ნანუკა გუდავაძე ფართო საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო. იგი უკვე 8 წელია, რაც ივანიშვილების ოჯახის წევრი და ბერა ივანიშვილის მეუღლეა. წყვილს ორი შვილი - ბერუკა და დუდა ჰყავს.
მიუხედავად იმისა, რომ ნანუკა სოციალურ ქსელებში განსაკუთრებული აქტიურობით არ გამოირჩევა, მისი თითოეული გამოჩენა ყოველთვის ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.
ამჯერად მან გამომწერებს ახალი ფოტოები გაუზიარა. ნანუკა, როგორც ყოველთვის, დახვეწილი სტილითა და არაჩვეულებრივი გარეგნობით მოიხიბლა საზოგადოება.
ფოტოებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.


ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე
ბერა ივანიშვილი უკვე რამდენიმე წელია ნანუკა გუდავაძეზეა დაქორწინებული. არსებული ინფორმაციით ნანუკას მამა და ბერას მამა დიდი ხნის მეგობრები არიან, სწორედ მამების ახლობლობის წყალობით გაიცნეს მათ ერთმანეთი.
ნანუკა გუდავაძე წარსულში მოდელად მუშაობდა, შემდეგ კი მოდის შესახებ ბლოგებს წერდა. ნანუკა 14 წლის ასაკში პირველად გამოჩნდა პოდიუმზე, დიზაინერ ბიჭოლას ჩვენებაზე. მას შემდეგ გოგონა მოდის შესახებ ბლოგებს წერდა და პერიოდულად ჩვენებებზეც გამოდიოდა. აქტიურობდა ინსტაგრამზეც.
ნანუკა გუდავაძე ბერასთან ქორწინებამდე საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტნის, მერაბ შარიქაძის შეყვარებული იყო. წყვილის დაშორების შემდეგ გოგონა მალევე დაინიშნა ბერა ივანიშვილზე. თუმცა, ერთ-ერთ ინტერვიუში კაპიტანმა თქვა, რომ ბერა არ ყოფილა მათი დაშორების მიზეზი.
