"ამან ჩათრევა იცის... აქამდე არ უნდა მიხვიდე“ - თამუნა ლეკვეიშვილი პლასტიკურ ქირურგიაზე - Marao

"ამან ჩათრევა იცის... აქამდე არ უნდა მიხვიდე“ - თამუნა ლეკვეიშვილი პლასტიკურ ქირურგიაზე

2026-08-05 11:33:48+04:00

მსახიობი და ტელეწამყვანი თამუნა ლეკვეიშვილი კოტე მათითაშვილის პოდკასტს  „კოტკასტს“ სტუმრობდა, სადაც საზოგადოებისთვის ყოველთვის აქტუალურ და სენსიტიურ თემაზე, პლასტიკურ ქირურგიასა და ესთეტიკურ პროცედურებზე გულწრფელად ისაუბრა.

"პირველად, როცა ტუჩის გაკეთება გადავწყვიტე, ყველა მეუბნებოდა... ყველა არა, ბევრი მეუბნებოდა, რომ ამას ჩათრევა იცის: მერე კიდევ მოგინდება, მერე კიდევ მოგინდება და იმათ დაემსგავსები, ყველას ერთნაირი სახე რომ აქვსო. მაგრამ რაღაც ზღვარი ხომ არსებობს, არა? ეს ზღვარი შენ თვითონ უნდა იპოვო. მართლა ყველას ერთნაირი სახე აქვს: ამოწეული, პატარა ცხვირები, აბერილი ტუჩები, აქამდე არ უნდა მიხვიდე" - ამბობს თამუნა.

  • "სამივე ბავშვი როცა გავაჩინე, მივხვდი, რომ ამ წონით სიარული არ შეიძლებოდა" - 86-დან 60 კილოგრამამდე - თამუნა ლეკვეიშვილი წონის კლების გამოცდილებაზე საუბრობს

lekveishvili

თამუნა ლეკვეიშვილის ოჯახი და კარიერა

თამუნა ლეკვეიშვილი ფართო საზოგადოებამ ჯერ კიდევ მაშინ გაიცნო, როცა იუმორისტულ შოუში გამოჩნდა. მან წლების მანძილზე მაყურებლისგან განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა. თამუნას მიერ შექმნილი პერსონაჟები და განსახიერებული როლები ბევრისთვის დღემდე საყვარელია.

თამუნა ლეკვეიშვილი ჟურნალისტებისთვისაც საყვარელი რესპონდენტია - მისი განსაკუთრებული იუმორი და დადებითი აურა კი შეუმჩნეველი არავის რჩება, ინტერვიუებში თამუნა ხშირად საუბრობს როგორც განვლილ კარიერულ გზაზე, ისე ოჯახსა და იმ ამბებზე, რაც კამერებს მიღმა რჩება. 

თამუნა ლეკვეიშვილი უკვე 20 წელზე მეტია, რაც დაოჯახებულია გიგი ოქროპირიძეზე. თამუნა და გიგი პროფესიით მუსიკოსები არიან, თუმცა გიგი, თამუნასგან განსხვავებით, ამ სფეროში მუშაობს და კერძო პროექტებს უძღვება. 

"კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ვნა­ხე პირ­ვე­ლად. მე სა­კომ­პო­ზი­ცი­ო­ზე ვსწავ­ლობ­დი, გიგი – ინ­სტრუ­მენ­ტა­ლის­ტია. თა­ვი­სი სიმ­ღე­რე­ბის გა­ორ­კესტრე­ბა მთხო­ვა, მო­გას­მე­ნი­ნე­ბო, შე­მომ­თა­ვა­ზა. ამ მი­ზე­ზით და­მი­ახ­ლოვ­და", - იხსენებდა თამუნა. 

tamuna-lekveishvili

თამუნა ლეკვეიშვილის ცხოვრება ისეთი მხიარული, ცხადია, არ ყოფილა, როგორიც ის ეკრანზე ჩანს. სხვადასხვა ეტაპზე ებრძოდა კომპლექსებს, ჭარბ წონას, 14-წლიანი სამუშაოს დასრულებით გამოწვეულ სირთულეებს.

"წონაში ორსულობის გამო მოვიმატე. სამი ბავშვი მიყოლებით გავაჩინე. ისე ვრჩებოდი ორსულად, წინა ბავშვის დროს მომატებული წონა არ მქონდა დაკლებული. წონაზე წონა ემატებოდა და საკმაოდ მოვიმატე.

მოკლედ, რაც კი არსებობს, ყველა დიეტა დაცული მაქვს, „სასიკვდილო“ დიეტების ჩათვლით. ძალიან ცოტას ვჭამდი, მეხუთე დღეს აბაზანიდან გამოვდიოდი და მივხვდი, გული მიმდიოდა. ჩავიმუხლე და წაქცევას გადავურჩი. რამდენიმე წამი გათიშული ვიყავი და ძლივს მოვსულიერდი. წამოვწექი, ფეხები მაღლა ავწიე და საკუთარი გულწასული თავი თავადვე მოვაბრუნე ამქვეყნად", - იხსენებდა თამუნა. 

"ბევრი წლის შემდეგ ჩემი წონა ისევ 5-იანზე იწყება. ვიცი, გაინტერესებდათ", - წერდა 4 წლის წინ თამუნა ლეკვეიშვილი. რამდენიმეწლიანი მონდომებისა და შრომის შემდეგ, მან მართლაც შეძლო სასურველი წონის შენარჩუნება. მსახიობი არაჩვეულებრივად გამოიყურება და, როგორც თავად ამბობს, ამისთვის რაიმე განსაკუთრებული დიეტა არ გამოუყენებია - საკუთარი კვების რეჟიმი თავად შეიმუშავა და დასახულ მიზანს მიაღწია.