ზაფხულის არდადეგები ბებიასთან ერთად: სოფო ნიჟარაძე ოჯახურ კადრებს აქვეყებს - Marao

ზაფხულის არდადეგები ბებიასთან ერთად: სოფო ნიჟარაძე ოჯახურ კადრებს აქვეყებს

2026-08-21 11:27:46+04:00

ცნობილი ქართველი მომღერალი სოფო ნიჟარაძე ზაფხულის ცხელ დღეებს ზღვისპირეთში, ქალიშვილთან, პატარა ელის-მარიასთან ერთად ატარებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ახალი კადრებიდან ირკვევა, რომ ოჯახურ დასვენებას მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანიაც უერთდება.

სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელებში აქტიურობითა და გამომწერებთან უშუალო მომენტების გაზიარებით გამოირჩევა. ამჯერად მან გამომწერებს ზღვის სანაპიროდან გადაღებული კადრები გაუზიარა, სადაც პატარა ალისკა და გიული ალასანია ერთად ატარებენ დროს. 

  • "ალისკას ძმებთან აქვს ურთიერთობა, ძირითადად უფროს ძმასთან... ედუარდი რამდენჯერმე იყო ჩვენთან" - სოფო ნიჟარაძე საუბრობს მიხეილ სააკაშვილის შვილებთან და დედასთან ურთიერთობაზე

სოფო ნიჟარაძეს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ შვილის აღზრდის პროცესში ოჯახი ძალიან ეხმარება. მომღერლის თქმით, პატარა ალისკას გაზრდაში ორივე ბებია აქტიურად არის ჩართული:

„ალისკას აღზრდაში მეხმარება დედაჩემი, რა თქმა უნდა. ზოგადად, ორივე ბებია ჩართულია ბავშვის აღზრდაში. დედაჩემიც, გიულიც... ორივე არის საოცარი ბებია და მიხარია, რომ ბებიების სითბო და გვერდში დგომა ბავშვს ძალიან უხვად აქვს“, - აცხადებდა სოფო ნიჟარაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.

ალისკა სააკაშვილი საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. სოფო ხშირად უზიარებს საზოგადოებას შვილის მუსიკალურ თუ ყოველდღიურ წარმატებებს, რაც ყოველთვის ექცევა ყურადღების ცენტრში.

guili

ელის-მარია სააკაშვილი

ელის-მარია სააკაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მომღერალი სოფო ნიჟარაძის ქალიშვილია, რომელიც 2020 წლის 2 ივნისს აშშ-ში დაიბადა. სოფო ნიჟარაძე გარკვეული პერიოდის მანძილზე ამ სიახლის შესახებ საჯაროდ არ საუბრობდა და ქალიშვილის ფოტოებს სოციალურ ქსელშიც მხოლოდ დაფარული სახით აქვეყნებდა. 

მოგვიანებით, როცა სოფო ნიჟარაძე ელის-მარია სააკაშვილთან ერთად საქართველოში დაბრუნდა, მომღერლის ცხოვრებაში მომხდარი ამ დიდი სიახლის შესახებ ფართო საზოგადოებამაც გაიგო. 2021 წლის დეკემბერში კი, საახალწლო კონცერტზე, სოფო პირველად გამოჩნდა საჯაროდ, სადაც დედა-შვილმა სიმღერა შეასრულა. 

  • მიხეილ სააკაშვილი ბაბუა გახდა - რას ჰყვება ნიკოლოზ სააკაშვილი შვილთაშვილზე?

მას შემდეგ ელის-მარია სააკაშვილი სოციალურ ქსელში ერთ-ერთი პოპულარული ბავშვია, მის ვიდეოებს სოფო ნიჟარაძე ხშირად აქვეყნებს საკუთარ გვერდზე. 

უკვე ალისას დედად უფრო მიცნობენ, ვიდრე სოფო ნიჟარაძედ. ალისას ვიდეოებს უფრო უყურებენ. არასდროს ვეუბნები, რა და როგორ თქვას ან გააკეთოს, თვითონ ფიქრობს და კონტენტსაც თვითონ დებს. 6 წლის ხდება და დიდი ადამიანივით ველაპარაკები. ძალიან კარგად იცის ინგლისური, რუსულიც და ახლა ფრანგულის სწავლა უნდა“, - ამბობდა სოფო ნიჟარაძე ერთ-ერთ ინტერვიუში. 

  • ალისკა სააკაშვილის ამერიკული გეგმები - რა ვიდეოს აქვეყნებს სოფო ნიჟარაძე

თავად ელის-მარიას 6 წლის ასაკში უკვე დიდი გეგმები აქვს - სურს, სწავლა აშშ-ში გააგრძელოს, ისევე, როგორც მისმა მამამ, ერთი განსხვავებით - მიხეილ სააკაშვილი კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლობდა, ელის-მარია სააკაშვილს კი სწავლა ჰარვარდის უნივერსიტეტში სურს. 

სოფო ცდილობს იყოს დედა, რომელიც ზრდის არამარტო ბედნიერ ბავშვს, არამედ დამოუკიდებელ და ღირებულებებზე დამყარებულ პიროვნებას. ის ელის-მარიას უყალიბებს წიგნების, მუსიკისა და შემოქმედების სიყვარულს, დროდადრო კი კადრებს ყოველდღიურობიდან გამომწერებსაც უზიარებს.