ტრადიციულ კერძებს ამზადებს.

  • ვის ჰგავს პატარა შიო? ნუკი კოშკელიშვილი, როგორც ორი შვილის დედა, ბედნიერი ოჯახი და ამერიკული ცხოვრება

ბენსა და ნუკის პირველი შვილი ოლივერია. ოლივერი საქართველოში დიდ დროს ატარებს და, როგორც ჩანს, დედასთან ერთად მოგზაურობაც უყვარს. 

ნუკი კოშკელიშვილი და ბენ ხაიმი სულ ცოტა ხნის წინ მეორე შვილის მშობლები გახდნენ. ოლივერის შემდეგ მათ კიდევ ერთი ბიჭი შეეძინათ, რომელსაც შიო რიუვენი დაარქვეს. 

ნუკი, მიუხედავად იმისა, რომ ორ სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობს, ქართულ მეგაშოუებსა და პროექტებში მაინც აქტიურად მონაწილეობს. ის ბოლო წლებში არაერთი პოპულარული შოუს წამყვანად ვიხილეთ. ნუკიმ კულინარიულ შოუშიც მიიღო მონაწილეობა, სადაც, მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვება ვერ მოიპოვა, დიდი ენთუზიაზმი და მონდომება გამოავლინა.

  • "მე ვარ ქალი! და დიახ ჩემი სხეული შეიცვალა!" - როგორ გამოიყურება ნუკი კოშკელიშვილი მშობიარობის შემდეგ

ნუკი კოშკელიშვილმა 2015 წელს ბენ ჰაიმზე იქორწინა. ტელეწამყვანმა მომავალი მეუღლე სპეციალური აპლიკაციით გაიცნო. ნუკი დიდი ხნის მანძილზე მალავდა, ვინ იყო მისი რჩეული, თუმცა ამბობდა, რომ ძალიან იყო შეყვარებული.