"სუხიშვილების" მოცეკვავე, ქეთი ხადური და გიორგი ხვისტანი პირველ შვილს ელოდებიან - "ჩვენი ოჯახის ახალი წევრი გზაშია" - Marao

"სუხიშვილების" მოცეკვავე, ქეთი ხადური და გიორგი ხვისტანი პირველ შვილს ელოდებიან - "ჩვენი ოჯახის ახალი წევრი გზაშია"

2026-08-25 10:19:08+04:00

საქართველოს ეროვნული ბალეტის, „სუხიშვილების“ არტისტები საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოველთვის ექცევიან, თუმცა მათი პირადი ცხოვრების ბედნიერი სიახლეები განსაკუთრებულ სიყვარულსა და თბილ გამოხმაურებას იმსახურებს. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული მოცეკვავე ქეთი ხადურია, რომლის ცხოვრებაშიც კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი დაიწყო.

  • TOP 6 პატარძალი „სუხიშვილებიდან“ - ქორწილები, რომლებმაც მთელი ქვეყანა აალაპარაკა

გასულ წელს ქეთი და მისი რჩეული, გიორგი ხვისტანი დაოჯახდნენ. მათი ქორწილის კადრებმა სოციალური ქსელი მალევე დაიპყრო და ვირუსულად გავრცელდა. საზოგადოება აღფრთოვანებას ვერ მალავდა პატარძლის დახვეწილი, ელეგანტური იერითა და ულამაზესი კაბით. რა თქმა უნდა, დღესასწაულს არ ჩაუვლია „სუხიშვილების“ ენერგიული და ემოციური ცეკვის გარეშე.

ცოტა ხნის წინ კი წყვილმა გულშემატკივრებს კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი გაუზიარა - ქეთი და გიორგი პირველ შვილს ელოდებიან.

khaduri

ქეთი ხადური

ქეთი თბილისში დაიბადა და გაიზარდა. ის 6 წლის ასაკიდან დადიოდა ცეკვაზე. თავდაპირველად მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, ანსამბლ "თამარიონში" დაიწყო ცეკვა. შემდეგ კი "სუხიშვილების" აკადემიაში დაიწყო სიარული.

ქეთი ჟურნალისტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტზე სწავლობს. მაგისტრატურის გაგრძელებას კი პიარის მიმართულებით გეგმავს.

"ჯერ მხოლოდ მეორე კურსზე ვარ და ჟურნალისტიკის განხრით ბედი არ მიცდია, მაგრამ ძალიან მიხარია, მასობრივი კომუნიკაციის ფაკულტეტი რომ ავირჩიე. ბავშვობაში ყოველთვის მომწონდა ტელევიზია და მინდოდა წამყვანი ვყოფილიყავი. ჩემი სამომავლო გეგმები, რა თქმა უნდა, ცეკვას ეხება, მაგრამ ამასთან, მაგისტრატურასაც განვიხილავ პიარის განხრით..." - ამბობდა ქეთი ხადური ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში.

  • ქორწილი, რომელმაც სოციალური ქსელი აალაპარაკა: "სუხიშვილების" მოცეკვავის, ქეთი ხადურის ჯადოსნური ქორწილი

ასევე ქეთი ინტერვიუში პირველი გასტროლის ემოციას იხსენებს.

"საქართველოს საზღვარი პირველად დავტოვე და თვე-ნახევრით აფრიკაში წავედი, 10 წელი სწორედ გასტროლზე შემისრულდა. ის შთაბეჭდილებები დღემდე მახსოვს, გაოგნებული დავრჩი, როცა ჩვენგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანები განსხვავებული ტრადიციებით აღმოვაჩინე. ოჯახი, ქვეყანა, სახლი, სამეგობრო იმდენად მენატრებოდა, უნებურად მეტირებოდა და ემოციების კონტროლი მიჭირდა. ქალაქიდან ქალაქში გადასვლა მღლიდა, მიჭირდა ახალ გარემოსთან შეგუება და სხვა სცენაზე ცეკვა. დღემდე მახსოვს აეროპორტში ქართული ენის გაგონებისას ჩემი ემოციები. ამ საგასტროლო ტურის შემდგომ ბევრ რამეს მივხვდი: გავაცნობიერე, როგორ სერიოზულად აღიქვამს ოჯახი ჩემს კარიერას; ასევე გავიაზრე, თუ როგორ ზრდის და აყალიბებს მოცეკვავეს საზღვარგარეთ სიარული და რამდენად საჭიროა კარიერული წინსვლისთვის" - ამბობს ქეთი.

ქეთი დაოჯახებულია, მისი მეუღლე გიორგი ხვისტანია.