"ყველაზე ძალიან რაც მომწონს, აქვს იუმორის გრძნობა, რაც მგონია, რომ ცხოვრებაში გადამრჩენია" - ლელა მებურიშვილი მეუღლესა და ცხოვრების მნიშვნელოვან სიახლეზე - Marao

"ყველაზე ძალიან რაც მომწონს, აქვს იუმორის გრძნობა, რაც მგონია, რომ ცხოვრებაში გადამრჩენია" - ლელა მებურიშვილი მეუღლესა და ცხოვრების მნიშვნელოვან სიახლეზე

2026-08-11 14:28:35+04:00

ცნობილი ქართველი მსახიობი ლელა მებურიშვილი და დიპლომატი ბაჩო საგანელიძე უკვე 13 წელია დაოჯახებულები არიან. წყვილს ორი შვილი ჰყავს და უკვე რამდენიმე წელია, ოჯახთან ერთად ლონდონში ცხოვრობს.

ამჯერად ლელა მებურიშვილმა საზოგადოებას საკუთარი ცხოვრების სიახლეები გაუზიარა. მსახიობმა ახალ პროფესიასა და მეუღლესთან ურთიერთობაზე "ფორტუნასთან" გულახდილად ისაუბრა.

"მე როგორც ვიცი ხოლმე... გამარჯობა, მოგესალმებით. მე ვარ ლელა მებურიშვილი. ასე ვიცი ხოლმე მე. უკვე მაქვს ახალი პროფესიაც - კინორეჟისორი. Warner Brothers-ი დაინტერესდა და მონტაჟი გავაკეთეთ ლონდონში, Warner Brothers-ში. ახლა ძალიან მიხარია, რომ ძალიან წარმატებით მიდის მსოფლიოს სხვადასხვა ფესტივალზე ეს ჩემი ფილმი.

  • "ამას არ ვმალავ, თუმცა ასე ეთერში, მე მგონი, პირველად ვამბობ" - ნეკა სებისკვერაძის ამბავი ნამდვილს სახელსა და ბავშვობის უცნობ დეტალებზე

"საშინელი" მეუღლე მყავს. ჩემი მეუღლე... იცი, რა? როგორც საკუთარ თავზეა რთული იმის თქმა, როგორი ხარ, ისევე უკვე შენი მეუღლე ხდება შენი ნაწილი და რთულია, რაღაც შეაქო... საკუთარი თავის შექებაც რთულია და პირიქით, ცუდის თქმაც.

პირველ რიგში, არის ძალიან მხარში მდგომი. ძალიან ბევრს ნიშნავს მეუღლის გვერდში დგომა. ჩემს პროფესიაში ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველთვის, როცა რაღაც ახალი პროექტია, ძალიან მეხმარება, მხარში მიდგას, მამხნევებს. ყველაზე ძალიან რაც მომწონს, აქვს იუმორის გრძნობა, რაც მგონია, რომ ცხოვრებაში გადამრჩენია," - ამბობს ლელა.

lela-meburishvili

ბაჩო საგანელიძისა და ლელა მებურიშვილის ოჯახი  

ბაჩო საგანელიძე არის ქართველი დიპლომატი, რომელსაც დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის თანამდებობა უჭირავს.

დიპლომატიურ კარიერაში წლების განმავლობაში ეკავა სხვადასხვა საპასუხო თანამდებობა, 2021 წლიდან დაინიშნა ბრიტანეთში საქართველოს ელჩის მოადგილედ (კურირებდა ეკონომიკურ მიმართულებას), ხოლო ელჩის არყოფნის პერიოდში ის საქმეთა დროებითი რწმუნებული და საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანია.

  • ქართველი მსოფლიო ჩემპიონის ქორწილი, რომელზე საუბარიც არ წყდება: ულამაზესი წყვილის ჯადოსნური დღესასწაული

ლელა დაიბადა 1983 წლის 22 სექტემბერს. ფართო აუდიტორიამ იგი ტელევიზიიდან გაიცნო და შეიყვარა. "შუა ქალაქში" შესრულებული „თიკას" როლის შემდეგ იგი „დეტექტივად” მოგვევლინა. ხოლო ამის შემდეგ იგი გამოჩნდა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში".

lela-meburishvili

მიუხედავად იმისა, რომ ლელა მებურიშვილი ფართო საზოგადოებამ ტელესერიალებით გაიცნო, მას არაერთი საინტერესო და და დასამახსოვრებელი როლი აქვს შექმნილი თეატრის სცენაზეც - ლელა წლების მანძილზე იყო მარჯანიშვილის თეატრის დასის წევრი. მან მონაწილეობა მიიღო სპექტაკლებში "ფიგაროს ქორწინება“, "კაცები", "კრეიცერის სონატა", "დანაშაული და სასჯელი", "სიყვარულის სუბლიმაცია", "თოვლის დედოფალი", "ჰაჯი-მურატი" და სხვ. 

ლელა მებურიშვილმა და ბაჩო საგანელიძემ 2013 წელს იქორწინეს - მათი სიყვარული 13 წელს ითვლის. მათი ორი შვილი ჰყავთ, რომლებთან ერთადაც ცხოვრების ამ ეტაპზე ლონდონში ცხოვრობენ. 

ლელა მებურიშვილმა ცოტა ხნის წინ გამომწერებს კარიერული სიახლეები გაუზიარა და თქვა, რომ მან სცენიდან კულისებში გადაინაცვლა და რეჟისორის პროფესიას დაეუფლა - მაგისტრის ხარისხი ლონდონში დაიცვა და სადებიუტო ფილმიც გადაიღო. სულ ცოტა ხნის წინ კი Youtube-ზე საკუთარი არხი შექმნა, სადაც საინტერესო ადამიანებისა და ადგილების შესახებ ვლოგებს აქვეყნებს.