"ამ სამ მზერას შორის მთელი ცხოვრება ეტევა - ოცნებები, სიხარული, ტკივილი" - ნათია თოდუას ამბავი - Marao

"ამ სამ მზერას შორის მთელი ცხოვრება ეტევა - ოცნებები, სიხარული, ტკივილი" - ნათია თოდუას ამბავი

2026-08-19 13:53:45+04:00

"ამ სამ მზერას შორის მთელი ცხოვრება ეტევა - ოცნებები, რომელთაგან ზოგი ახდა, ზოგი გზაში დაიკარგა, ზოგსაც დღემდე მივყვები. იყო სიხარული, ტკივილი, დაკარგვა და თავიდან დაწყება… დრო კი თავის კვალს ჩუმად ტოვებს.

და მაინც, როცა ამ თვალებს ვუყურებ, ისევ იმ პატარა გოგოს ვხედავ, მას, ვისაც ჯერ კიდევ სჯერა.რა კარგია, რომ ყველაფრის მიუხედავად, არ შეცვლილხარ", - წერს სოციალურ ქსელში მუსიკოსი ნათია თოდუა. 

natia-todua

ნათია თოდუა - ოჯახი და კარიერა

ნათია თოდუა დაიბადა თბილისში, 1996 წლის 12 მარტს. 1992 წლის სამოქალაქო ომის დროს მისმა ოჯახმა დატოვა აფხაზეთი და დროებით თბილისში დასახლდა. როდესაც ნათია ორი წლის იყო, ოჯახი დაბრუნდა აფხაზეთში და დასახლდა გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში. სკოლის დამთავრების შემდეგ ნათია და მისი და დაბრუნდნენ თბილისში, უმაღლესი განათლების მიღების მიზნით. თოდუამ ჩააბარა კავკასიის უნივერსიტეტში, ეკონომიკის განხრით. 

  • "ეს შესრულება მამაჩემის ხსოვნას" - ნათია თოდუას შესრულება, რომელიც გულგრილს ვერავის დატოვებს

 2013 წელს ნათიამ მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ კონკურს „მაგთიფანში“, სადაც გაიცნო ჯგუფ „ვაკის პარკის“ წევრები, რომლებთანაც თანამშრომლობდა 2016 წლამდე. 2014 წელს მან მონაწილეობა მიიღო X Factor Georgia-ში, ხოლო 2015 წელს –  X-Factor Ukraine-ში.

2016 წელს თოდუა საცხოვრებლად გადავიდა ბრუხზალში (გერმანია),  სადაც ოპერის პროგრამით დაიწყო მუშაობა. მომდევნო წელს მან მონაწილეობა მიიღო The Voice of Germany-ს მეშვიდე სეზონის შესარჩევ ტურში, რომლის წარმატებით გავლის შედეგად შეუერთდა ფინელი მუსიკოსის და ჯგუფ Sunrise Avenue-ს სოლისტის, სამუ ჰაბერის გუნდს. 2017 წლის 17 დეკემბერს The Voice of Germany-ს ფინალურ შოუში მან მოიპოვა შემოსული ხმების 50.1% და გახდა The Voice of Germany 2017-ის გამარჯვებული.

"ვერანაირად ვერ წარმოვიდგენდი, თუ მე გავხდებოდი პროექტის გამარჯვებული. ეკრანზე ჩემი სახელი რომ დაეწერა, ისე გამიხარდა, შოკში ჩავვარდი და ახლაც ვერ გამოვდივარ მდგომარეობიდან. ალბომის ჩაწერა, მანქანა და ტურნე გერმანიის დიდ ქალაქებში - ეს არის ის პრიზები, რომლებიც გადმომცეს პროექტში გამარჯვების შემდეგ" - ამბობდა მაშინ ნათია.

გამარჯვების შემდეგ მან კონტრაქტი გააფორმა Universal Music Group-თან. 2017 წლის 29 დეკემბერს თოდუა დასახელდა როგორც გერმანიის ევროვიზიის ეროვნული კონკურსის, Unser Lied für Lissabon-ის ერთ-ერთი მონაწილე .

2020 წლის თებერვალში, რუმინეთში, ფესტივალზე The 12 Months Film Festival მომღერლის ვიდეომ „Love letter“ ორ ნომინაციაში გაიმარჯვა.