"3 წლის წინ ანასტასია ხაჩიძე HMC Projects-ის პროგრამის ფარგლებში შეირჩა და ინგლისის ერთ-ერთ წამყვან კერძო სკოლაში, თითქმის სრული დაფინანსებით, გააგრძელა სწავლა.
სკოლის უმაღლესი აკადემიური შედეგებით დასრულების შემდეგ ერთი წლის განმავლობაში ანასტასია DMG Group-ში ფინანსური ანალიტიკის მიმართულებით მუშაობდა, სადაც ფინანსურ მოდელირებაში, პროგნოზირებასა და კორპორაციულ ფინანსებში პრაქტიკული გამოცდილება მიიღო.
2026 წლის სექტემბრიდან ანასტასია სწავლას NYU Stern School of Business-ში გააგრძელებს, სადაც ბიზნესის მიმართულებით Bachelor of Science-ის ხარისხს მიიღებს", - წერს Entrepreneur Georgia ანასტასია ხაჩიძის შესახებ.
ანასტასი ხაჩიძე ცნობილი ქართველი მომღერლის, ზურა ხაჩიძისა და ხათუნა ჟორდანიას ქალიშვილია.

NYU Stern School of Business (ნიუ-იორკის უნივერსიტეტის შტერნის ბიზნესის სკოლა) არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და წამყვანი ბიზნეს სკოლა, რომელიც ნიუ-იორკის უნივერსიტეტის (NYU) შემადგენლობაში შედის.
იგი მდებარეობს მანჰეტენზე, გრინვიჩ-ვილიჯის (Greenwich Village) უბანში, ვაშინგტონ-სკვერ პარკის გვერდით (44 W 4th St, New York).
შტერნის ბიზნეს სკოლა მუდმივად ხვდება აშშ-ისა და მსოფლიოს საუკეთესო ბიზნეს სკოლების ათეულებში. განსაკუთრებით ცნობილია ძლიერი პროგრამებით ფინანსებში, საერთაშორისო ბიზნესში, მარკეტინგსა და მენეჯმენტში. გთავაზობთ საბაკალავრო (BS), სამაგისტრო (MBA, Tech MBA, Fashion & Luxury MBA), სადოქტორო (PhD) და აღმასრულებელი განათლების (Executive Education) პროგრამებს.
რადგან სკოლა ნიუ-იორკის გულში, უოლ-სტრიტთან და მსოფლიო ფინანსურ ცენტრებთან ახლოს მდებარეობს, სტუდენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, გაიარონ სტაჟირება და დააქირაონ ისეთ გლობალურ გიგანტებში, როგორებიცაა Goldman Sachs, J.P. Morgan, Google, McKinsey და სხვა.
როგორც მშობლები განმარტავენ, ანასტასიას ეკრანზე გამოჩენა და ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვარს. ამიტომ ოჯახის წევრებთან ერთად სატელევიზიო გადაცემებს იშვიათად სტუმრობს.
ანასტასია ბავშვობიდან დასთან ნინი ქარსელაძესთან ერთად ინტენსიურად მღეროდა. დღეს მას სულ სხვა ინტერესის სფეროები გაუჩნდა. როგორც ირკვევა, ანასტასია ძალიან კარგად ცეკვავს.
ანასტასია დამოუკიდებლად ცხოვრობს ინგლისში და მშობლებისა და დისგან სრულიად განსხვავებულ პროფესიას ეუფლება.
ზურა შვილზე საუბრისას ამბობს, რომ პროფესია თავად აირჩია.
"თავიდან, ქალები უფრო მეტად შეიგრძნობენ ახალი სიცოცხლის დაბადებას. მამაკაცები უფრო გვიან ვხვდებით, ვინ მოევლინა ქვეყანას და გვიან გვეწყება ჩართულობა, გოგონები განსაკუთრებით არიან მამებისკენ, არ ვიცი, რა არის ბიჭის სიყვარული, ძალიანაც მინდოდა და წმინდა ნიკოლოზს შევთხოვდი, თუ დაიბადება, აუცილებლად ნიკოლოზს დავარქმევ-მეთქი. დაიბადა ანასტასია, მადლობა უფალს.
მე 8 თვის ვიყავი, როცა დედა და მამა გაშორდნენ. დედის სითბო მაკლდა, ბებიამ გამზარდა და, ალბათ, კანონზომიერია, რომ გოგონა მყავს - მისგან იმ სითბოს ვიღებ, რაც დამაკლდა.
ანასტასიას დაბადება ხათუნასთვისაც დიდი სიხარული იყო. ამბობდა, ნინის დაბადებისას მეც პატარა ვიყავი და ერთად გავიზარდეთო. არა იმიტომ, რომ ჩემი შვილია, არაჩვეულებრივი ბავშვია. მე-19 წელიწადშია, მადლობა წმინდა ნიკოლოზს, უფალს, ხათუნას… ხათუნას ყოველთვის ვეხმარებოდი აღზრდაში, თუმცა ამას მუდმივად ვერ ვაკეთებდი. ხათუნა და ნინი, ასევე ჩემი სიდედრიც, იმდენად დაფეთებულები იყვნენ, ვინ მიმაკარებდა…მერე უკვე მნიშვნელოვანია ბავშვის აღზრდა, განათლების მიცემა, ხელშეწყობა. მე, საერთოდ, წინააღმდეგი ვარ შვილის ცხოვრებაში რადიკალურად ჩარევის. შეიძლება, კეთილი რჩევაც მისცე, მკაცრიც იყო, მაგრამ ეს სიმკაცრეც ნორმაში უნდა ჯდებოდეს. სანამ საშუალება იყო, ეკლესიაში ზიარებაზე ყოველ კვირას დამყავდა, აღსარებას აბარებდა ჩემს მოძღვართან. როგორც კი მივიდა იმ ასაკში, რომ თავად უნდა გადაეწყვიტა, წავიდოდა თუ არა ეკლესიაში, ძალით ჩარევებს თავი დავანებე. დანარჩენი მასზეა დამოკიდებული.
განათლების გზაც თავად ამოირჩია. დღეს ანასტასია ინგლისშია, დამოუკიდებლად მოემზადა და ჩააბარა… გადაცემებში სულ ძალით დაგვყავდა. ბავშვობიდან არ უყვარდა ეკრანზე გამოჩენა… ძალიან აღიზიანებდა, როცა ქუჩაში ცნობდნენ. არაჩვეულებრივი სმენა ჰქონდა, სასწაულად მღეროდა, ერთ-ერთმა საოპერო პედაგოგმა მოჰკიდა ხელი და წაიყვანა, უნდა მოვამზადოო, არ გაგაფუჭებინებთ ესტრადაზეო, მაგრამ კლასიკურ განათლებას სჭირდება ბევრი შრომა, წვალება, ნებისყოფა, მივედით იქამდე, რომ მან სხვა გზა აირჩია…“ - თქვა ზურა ხაჩიძემ.