ანუკი არეშიძემ სოციალურ ქსელში ახალი საზაფხულო ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებსაც ცნობილი იტალიელი მწერლის, ჩეზარე პავეზეს ციტატა წაუმძღვარა: "And in the end… we don’t remember the years, we remember the moments" - „საბოლოოდ, ჩვენ არ გვახსოვს წლები, ჩვენ გვახსოვს მომენტები“. ზღვის სანაპიროზე, ჩამავალი მზის ფონზე გადაღებული კადრები ნამდვილად ატარებს იმ განსაკუთრებულ განწყობას, რომელზეც არეშიძე მიანიშნებს.

ანუკის არჩევანი ჰაეროვანი, გრძელი კაბაა ანიმალისტური პრინტით. ლეოპარდისა და ვეფხვის ორნამენტები წელს მოდის სამყაროს ერთ-ერთი მთავარი აქცენტია, თუმცა მსუბუქი ქსოვილი და თავისუფალი ჭრა პრინტს სიმსუბუქეს ანიჭებს.

ანუკი არეშიძის სტილი და ესთეტიკა
ანუკი არეშიძემ კარიერა სამოდელო სფეროში დაიწყო და იტალიურ სააგენტო Elite-თანაც თანამშრომლობდა, თუმცა მოგვიანებით ინტერესები დიზაინისკენ გადაიტანა. მილანში, Marangoni-სა და Accademia del Lusso-ში მიღებული განათლების შემდეგ, 2013 წელს საკუთარი ბრენდი ANOUKI დააფუძნა, რომელიც დღეს საერთაშორისო ასპარეზზეც წარმატებით ოპერირებს და მისი სამოსი არაერთი უცხოელი ვარსკვლავის გარდერობში ხვდება.
მისი სტილი ყოველთვის გამოირჩევა საინტერესო ფორმებით, ხარისხიანი ქსოვილებითა და მოულოდნელი დეტალებით. ახალი ფოტოებიც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ზაფხულის საუკეთესო ლუქი ხშირად სწორედ სიმარტივეში, სწორად შერჩეულ შტრიხებსა და იმ განწყობაშია, რომელსაც კადრი იჭერს.