მომღერალი, მსახიობი, ტელეწამყვანი და ახლა უკვე - ფოტომოდელი. მარიამ როინიშვილმა სრულიად ახალი ამპლუა მოირგო და მაღაზია casa.gelso-ს გადაღებებში მიიღო მონაწილეობა. მარიამის ფოტოებმა Moschino-ს წითელი სამოსით უამრავი მოწონება და კომპლიმენტი დაიმსახურა - თქვენ როგორ მოგწონთ?

მარიამ როინიშვილი - ოჯახი და კარიერა
ქართველი სოპრანო მარიამ როინიშვილი თამრიკო ჭოხონელიძისა და მსახიობ გიორგი როინიშვილის ქალიშვილია. დაამთავრა თბილისის ვანოს სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. მონაწილეობას იღებს სხვადასხვა სპექტაკლსა და მიუზიკლში. მარიამი აქტიურად ჩანს ტელეეკრანებზეც - მან ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანის ამპლუა მოირგო.
მარიამ როინიშვილმა 2010 წელს მსახიობ გიორგი მახარაძეზე იქორწინა. მათ ერთი შვილი ელენე შეეძინათ. ელენე, მშობლების მსგავსად, ხელოვნების სფეროშია და, მიუხედავად ასაკისა, მას უკვე არაერთი როლი აქვს შესრულებული. გიორგი და მარიამი რამდენიმეწლიანი ქორწინების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეს.
დღეს გიორგი მახარაძეს საკუთარი ოჯახი აქვს - მარიამ ნადირაძესთან მეორე ქორწინებაში მას მეორე ქალიშვილი, ნიკა შეეძინა. მარიამ როინიშვილი მეორედ არ დაქორწინებულა, თუმცა ის მსახიობ და ტელეწამყვან ვახო კანდელაკზეა შეყვარებული: "არსებობს პიროვნება, რომელზეც შეყვარებული ვარ", - ამბობდა კანდელაკი გასულ წელს. მარიამი და ვახო ერთად გადაღებულ კადრებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებენ და მეგობრებისგან უამრავ კომპლიმენტსაც იღებენ. მარიამს და ვახოს ერთი საერთო შვილი, კირა ჰყავთ, რომელსაც წყვილი ერთად ზრდის