"ჩვენი შვილი წელს 27 წლის გახდა - მე მაშინ გავიცანი, როცა ჩვეულებრივი ბიჭი იყო" - ეკა ნიჟარაძე ყოფილი მეუღლის, ბიზნესმენი თემურ უგულავას შესახებ - Marao

"ჩვენი შვილი წელს 27 წლის გახდა - მე მაშინ გავიცანი, როცა ჩვეულებრივი ბიჭი იყო" - ეკა ნიჟარაძე ყოფილი მეუღლის, ბიზნესმენი თემურ უგულავას შესახებ

2026-08-10 11:18:10+04:00

მსახიობი ეკა ნიჟარაძე ვიკა ბუკიას გადაცემის „ვიკასთან“ სტუმარი იყო, სადაც ბევრ სხვა საინტერესო თემასთან ერთად, ყოფილ მეუღლეზე, ბიზნესმენ თემურ უგულავაზეც ისაუბრა. როგორც ცნობილია, ისინი ოფიციალურად არ დაქორწინებულან, თუმცა ჰყავთ ერთი საერთო შვილი, ნოდარ უგულავა.

EKA

ტრავმის განახლება და თემურ უგულავას როლი ეკას შვილების ცხოვრებაში

ეკა ნიჟარაძე იხსენებს, რომ თემურ უგულავას გარდაცვალება მისთვის და მისი შვილებისთვის ტრავმის განახლებას ჰგავდა, რადგან მისი ყოფილი მეუღლე, ნიკო გომელაური, იგივე დიაგნოზით უფრო ადრე გარდაიცვალა:

  • "ბევრი თაობით თბილისელები ვართ და სულ იყო პრობლემა ზაფხულში დასვენება“ - ეკა ნიჟარაძის ახალი ცხოვრება კახეთში

„2010 წელს 39 წლის ასაკში ნიკო იგივე დიაგნოზით გარდაიცვალა. ჩემს უფროს შვილებს თემური ძალიან უყვარდათ - მან მამობა გაუწია ჯეჯის და ტასოს. ნიკოს გარდაცვალების შემდეგ უთხრა - არ გეგონოთ, უმამოდ დარჩით, მე გაგიწევთ მამობასო. მათ უკვე იცოდნენ, რამხელა ტკივილი უნდა გაიაროს მათმა უმცროსმა ძმამ, ნოდარმა.“

პირველი შეხვედრა და გაცნობა

ეკა ნიჟარაძემ ისაუბრა იმაზეც, თუ როგორი იყო თემურ უგულავა მაშინ, როცა მას პირველად შეხვდა - იმ პერიოდში, როცა არც ბიზნესმენი იყო და არც ბევრი ადამიანი იცნობდა:

„მე ძალიან დიდხანს ვიცნობდი თემურს - ჩვენი შვილი 27 წლის გახდა 11 ივლისს. დაახლოებით, 30 წლის წინ გავიცანი, როცა არც ბიზნესი ჰქონდა, არაფერი, იყო ერთი ჩვეულებრივი ბიჭი - თან ბავშვური, თან კაცური. არ იყო ის ტიპი, რომელიც შეიძლებოდა, მე მომწონებოდა.

  • რას წერს თემურ უგულავას მეუღლე, მოდელი ნინი ნებიერიძე? ოჯახური ფოტოები და დიდი სიყვარული

პირველად შოუ-ბალეტ „ვერნისაჟში“ მნახა, მაშინ მე და ნიკო ჯერ კიდევ ცოლ-ქმარი ვიყავით. ვინ იყო თემურ უგულავა, არ ვიცოდი და რომ მითხრეს, მოეწონეო, ვერ მივხვდი ვისზე იყო საუბარი. მაშინ თემური 27 წლის იყო, მე უკვე მყავდა 2 შვილი“.

თავბრუდამხვევი სიყვარული და სიურპრიზები

პირველი შეხვედრიდან ორი წლის შემდეგ, როცა ეკა ნიჟარაძე ნიკო გომელაურს დაშორდა, სიყვარულისა და სიურპრიზების დაუვიწყარი ეტაპიც დაიწყო:

„1997 წელი იყო - თავისი მობილური მაჩუქა, რომ ჩემთან დარეკვა შესძლებოდა ხოლმე. ბევრგან დავდიოდით ერთად, სულ ყვავილებს მიგზავნიდა, ძალიან ბევრ ყვავილს. უცებ დამირეკავდა ხოლმე, ჩქარა ჩამოდიო, ძალიან ენერგიული იყო, თავბრუდამხვევი. ბევრი რამის გახსენება შემიძლია თემურზე“.

TEMUR

მეგობრობა და სიცოცხლის ბოლო დღეები

ეკა ნიჟარაძემ თემურ უგულავასთან დაშორების შემდეგ შენარჩუნებულ ურთიერთობასა და ბიზნესმენის სიცოცხლის ბოლო დღეებზეც ისაუბრა:

  • "მე და ნინას ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ერთი ოჯახი ვართ" - ეკა ნიჟარაძის და ნინა ჩოდრიშვილის ურთიერთობა

„ჩვენ მაინც მეგობრებად დავრჩით, შევინარჩუნეთ ურთიერთობა. ავად რომ გახდა, მაშინაც ვნახულობდი. ყველას ნახვა შეძლო - ბავშვებთან გამომშვიდობებაც მოასწრო - ყველა მასთან ვიყავით, მეც ჩავფრინდი. ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა“.