"ეგრეა, პირველ რიგში ურთიერთპატივისცემა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მერე უკვე სიყვარული და ნდობა" - სამაგალითო სიყვარულისა და წარმატების ამბავი - Marao

"ეგრეა, პირველ რიგში ურთიერთპატივისცემა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მერე უკვე სიყვარული და ნდობა" - სამაგალითო სიყვარულისა და წარმატების ამბავი

2026-08-21 12:55:31+04:00

სპორტული წარმატებების, მუდმივი მგზავრობისა და გადატვირთული გრაფიკის მიღმა, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის ადგილია, სადაც სიმშვიდე და საყვარელი ადამიანი გელოდება. ეროვნული ნაკრების გამორჩეული მორაგბე, დათუნა ნინიაშვილი, და მისი მეუღლე, მშვენიერი მოდელი ლინდა ინაშვილი, საკუთარი ურთიერთობისა და ოჯახური გეგმების შესახებ დეტალურად საუბრობენ.

  • ვარსკვლავური წყვილის ჯადოსნური ქორწილი: დავით ნინიაშვილისა და ლინდა ინაშვილი დაქორწინდნენ

დეველოპერულ კომპანია metropol.ge-სთან ინტერვიუში წყვილი გულწრფელად იხსენებს გაცნობის პირველ, ემოციურ წუთებს, ქორწინების სამზადისსა და ყოველდღიურ მხიარულ წუთებს:

niniashvili

გაცნობის ისტორია

დათუნა: საერთო მეგობარი გვყავდა, მე თამაში მქონდა და ამ საერთო მეგობარმა წამოიყვანა ლინდა თამაშზე.

ლინდა: მუხიანის სტადიონზე ჰქონდა თამაში და ქვიშიდან ავედი, ოღონდ აი შევაბიჯე ქვიშიდან - დასვრილი მივედი თამაშზე. ამ მომენტში დათუნა კარიდან გამოდიოდა და თავი რომ ავწიე, მანაც შემომხედა - რამდენიმე წამს ასე ვუყურებდით ერთმანეთს.  

დაუვიწყარი ქორწილი

ლინდა: ქორწილს ვგეგმავდით ალბათ ერთი-ორი ორი წელია. წელს ვთქვით, რომ აუცილებლად უნდა გამოსულიყო. დაახლოებით 2 თვე დაგვჭირდა, ძალიან ვნერვიულობდი - ქორწილამდე ორი დღით ადრე დათუნამ ფეხი იღრძო, ჩემმა მეიქაფ არტისტმა ხელი იტკინა... ცოტა ემოციური ფონი მქონდა და ძალიან ვინერვიულე, სულ ვტიროდი. 

დათუნა: ლინდამ დაგეგმა ყველაფერი, მე ძირითადად არ ვიყავი, სამწუხაროდ, ჩართული. ნაკრებთან ერთად ვიყავი წასული 9 მთას იქით, მაგრამ ქორწილის დღეს, გვერდით რომ ვედექი, ყურში ჩუმად  ვეუბნებოდი: „არ ინერვიულო, არ ინერვიულო, ყველაფერი მაგრად იქნება“. ბოლოს ისე გამოვიდა, რომ ყველა ძალიან ბედნიერი იყო, ყველას ძალიან მოეწონა ქორწილი.

linda-inashvili

- რის კეთება გიყვართ ერთად?

დათუნა: PlayStation-ს ერთად ვთამაშობთ და ეს ძალიან მომწონს.

ლინდა: ცუდ ხასიათზე რომ ვარ ხოლმე, ათასში ერთხელ, სულ ცდილობს ხოლმე, რომ მართლა ჯამბაზად გადაიქცე: ცეკვავს, მღერის, თავისი სოლო კონცერტები აქვს და ძალიან მართობს ხოლმე.

- ვინ უფრო რომანტიკულია?

ლინდა: დათუნა.

- ვინ აწყობს უფრო ხშირად სიურპრიზებს?

ლინდა: მე, იმიტომ რომ დათუნას არ გამოსდის.

- ვინ თქვა პირველად „მიყვარხარ“?

დათუნა: მე გადავდგი ეგ ნაბიჯი...

ლინდა: დათუნამ თქვა და ეგრევე დავუბრუნე მეც პასუხი.

- ვინ უფრო ადრე დგება დილით?

დათუნა: მე, ჩემი საქმიდან გამომდინარე...

ლინდა: დათუნა, როცა ვარჯიშობს.

linda

- თქვენთვის რა არის ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ურთიერთობაში?

ლინდა: პატივისცემის, ნდობის და სიყვარულის შენარჩუნება...

დათუნა: ეგრეა, პირველ რიგში ურთიერთპატივისცემა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მერე უკვე სიყვარული და ნდობა. ეგ თავისით მოდის, როცა ურთიერთპატივისცემა გაქვს ადამიანის მიმართ და ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით.

დავით ნინიაშვილი - ვარსკვლავი განსაკუთრებული შესაძლებლობებით

ქართული რაგბის ისტორიაში ცოტაა ისეთი მოთამაშე, რომელმაც სულ რაღაც 20-იოდე წლის ასაკში შეძლო მსოფლიო რაგბის ელიტაში თავის დამკვიდრება. დავით ნინიაშვილი სწორედ ასეთი გამონაკლისია - სისწრაფით, უბადლო ტექნიკითა და აგრესიული შეტევის სტილით გამორჩეული მორაგბე, რომელიც დღეს ევროპული რაგბის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო და სანახაობრივი უკანა ხაზელია.

  • ქართველი სპორტსმენების ყველაზე პოპულარული ცოლები 

ნინიაშვილის ფიზიკური მონაცემები და მოედნის ხედვა მას საშუალებას აძლევს, თანაბრად ეფექტურად ითამაშოს როგორც ფულბექის , ისე გარემარბის პოზიციებზე. მისი მთავარი იარაღი მოულოდნელი მანევრები, მაღალი სისწრაფე და მეტოქის დაცვის ხაზის იოლი ჭრაა.

დავით ნინიაშვილის საერთაშორისო საკლუბო კარიერა 2021 წელს დაიწყო, როდესაც იგი ფრანგულ „ლიონს“ შეუერთდა. ახალგაზრდა ქართველმა მორაგბემ გაოცება გამოიწვია Top 14-ში - მან ძალზედ სწრაფად მოიპოვა ადგილი ძირითად შემადგენლობაში და გუნდის შეტევის მთავარ ბირთვად იქცა. 2022 წელს „ლიონთან“ ერთად მან ევროპის რაგბის EPCR Challenge Cup მოიგო, სადაც ტურნირის განმავლობაში ფენომენალური თამაშით დაგვირგვინდა მისი დებიუტი.

„ლიონში“ გატარებული წარმატებული წლების შემდეგ, 2025 წლიდან ნინიაშვილმა კარიერა ევროპული რაგბის კიდევ ერთ გრანდში - „ლა როშელში“ გააგრძელა. ფრანგული გრანდის რიგებში გადასვლა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ქართველი უკანა ხაზელი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეთა შორის იკავებს ადგილს.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დავითის დებიუტი 2020–2021 წლებში შედგა. მას შემდეგ იგი „ბორჯღალოსნების“ შეუცვლელ ლიდერად ჩამოყალიბდა.

2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო ჩემპიონატზე ნინიაშვილი ტურნირის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა გახდა - ბურთით დაფარული მეტრების რაოდენობით იგი საუკეთესო მოთამაშეებს შორის დასახელდა, ხოლო ბრიტანულმა მაუწყებელმა (BBC) იგი მსოფლიო თასის ხუთ გამორჩეულ ახალგაზრდა მორაგბეს შორის შეიყვანა.