სცენაზე და სცენის მიღმა: ოთო ფოლადაშვილისა და ჯულიანა ბარგნარის კადრები ზაფხულის არდადეგებიდან - Marao

სცენაზე და სცენის მიღმა: ოთო ფოლადაშვილისა და ჯულიანა ბარგნარის კადრები ზაფხულის არდადეგებიდან

2026-08-24 10:52:36+04:00

მოცეკვავეების, ოთო ფოლადაშვილისა და ჯულიანა ბარგნარის წყვილი ქართველი მაყურებლისთვის განსაკუთრებით საყვარელი და ცნობადია. მათმა წყვილმა უდიდესი პოპულარობა მეგაპროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“ მოიპოვა.

მიუხედავად იმისა, რომ წყვილი პირად ცხოვრებაზე საჯაროდ თითქმიდან არასდროს საუბრობს და მედიასთან ურთიერთობისას ყოველთვის პროფესიულ საქმიანობაზე ამახვილებს ყურადღებას, მათი საერთო კადრები თუ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოები მუდმივად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. გულშემატკივრებს ყოველთვის აინტერესებთ, თუ როგორ ატარებენ დროს ეკრანს მიღმა ცნობილი მოცეკვავეები.

ამჯერად, ზაფხულის ცხელ დღეებს ოთო და ჯულიანა ბაკურიანში ატარებენ.

oto-juliana

  • ულამზესი წყვილის კვიპროსული არდადეგები - ოთო ფოლადაშვილის და ჯულიანა ბარგნარის კადრები 

ოთო ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარგნარი

საზოგადოება კარგად იცნობს  ოთო ფოლადაშვილისა და ჯულიანა ბარგნარის სატელევიზიო წყვილსაც. ისინი უკვე არაერთი წელია, რაც პროფესიონალი მოცეკვავეების ამპლუაში მონაწილეობას იღებენ პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ და საკუთარი ცეკვის სტუდია oTo&Juliana Project-ი აქვთ.

მათი ურთიერთობა არაერთხელ გამხდარა საზოგადოების განხილვის საგანი. ამბობდნენ იმასაც, რომ მათ ფარული რომანი აქვთ, რომელსაც საგულდაგულოდ მალავენ. მიუხედავად ამისა, არც ოთო და არც ჯულიანა პირად ცხოვრებაზე ხმამაღლა ამ დრომდე არ საუბრობენ.

oto-juliana

  • VIDEO: დედის ხსოვნისთვის მიძღვნილი ცეკვა - ოთო ფოლადაშვილისა და ჯულიანა ბარგნარის საოცარი შესრულება 

"არ მინდა, ჯულიანა ბარგნარი პირადი ცხოვრების გამო იყოს საინტერესო. ვფიქრობ, ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ ხდება, რაც არანაკლებ საინტერესოა მაყურებლისთვის. პირადი მხოლოდ ჩემთვის, ჩემი მეორე ნახევრისა და ჩვენი უახლოესი მეგობრებისთვის მგონია საინტერესო და არ მინდა, საჯაროდ გამოქვეყნება. როცა სერიოზულ ნაბიჯს გადავდგამ, ყველა გაიგებს, მაგრამ ძალიან დეტალებში მერეც არ შევალ.

თუ ადამიანს უყვარხარ, არჩევანის წინაშე არ დაგაყენებს. საყვარელი ადამიანი მე და ჩემს ინტერესებს პატივს უნდა გვცემდეს. სიყვარული მარტო ლტოლვა ხომ არ არის?! საქმე, რომელსაც მთელი ცხოვრება მივუძღვენი, რომელშიც ძალიან წარმატებული ვარ და რომლითაც ვსუნთქავ, თუ მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანს არ ვუყვარვარ. სიყვარული ჩემთვის ცოტა სხვა რამეა და როცა სიყვარულია, ასეთი რადიკალური დათმობები საჭირო არ მგონია.

თუ ქიმია არ იქნება, იქ ვერაფერი დაიწყება. მგონია, რომ სიყვარულს ბევრი ეტაპი აქვს. დასაწყისში არსებული ქიმია მთელი ცხოვრება არ გასტანს, თუ არ იქნება პატივისცემა, ნდობა და ერთგულება. ჩემი აზრით, ეს სამი ასპექტი ინარჩუნებს და ავითარებს სიყვარულს. შესაძლოა, მუშაობა სიყვარულთან მიმართებით ცუდად ჟღერს, მაგრამ მგონია, რომ ორივემ უნდა ვიზრუნოთ მის შენარჩუნებასა და განვითარებაზე" - ამბობდა ჯულიანა ერთ-ერთ ინტერვიუში.