„სიყვარული სენ-ტროპედან“ – ქრისტინე იმედაძე მეუღლესთან, ნიკუშა დავითაიასთან ერთად ახალ კადრებს აქვეყნებს - Marao

„სიყვარული სენ-ტროპედან“ – ქრისტინე იმედაძე მეუღლესთან, ნიკუშა დავითაიასთან ერთად ახალ კადრებს აქვეყნებს

2026-08-19 13:17:35+04:00

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ქრისტინე იმედაძე დაქორწინდა - მისი რჩეული ბიზნესმენ გიორგი დავითაიას ვაჟი, ნიკუშა დავითაიაა. ცოტა ხნის წინ გიორგი დავითაიამ მეუღლეზე, ჟურნალისტ ნინო თოლორდავაზე ოფიციალურად იქორწინა - ქორწილი საფრანგეთში, სენ-ტროპეში შედგა, სადაც ქრისტინე და ნიკუშა ერთად იმყოფებოდნენ. 

ამჯერად ქრისტინე იმედაძე მეუღლესთან ერთად გადაღებულ მორიგ კადრებს აქვეყნებს და მეგობრებისა და გულშემატკივრებისგან დიდ სიყვარულს იმსახურებს: 

christine

ქრისტინე იმედაძე - ოჯახი და კარიერა

ქრისტინე იმედაძემ მუსიკალური კარიერა პატარაობიდანვე დაიწყო სტუდია ბასტი-ბუბუში, პარალელურად ბალეტით იყო დაკავებული.

აქტიური სოლო კარიერა 2000-იან წლებში დაიწყო, რის პარალელურადაც ნინი ბადურაშვილთან, თაკო გაჩეჩილაძესთან და ქეთა თოფურიასთან ერთად ჩამოაყალიბა ჯგუფი ოთხი გოგო (4G). 2009 წელს ჯგუფი, ქეთა თოფურიას გამოკლებით, საქართველოს ევროვიზიის შიდა შესარჩევი კონკურსისთვის მომღერალ სტეფანე მღებრიშვილთან შევიდა კოლაბორაციაში და ექსპერიმენტული ჯგუფი ჩამოყალიბდა — სტეფანე და 3G. ჯგუფს მოსკოვში ჩასატარებელ კონკურსზე უნდა წარედგინა სიმღერა — „We Don’t Wanna Put in“, რომელიც პოლიტიკური მიზეზების გამო კონკურსის ორგანიზატორმა, ევროპის სამაუწყებლო კავშირმა, შეუსაბამოდ ჩათვალა კონკურსისთვის და ჯგუფი კონკურსზე არ დაიშვა.

  • "ოფიციალურად არ დაშორებულან, პატარა უთანხმოებაა" - თაკო გაჩეჩილაძის ოჯახი და განვლილი გზა

მუსიკალური კარიერის პარალელურად ქრისტინემ მსახიობობაშიც სცადა ბედი, მისი პირველი ფილმი იყო ირაკლი ჩხიკვაძის „თბილისური Love Story“.

2018 წელს იმედაძემ ითამაშა ერეკლე ბადურაშვილის თურქულ-ქართულ ფილმში „ხიდი“, სადაც მას პარტნიორობას მსახიობები მურატ ილდირიმი, ნინი ბადურაშვილი, ზურა ყიფშიძე, ზურაბ ცინცქილაძე, ზუზუ ბეჟაშვილი, გიორგი გურგულია და დათო დვალიშვილი უწევენ. ფილმი ორ სხვადასხვა ქვეყანაში დაბადებულ ძმაზე და საბჭოთა ტერორზე გვიამბობს.

  • 24 წლის ასაკში შექმნილი ოჯახი, 1 შვილი და ტრაგიკული სიყვარული - ქრისტინე იმედაძის განვლილი გზა

ქრისტინე ცნობილი ქართველი მსახიობის და ტელეწამყვანის ია ფარულავას ძმისშვილია. ქრისტინემ ოჯახი 24 წლის ასაკში შექმნა. მისი მეუღლე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ლაშა ჯაკობია იყო, მათმა ქორწინებამ წელიწადნახევარს გასტანა. წყვილს ქორწინებიდან ჰყავს გოგონა ტაისია.