ნატო გელაშვილი: „არავინ თქვას, რომ ასეთი ტკივილის შემდეგ ცხოვრება ჩვეულებრივად გრძელდება“ - Marao

ნატო გელაშვილი: „არავინ თქვას, რომ ასეთი ტკივილის შემდეგ ცხოვრება ჩვეულებრივად გრძელდება“

2026-08-14 13:20:15+04:00

ყველასათვის საყვარელი კომპოზიტორისა და მომღერლის, ნატო გელაშვილის ცხოვრებაში იყო პერიოდი, როდესაც მუსიკა უმძიმესმა სიჩუმემ შეცვალა. მოკლე დროში თავს დატეხილმა ოჯახურმა ტრაგედიებმა მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვაა.

ნატომ ნოე სულაბერიძესთან გულახდილად ისაუბრა მისი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდზე.

nato-gelashvili

  • მომღერალი გიორგი ჭოხონელიძე 29 წლის გახდა — მეუღლის გამორჩეული მილოცვა სოციალურ ქსელში 

ნატო გელაშვილის ინტერვიუ

- ვიცხოვრე ერთ-ერთ ადამიანთან ჩემს ნაჭუჭში. იმ სიჩუმესთან ერთად, რაც მქონდა, იმიტომ რომ არასოდეს არ დამთავრდა ის განსაცდელები. ბოლო განსაცდელმა, ალბათ, საერთოდ დამადუმა.

ვცდილობდი, რომ შვილებისთვის მეცხოვრა ისე, რომ ვიყო ძალიან ენერგიული დედა, მაგრამ იმის იქით ჩემში, ალბათ, რაღაცა ძალიან დიდი ჩაკვდა, რომელიც... არავინ არ თქვას, რომ ცოცხლდება და რაღაცაში გადადის და აი, მერე რაღაცა ცხოვრება გრძელდება. არა, რაღაცა მთავრდება და მთავრდება და ეს ესმევა წერტილს. უბრალოდ, სწავლობ ამ ყველაფრის გარეშე ცხოვრებას, რასაც ერქვა დიდი გულშემატკივართა გუნდი - ეს არის ძმა, დედა, მამა, ყველაზე ძვირფასი, რაც გაგაჩნია ცხოვრებაში ადამიანს.

ჩემი ძმა სულ მახსოვს. ახლაც გავახსენებ და, ალბათ, ყოველი წუთი მასთან ერთად ვცხოვრობ. ეს იყო პირველი დარტყმა, რომელმაც - სულ ვამბობ - გამიადვილა, ალბათ, დედის და მამის გაცილება ძალიან მოკლე დროში. იმიტომ რომ... იცი რა? ყოფილა ეგეთი რაღაცა, როცა ტკივილს ვეღარ გრძნობ. უკვე აი, როგორ ხარ, იცი? როცა ის პირველი დიდი, დარტყმითი... მე  მანამდე არ მქონდა ნამდვილად ეს განცდა და გადატანილი, მაგრამ როცა ეს დამემართა, მივხვდი, რომ ეს არის ის, რომლის მერეც უკვე ტკივილიც გიმსუბუქდება ზოგადად და რაღაცნაირად რადიკალურად ცვლი განწყობას.

  • "სულ რომ გავქრე, ისე, უკვალოდ, მაინც ვიტყვი - ღირდა ჩემი დაბადება" - ნატო გელაშვილის დაბადების დღე და გულწრფელი წერილები 

ძალიან უცბად, ძალიან ისე, მოულოდნელად... ძილში, თრომბით. 43 წლის... გავაღვიძე და დარჩი რაღაცა, არ ვიცი, რანაირი ნატო. იმის მერე საერთოდ ნატო აღარც არის, ალბათ. ვინც მე მიცნობდა მანამდე, უფრო ღრმად, ალბათ მან კი იცის, რომ მე იქ ძალიან, ძალიან დიდი ნაწილი დავტოვე.

უბრალოდ, რაღაცნაირად გავაგრძელე ცხოვრება მერე დედისთვის. ერთ წელიწადში დედაც გამოგვეცალა, მერე მამისთვის... მერე მამაც... ნუ, გამოდის, რომ ოჯახი... ვინაიდან ასეთი... არის ხშირად, რომ როცა ასეთი ძალიან ახლოა ოჯახის წევრები — ხო არის ოჯახი, რომ, დავუშვათ, ნაკლებად ურთიერთობენ - არის რაღაცა ისეთი, ხელჩაჭიდებული ოჯახი და, ალბათ, ჩვენც ეს შემთხვევა ვართ და ვერ გადაიტანა ოჯახმა.

უბრალოდ, მე აღმოვჩნდი ყველაზე სალი კლდე, რომელმაც გადავლახე. როგორ შევძელი, ვერ გეტყვი, რომ ისე შევძელი, როგორც ოდესღაც რამეს ვაკეთებდი, მაგრამ ვთვლი, რომ თავიდან ფეხზე დადგომა ძალიან რთულია, თუმცა მე რაღაცნაირად ეს მაინც მოვახერხე.

სულ მგონია, რომ რაღაცა დავაკელი, რაღაცა შემეძლო. სულ ვფიქრობ, რომ იქ რომ ვიყო, შეიძლება გადამერჩინა. სულ არის ეს ბრძოლა, რომელიც არ სრულდება და... არ ვიცი, უბრალოდ ვეტყოდი, ალბათ, იმას, რომ ძალიან მენატრებიან. ძალიან უსაშველოა...

კი, მესიზმრება სამივე და, სხვათა შორის, ყოველთვის რაღაცა ისეთი, მინიშნებული... რაღაცა კარგი ამბისთვის მომამზადებენ ყოველთვის. რაღაცნაირად გავაგრძელე ცხოვრება, ეს უკვე, ალბათ, ბიჭების დამსახურებაც არის. და რაღაცნაირად, მოვედი, ასე თუ ისე... ყოველ შემთხვევაში, დაბრუნდა ნატო, რომელიც მართლა ძალიან ბევრი წელი გაქრა.