ქორწილი, რომელმაც ყველა ტრადიცია დაამსხვრია: "უკეთეს ქორწილზე ვერც ვიოცნებებდი“ - Marao

ქორწილი, რომელმაც ყველა ტრადიცია დაამსხვრია: "უკეთეს ქორწილზე ვერც ვიოცნებებდი“

2026-08-05 15:51:27+04:00

„ბრმა პაემნებს“ ხშირად აკრიტიკებენ, თუმცა ემა რობერტსისა და კოდი ჯონის ისტორია საპირისპიროს ამტკიცებს. წყვილმა, რომლის შეხვედრაც საერთო მეგობარმა მოაწყო, 2026 წლის 25 ივლისს აიდაჰოში, სან-ველიში მდებარე საოჯახო რანჩოზე, ულამაზესი და ემოციური ქორწილი გადაიხადა.

wedding

ემა რობერტსი ცნობილი ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და პროდიუსერია. მისი დებიუტი 9 წლის ასაკში ფილმში Blow შედგა. მისი ხილვა შეგიძლიატ ისეთ ცნობილ პროექტებში, როგორებიცაა: We're the Millers (2013), Holidate (2020),  American Horror Story და Scream Queens. 

რომანტიკული ხელის თხოვნა 1930-იანი წლების ბეჭდის ყუთით

წყვილის სიყვარულის ისტორია 2022 წლის მაისში დაიწყო, ხელის თხოვნა კი 2024 წლის ივლისში, კოდის ოჯახის რანჩოზე შედგა. სიურპრიზი ვარდის ფურცლებით მორთული ბილიკითა და პიკნიკით დაიწყო, სადაც შამპანური, ხიზილალა და ბანქო ელოდათ.

  • ქართველი პატარძლის კაბა, რომელიც ათეულობით ათასი დოლარი ღირს - სალომე თარგამაძის ზღაპრული საქორწინო იერი Zuhair Murad-ისგან

განსაკუთრებული ისტორია აქვს ნიშნობის ბეჭედს: ერთად ყოფნის პირველ წელს კოდიმ ნიუ-ჯერსის ვინტაჟურ მაღაზიაში 1930-იანი წლების ვერცხლის ყუთი შეიძინა, რომელზეც ეწერა „არ იყიდება“. სწორედ ამ ყუთში აღმოაჩინა ემამ ორი წლის შემდეგ Platt Boutique Jewelry-ის ვინტაჟური, მრგვალი ბრილიანტი.

საქორწინო გარდერობი: ვინტაჟი, კორსეტები და „მოჩვენებისებური“ თეთრი კაბა

როგორც ცნობილია, საქორწინო მზადებაზე ემასთან ერთად სტილისტები Elkin (ბრიტ და კარა) ზრუნავდნენ, რომლებმაც პატარძლისთვის რამდენიმე გამორჩეული ლუქი შეარჩიეს:

სარეპეტიციო ვახშამი: ემა წარდგა Richard Tyler-ის 2002 წლის ცისფერი კაბით და Olympia Le-Tan-ის წიგნისებრი კლაჩით, რომელზეც ამოქარგული იყო ციტატა მათი საყვარელი წიგნიდან „მზეც ამოდის“.

მისასალმებელი წვეულება: პატარძალმა Pierre Cardin-ის 2006 წლის ჩვენების ვინტაჟური სამოსი მოირგო.

მთავარი საქორწინო კაბა: Monique Lhuillier-მ სპეციალურად ემასთვის შექმნა ექსკლუზიური კაბა ფრანგული მაქმანითა და კორსეტით. ემა ტრადიციულ თეთრს გაექცა და ანტიკური ტონი აირჩია.

  • TOP 6 პატარძალი „სუხიშვილებიდან“ - ქორწილები, რომლებმაც მთელი ქვეყანა აალაპარაკა

After-Party: წვეულების მეორე ნაწილისთვის ემამ განწყობა შეცვალა და Monique Lhuillier-ს 2003 წლის არქივიდან შავი მაქმანებიანი კორსეტი და ქვედაბოლო მოირგო.

wedding

wedding

წყვილმა საქორწინო ბეჭდები Tiffany & Co.-ში, ქორწილამდე ერთი კვირით ადრე, სრულიად შემთხვევით შეიძინა - ემამ Elsa Peretti-ს ოქროს ბეჭედი აირჩია, რომელიც იდეალურად მოერგო მის ვინტაჟურ ნიშნობის ბეჭედს.

საკურთხეველთან ემა თავისი საყვარელი ფილმის, „საუზმე ტიფანისთან“ ჰიტის, „Moon River“-ის ინსტრუმენტული ვერსიის ფონზე მივიდა. ცერემონიალის შემდეგ სტუმრებმა კოქტეილის საათზე გადაინაცვლეს, სადაც ცხარე თუნას ხრაშუნა ბრინჯი და ჩიფსებზე სერვირებული ხიზილალა დააგემოვნეს. საღამო გიჟური ცეკვებითა და The Cellar-ში გამართული არაფორმალური წვეულებით დასრულდა.

  • „61 წლის ასაკში ისევ ვალენტინობის განწყობაზე ვარ!“ - 90-იანების სუპერმოდელი პაულინა პორიზკოვას იტალიური ქორწილი და კაბა, რომელიც „წყალივით მოძრაობს“

wedding

„მთელი უქმეების განმავლობაში ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დრო გაჩერდა. ყველა მოწყდა ტელეფონს, იყო აწმყოში და ზეიმობდა. უკეთესზე ვერც ვიოცნებებდი,“ - აღნიშნა ემამ Vogue-თან საუბრისას.

wedding

wedding