"ავადმყოფებო! სანამ ჩემს სახელს რუსეთთან ახსენებთ კარგად დაფიქრდით!" - ნინი შერმადინი მიმართვას ავრცელებს - Marao

"ავადმყოფებო! სანამ ჩემს სახელს რუსეთთან ახსენებთ კარგად დაფიქრდით!" - ნინი შერმადინი მიმართვას ავრცელებს

2026-08-11 10:06:09+04:00

"ეს ქალბატონი არის მატყუარა და ცილისმწამებელი. თუ შეიძლება, მომითაგეთ ადვოკატი, რა ფორმით შეიძლება ვუჩივლო ცილისწამებაზე მასაც და პოსტივისაც, რომელმაც მსგავსი ცრუ ინფორმაცია გაავრცელა!

2005 წლის იურმალის კასტინგის შემდეგ, სატრანზიტო გზითაც კი არ დამიდგამს ფეხი რუსეთის ტერიტორიაზე! ან გაასაჯაროვეთ ფაქტი, არათუ სადმე ვიმღერე, თუნდაც სტუმრად თუ ვიყავი ერთი დღით მაინც რუსეთში, საზღვრის კვეთა მაინც რომ დამიფიქსირდეს, ბოდიში აქეთ მექნება მოსახდელი.

  • ნინი შერმადინის განცხადება: "ვრცელდება კომენტარები,  რომ მე ამერიკაში ვარ არალეგალურად, წერენ, რომ ვარ ორთოდოქსი, ქოცი, უნამუსო..."

ასე რომ, ან საჯარო ბოდიში მოიხადეთ ან მე გიჩივლებთ ცილისწამების გამო! ავადმყოფებო! სანამ ჩემს სახელს რუსეთთან ახსენებთ კარგად დაფიქრდით! ეს მართლა ფარისეველი იდიოტები!" - წერს მომღერალი ნინი შერმადინი ფეისბუკ მომხმარებლის, Ketevan Mikiashvili-ის საპასუხოდ, რომელმაც გამოაქვეყნა პოსტი ცნობილი ადამიანების შესახებ, რომლებიც იმყოფებოდნენ რუსეთში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. სიაში, ნინი შერმადინთან ერთად, ნახსენები არიან თამარ ჭოხონელიძე, ნინო ქათამაძე, ანიტა რაჭველიშვილი, ლელა წურწუმია, პაატა ბურჭულაძე, მერაბ სეფაშვილი და გიორგი სუხიტაშვილი. 

shermadini

"ნინი შერმადინო, 2005 წელს რუსეთში ყოფნას თუ ნანობ და გინდა იმ სტატუსიდან ამოგშალო, აი, აქ სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, საჯაროდ დამიწერე რომ ნანობ იქ ყოფნას და შენი თხოვნა იქნება, რომ იმ სიიდან ამოგიღო, არ გაგივა ეგ ნაცური ისტერიკა, სანამ აქეთ არ მომიხდი ბოდიშს ცილისწამებისთვის", - დაწერა მოგვიანებით Ketevan Mikiashvili-მა. 

  • "38 წელი ნიშნავს ბრძოლას, შრომას, სწრაფვას, ოცნებების ახდენას... ვგრძნობ, რომ საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის" - როგორ აღნიშნავს ნინი შერმადინი დაბადების დღეს

სოციალურ ქსელში ხშირად წერენ, რომ Ketevan Mikiashvili-ის სახელით გახსნილი ანგარიში ყალბია და მის უკან სხვა სახელისა და გვარის ადამიანი დგას. 

nini

ნინი შერმადინი კარიერა

ნინი შერმადინმა 2003 წელს მონაწილეობა მიიღო მონაწილეობა პროექტში „ნუცას სკოლა“ (იმედის არხი). 2005 წელს გაემგზავრა იურმალაში „ახალ ტალღაში“ მონაწილეობის მისაღებად. გახდა პირველი მომღერალი დამოუკიდებელი საქართველოდან, რომელიც მონაწილეობას იღებდა კონკურსში. იქვე ფესტივალის მუზის, ალა პუგაჩოვას პრიზი მიიღო. 2007 წელს გახდა „იმედის ტალღის“ წამყვანი. 2008 წელს იმავე პროექტში მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებული გახდა.

  • "ასე ხა­ზის გა­დას­მა ემიგ­რან­ტებ­ზე ნორ­მა­ლუ­რია, თქვე­ნი აზ­რით?" - ნინი შერმადინის წერილი: რას წერს მომღერალი

2010 წელს მიიღო მონაწილეობა ბერძნულ X Factor!-ში, სადაც მე-2 ადგილი დაიკავა და საბერძნეთში საკმაოდ პოპულარული გახდა. ამჟამად ნინი შერმადინი ცხოვრობს აშშ-ში და დაკავებულია პედაგოგიური საქმიანობით. ნინი შერმადინი იმყოფებოდა ქორწინებაში, ჰყავს ერთი ქალიშვილი.