TOP 6 პატარძალი „სუხიშვილებიდან“ - ქორწილები, რომლებმაც მთელი ქვეყანა აალაპარაკა - Marao

TOP 6 პატარძალი „სუხიშვილებიდან“ - ქორწილები, რომლებმაც მთელი ქვეყანა აალაპარაკა

2026-07-28 11:31:53+04:00

„სუხიშვილების“ სცენა მხოლოს ცეკვა, ენერგია და ქართული კულტურის მწვერვალი არ არის - ეს არის სამყარო, სადაც ესთეტიკა, გრაციოზულობა და სტილი ყოველდღიურობის ნაწილია. გასაკვირი არ არის, რომ როდესაც ანსამბლის მოცეკვავეები ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან, მათი ქორწილები ნამდვილ კულტურულ მოვლენად და სოციალური ქსელების მთავარ თემად იქცევა ხოლმე. გამორჩეული გემოვნება, დახვეწილი საქორწინო კაბები და ტრადიციისა თუ თანამედროვეობის სრულყოფილი სინთეზი - წარმოგიდგენთ „სუხიშვილების“ ახალი თაობის 6 გამორჩეულ პატარძალს, რომელთა ქორწილებმაც ბოლო დროს მთელი საქართველო აალაპარაკა.

ელენე ნაჭყებია და ლუკა ჭანიშვილი

ახალგაზრდა მომღერალსა და მოცეკვავეს, ლუკა ჭანიშვილს სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. ის საკუთარი ვიდეოებით მალევე გახდა პოპულარული, მისი შესრულებული სიმღერები და ქართული ცეკვა კი ყოველთვის იმსახურებდა მოწონებას. მისი მეუღლე, უმშვენიერესი ელენე ნაჭყებიაც პროფესიონალი მოცეკვავეა. გამორჩეული გარეგნობისა და პლასტიკის მქონდე ელენემ მაყურებლის გული პირველივე გამოჩენისას მოიგო. 

  • "სუხიშვილების" ახალი თაობა - TOP 8 გოგო განსაკუთრებული შარმით, ნიჭითა და ქარიზმით

სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ელენესა და ლუკას ნიშნობის ვიდეო. როგორც წყვილი იხსენებდა, ყველაფერი სპონტანურად ელენეს დაბადების დღეზე მოხდა. უმშვენიერესი მოცეკვავისთვის საყვარელი ადამიანისგან ხელის თხოვნა მოულოდნელი იყო. 

ხელის თხოვნა კი წყვილმა ულამაზესი ქორწილით დააგვირგვინა და ახლა უცნობებისა თუ ნაცნობებისგან უამრავ კომპლიმენტსა და კეთილ სურვილს იღებენ. 

elene-nachyebia

თათა ვასაძე და ბათა ზედგენიძე

ლევან ვასაძის შვილის, თათა ვასაძისა და ბათა ზედგინიძის ქორწილი 2024 წლის 28 ივლისს გაიმართა. ქორწილი ტრდიციული მოტივებით გაიმართა, თათამ ქართული ორნამენტებით გაფორმებული სამოსი შეარჩია. საღამოს წვეულებას წყვილის ახლობლები და მეგობრები დაესწრნენ. 

vasadze

ქეთი ხადური და გიორგი ხვისტანი

"სუხიშვილების" მოცეკვავე ქეთი ხადური 2025 წელს დაქორწინდა. ქეთის მეუღლე გიორგი ხვისტანია. სოციალურ ქსელში ქორწილის უამრავი ვიდეო გავრცელდა - ეს დღე ნამდვილ ზეიმს ჰგავდა - ქეთიმ "სუხიშვილების" მოცეკვავეებთან ერთად ქართული ტრადიციული ცეკვები შეასრულა. უალამაზეს დეკორაციებსა და სადღესასწაულო გარემოსთან ერთად, საღამო დაუვიწყარ დღესასწაულად იქცა. 

khaduri

ნინი გელხაური და ლევან ახვლედიანი

ნინი გელხაური "სუხიშვილების" ახალი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა, როგორც თავად "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში იხსენებდა, მოცეკვავეობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა: 

"ბაღიდან მოყოლებული, რაც თავი მახსოვს, ვცეკვავ... ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, სცენაზე "სუხიშვილების" ანსამბლის სახელით გამოვსულიყავი. ეს ის ადგილია, სადაც ყველაფერი მავიწყდება და თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ. ვიდრე დიდ სცენაზე გავიდოდი, დიდი შრომა დამჭირდა. ასევე იყო ბევრი განცდა, ნერვიულობა... ჩემი პირველი კონცერტი ახალი წლის საღამოს დაემთხვა და იმ დღეს განსაკუთრებულად ვიხსენებ".

  • გოგო ცნობილი ვიდეოდან: "სუხიშვილების" ახალი თაობის ვარსკლავი: "ჩემი მთავარი მიზანია, ვიცეკვო ანსამბლის შემადგენლობაში"

ის ჯადოსნური გარემო, რომელსაც ნინი ანსამბლის სხვა მოცეკვავეებთან ერთად სცენაზე ქმნის, საკუთარ ქორწილშიც გადმოიტანა - მისი და მისი რჩეულის, ლევან ახვლედიანის წვეულება სავსე იყო სიმღერით, გართობითა და, რა თქმა უნდა, ქართული ცეკვით. საღამო კიდევ უფრო გაალამაზეს დათო გომართელმა და ანსამბლმა „შვიდკაცა“.

gelxauri

ანა სუხიშვილი და გიორგი სებისკვერძე

ანა სუხიშვილი "სუხიშვილების" გზის კიდევ ერთი ღირსეული გამგრძელებელია. განსაკუთრებული გარეგნობისა და ნიჭის ახალგაზრდა მოცეკვავე აქტიურია სოციალურ ქსელშიც და კადრებს სცენიდან თუ სცენის მიღმა ხშირად გვიზიარებს. 

ანა სუხიშვილის რჩეული ასევე „სუხიშვილების“ მოცეკვავე გიორგი სებისკვერაძეა. წყვილის ნიშნობა 14 თებერვალს, სიყვარულის დღეს მეგობრების თანდასწრებით შედგა.

  • "ქართველია?" - ზღაპრული პატარძალი, რომლის ფოტოებმაც სოციალური ქსელი დაიპყრო

ანა სუხიშვილისა და გიორგი სებისკვერაძის ქორწილი სავსე იყო ტრადიციული ქართული სიმღერითა და, რა თქმა უნდა, ცეკვით - ქორწილი, რომელიც წყვილმა მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნა, ნამდვილ დღესასწაულს ჰგავდა - კადრებმა ამ ჯადოსნური საღამოდან უამრავი მოწონება დაიმსახურა. 

sukhishvili

მარიამ ბერაძე და გიორგი ფეიქრიშვილი

მარიამ ბერაძე „სუხიშვილების“ ახალი თაობის კიდევ ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელი და გამორჩეული სახეა. მშვენიერი ახალგაზრდა მოცეკვავე რჩეულზე, გიორგი ფეიქრიშვილზე გასული წლის ნოემბერში დაინიშნა. ხელის თხოვნის ცერემონია სიყვარულის ქალაქში, პარიზში შედგა. განათებული ეიფელის კოშკის ფონზე დაწყებული ეს ზღაპარი კი ულამაზესი ქორწილით დაგვირგვინდა. 

ქორწილი, რომელიც წყვილის მეგობრებისა და ოჯახის წევრების თანხლებით ჩატარდა, ულამაზესი თეთრი ფერის დეკორაციების, ფეიერვერკებისა და სადღესასწაულო ტორტის ფონზე შედგა. საღამო კი, რა თქმა უნდა, „სუხიშვილების“ ცეკვით დაგვირგვინდა - ეს დღე ნამდვილ დღესასწაულს ჰგავდა. 

beradze