მომღერალ სოფო ნიჟარაძის ქალიშვილი, პატარა ალისკა სააკაშვილი, სოციალური ქსელის ნამდვილი ვარსკვლავია. მისი ყოველი გამოჩენა გამომწერების დიდ სიყვარულს იმსახურებს. ამჯერად სოფომ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ალისკა თავის სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
ალისკა სააკაშვილის თქმით, ის სწავლის გაგრძელებს ჰარვარდის უნივერსიტეტში აპირებს - ალისკას, მამის მსგავსად, ამერიკაში სურს წასვლა, ოღონდ თუ მიშა კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლობდა, ის განათლებას ჰარვარდში მიიღებს.

მიხეილ სააკაშვილი და სოფო ნიჟარაძე
სოფო ნიჟარაძე დაიბადა 1985 წლის 6 თებერვალს, ქალაქ თბილისში. სოფო პირველი იყო ვინც ოჯახში სიმღერა პროფესიად აირჩია. დედა, ქეთი ნიკოლეიშვილი, და მისი წინაპრები ექიმები არიან, მამა, კახაბერ ნიჟარაძე, ინჟინერი იყო.
შვიდი წლის ასაკში სოფო ჯანსუღ კახიძემ შეამჩნია და მიიწვია ფილმში "იავნანამ რა ჰქნა", სადაც მან ცნობილ ქართველ მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძესთან ერთად იმღერა. ამავე პერიოდში სოფო მიიწვიეს საბავშვო სტუდიაში, "ბასტი-ბუბუს" სოლისტად, სადაც მან შეასრულა არაერთი წამყვანი პარტია სპექტაკლებში, შოუებსა და ტელეპროექტებში. მას შემდეგ სოფო ნიჟარაძე არაერთ დიდ სცენაზე მდგარა, მოგვიანებით, 2010 წელს კი ევროვიზიის კონკურსზე საქართველო წარადგინა.
მომდევნო 10 წლის მანძილზე სოფო ნიჟარაძე არაერი პოპულარული მუსიკალური შოუსა თუ კონკურსის ჟიურის წევრადაც ვიხილეთ.

მიხეილ სააკაშვილი არის ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი საქართველოსა და უკრაინაში/ 1995-1999 და 1999-2002 წლებში იყო საქართველოს მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტია „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ მანდატით, 2000-2001 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი. ხოლო 2004 წლის 25 იანვრიდან 2007 წლის 25 ნოემბრამდე და 2008 წლის 20 იანვრიდან – 2013 წლის 17 ნოემბრამდე საქართველოს მე-3 პრეზიდენტი.
მიხეილ სააკაშვილი დაქორწინებული იყო სანდრა რულოვსზე, მათ ორი ვაჟი, ედუარდი და ნიკოლოზი შეეძინათ. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ უკრაინაში წასულ ყოფილ პრეზიდენტსა და ქართველ მომღერალს, სოფო ნიჟარაძეს ქალიშვილი, ელის-მარია სააკაშვილი შეეძინათ. სოფო ნიჟარაძისა და ელის-მარია სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინელ პოლიტიკოს ლიზა იასკოსთან ურთიერთობაზე საჯარო განცხადება გააკეთა. როგორც ცნობილია, მათ ქალიშვილი, ჟასმინი შეეძინათ.
ამჟამად მიხეილ სააკაშვილი სასჯელს იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში.