ინფლუენსერ ნინორე გიორგობიანის ცხოვრება სოციალურ ქსელში გამოჩენისთანავე ბევრი ადამიანისთვის გახდა საინტერესო. ის ზოგისთვის მოტივაციაა, ზოგი კი პირიქით, მის მიმართ, რატომღაც, ნეგატიურად განეწყო. მიზეზებს ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ. ნინორესთან საუბარი მისი ულამაზესი დაბადების დღით დავიწყეთ, რომელიც ცოტა ხნის წინ ჰქონდა.
ნინორე გიორგობიანი - ინტერვიუ
წლევანდელი წელი ჩემთვის განსაკუთრებით ემოციური და ცვლილებებით დატვირთულია, ამიტომ გადავწყვიტე, დაბადების დღეც გადამეხადა. მზადება ორი თვით ადრე დავიწყე და მეგონა, ბევრი დრო მქონდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასე სულაც არ ყოფილა. მოგეხსენებათ, მაისი ბანკეტების თვეა და ამის გამო ჩემს გეგმებში გარკვეული ცვლილებების შეტანა დამჭირდა, მაგალითად, ვერ შევძელი ცოცხალი მუსიკა მქონოდა, რაც ძალიან მინდოდა და ასე შემდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ძალიან კარგი გამოვიდა, ყველაფერი პრინცესული იყო.
– ცვლილებები ახსენეთ და ბევრმა იცის, რომ წონასთან დაკავშირებული ცვლილება იგულისხმება. გითქვამთ ხოლმე, რომ ჭარბი წონით ბედნიერი და ლაღი იყავით, როგორ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ცვლილების დრო იყო?
– სოციალურ ქსელში გამოჩენის დღიდან ვამბობ, რომ ძალიან კომფორტულად და ჰარმონიულად ვგრძნობ თავს ჩემს სხეულში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის წონა ჩემთვის მისაღები იყო. უბრალოდ, მე ასეთი ვარ – რა მდგომარეობაშიც არ უნდა ვიყო, ვირგებ და ვცდილობ, მაქსიმალური გამოვტყუო ცხოვრებას. მაშინაც ვამბობდი, რომ დადგებოდა დრო, როცა ჩემს წონაზე ვიზრუნებდი. უბრალოდ, იმ მომენტისთვის, ჩემი მორალური თუ ფსიქიკური მდგომარეობა ამისთვის მზად არ იყო.
მე გარდატეხის ასაკის შემდეგ მქონდა წონის პრობლემა და დიეტები თუ ვარჯიში – მუდმივი მცდელობები მქონდა დასაკლებად, მაგრამ საბოლოოდ ისევ საწყის წონას ვუბრუნდებოდი. ვისაც ჭარბი წონა აქვს, დამეთანხმება, რომ ამასთან ბრძოლა ძალიან რთულია, თითქოს, წრეზე ტრიალებ. ბოლო პერიოდში დავიწყე ბარიატრიაზე ფიქრი, მაგრამ ჯერ მხოლოდ ფიქრი, რადგან არც ფინანსური მზაობა მქონდა და თან მეშინოდა. მესმოდა, რომ ძალიან საშიში ნაბიჯი იყო, ცუდი დასასრულით და ასე შემდეგ. საბოლოოდ, კონსულტაციაზე რომ მივედი და კარგად გავერკვიე, გადავწყვიტე, ეს ნაბიჯი გადამედგა. ბარიატრია, როგორც ყველა ოპერაცია, რისკებს უკავშირდება. არცერთი ოპერაცია არ გაძლევს ასპროცენტიან გარანტიას, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება და ეს გააზრებული მქონდა. გარდა ამისა, საზოგადოებაში რატომღაც ჰგონიათ, რომ ბარიატრია მხოლოდ ვიზუალის ცვლილებას ემსახურება. მე არაერთხელ მითქვამს, რომ ამ ოპერაციის გაკეთება, ჯანმრთელობის გამო გადავწყვიტე. მიწერენ ხოლმე, შენ ხომ მოგწონდა შენი თავი და რატომ გაიკეთე ოპერაციაო?!
წაიკითხეთ სრულად