ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე გიორგი იაშვილის გადაცემას სტუმრობდა.
წამყვანმა მას ჰკითხა, თუ ვინ იყო მისი ყველაზე ახლო მეგობარი ოთხეულიდან: გია ჯაჯანიძე, ნანუკა გულუა თუ სალომე შარვაძე.
„არცერთი. გულწრფელად გეუბნები, არცერთი არ არის ჩემი მეგობარი. „ჩვენი ოჯახის“ შემადგენლობიდან, ყველაზე მეტად მიყვარდა, მე, გია ჯაჯანიძე, დიმა ობოლაძე და რუსკა მაყაშვილი როცა ვიყავით. All Star, ასე გვეძახდა ჩვენი პროდიუსერი. ეს იყო ტოპ შემადგენლობა. ყველა ძალიან მიყვარხართ, ვინც დარჩით, ან ჩემთან ერთად იყავით, მაგრამ ამ ოთხეულს ვერცერთს შევადარებ“, – ამბობს ნანიკო ხაზარაძე.

ნანიკო ხაზარაძე
ნანიკო ხაზარაძე ქართული ტელესივრცის ერთ-ერთი ყველაზე ნაცნობი და სტაჟიანი სახეა, რომელიც ეკრანზე წლებია აქტიურად ჩანს და მაყურებლისთვის კარგად ნაცნობ ფიგურას წარმოადგენს.
ნანიკო ხაზარაძის ძირითადი პროფილი Talk-Show და გასართობი ფორმატია. მისი კარიერის უდიდესი ნაწილი უკავშირდება დღის გასართობ-შემეცნებით გადაცემებსა და თოქ-შოუებს. ის ყოველთვის გამოირჩევა თავისი თავისუფალი, უშუალო და ემოციური წაყვანის სტილით.

ბოლოს ნანიკო ტელეკომპანია იმედში მუშაობდა. მან ტელევიზია ცოტა ხის წინ დატოვა.
"ჩემი თავი მართლა არ მახსოვს ტელევიზიის გარეშე. წარმომედგინა კიდეც მსგავს სიტუაციაში საკუთარი თავი და მუდმივად ვგეგმავდი ჩემს ბოლო ეთერს. რა სამწუხაროა, რომ ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც დაგეგმილი მქონდა. მინდოდა, ბოლო ეთერში ყველაფერი მეთქვა. ყველაფერი რა - ისედაც ყველაფერი პირზე მაკერია, მაგრამ რაღაცნაირად შეჯამება მინდოდა. მაქვს სათქმელი, რომელსაც, ალბათ, ოდესმე ვიტყვი. ჩემი ოცნება, რაც კი მქონდა, არ ამიხდა.
არასდროს ვგეგმავდი და არც ვოცნებობდი ტელევიზიაში მოხვედრაზე. სტუმრადაც კი არავისთან ვყოფილვარ. ერთ მშვენიერ დღეს - ძალიან ცივი, ნავთისსუნიანი ზამთარი იყო, კერასინკები გვედგა – მეგობართან ვიყავი. მასთან ერთად ვუყურებდი სერიალს ტელევიზორში, რომელიც ელემენტებზე მუშაობდა. ამ დროს ქალაქის ტელეფონზე დამირეკა რეჟისორმა მიშა მრევლიშვილმა და მითხრა, პირველ არხზე მივსულიყავი. იმ პერიოდში ისედაც მხოლოდ ერთი ტელევიზია არსებობდა. მივედი თუ არა, იმ წამსვე შემიშვეს პირდაპირ ეთერში და მას შემდეგ ტელევიზიაში ვარ. ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა და ისე უცებ გამამზადეს, რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი. მახსოვს, ეთერმა კარგად ჩაიარა, მაგრამ, როგორც კი დასრულდა, ერთი-ორი საათი ვტიროდი," - ამბობდა ნანიკო.