თავის მოვლის რუტინა, შემოდგომის ტრენდები და ცხოვრებისეული ბალანსი - თაკო ჩხეიძის რჩევები - Marao

თავის მოვლის რუტინა, შემოდგომის ტრენდები და ცხოვრებისეული ბალანსი - თაკო ჩხეიძის რჩევები

2026-11-11 13:59:19+04:00

მოდელი თაკო ჩხეიძე გამომწერების შეკითხვებს პასუხობს და თავისი ცხოვრებისეული გამოცდილების, თავის მოვლისა და სტილის საიდუმლოებებს აზიარებს.

თაკო ჩხეიძის რჩევები

- რას ურჩევთ 25-28 წლის გოგონებს?

არ შეადაროთ საკუთარი თავი სხვებს. იზრუნეთ განათლებაზე, კარიერაზე, ჯანმრთელობასა და ფინანსურ დამოუკიდებლობაზე. არ შეგეშინდეთ შეცდომების და რაც მთავარია დატკბით ამ ულამაზესი ასაკით.

tako-chkheidze

  • "დიახ, თავდაჯერებულობა მაკლდა და სცენაზე გამოსვლა ძალიან მიჭირდა" - ლიკა კვარაცხელიას გულწრფელი ინტერვიუ 

- წონას როგორ ინარჩუნებთ?

კვირაში დაახლოებით სამჯერ ვვარჯიშობ, განსაკუთრებით პილატესი და გაწელვები მიყვარს. ბევრს დავდივარ ფეხით... არანაირი მკაცრი შეზღუდვა არ მაქვს, უბრალოდ ვაბალანსებ: თუ საღამოს მძიმე ვახშამი მელის, დილით მსუბუქად ვიკვებები. ტკბილიც დიდად არ მიყვარს.  ჩემთვის მთავარი ზომიერება და მუდმივი მოძრაობა.

tako-chkheidze

- საყვარელი ადამიანი დაგიკარგავთ და როგორ გამკლავებიხართ ამ პრობლემას?

კი... დავკარგე მამა, უახლოესი მეგობარი, რომელთან ერთადაც თითქოს ჩემი ბავშვობის ნაწილიც წავიდა და ჩემი უსაყვარლესი ლეო. ასეთ დანაკარგებს ბოლომდე ვერ უმკლავდები. უბრალოდ სწავლობ ტკივილთან ერთად ცხოვრებას. მეხმარება ოჯახი, რწმენა და მათთან დაკავშირებული უძვირფასესი მოგონებები.

tako-chkheidze

  • 4 პროცედურა, რომლებსაც თაკო ჩხეიძე იტარებს: სუფთა, ბრწყინვალე და ახალგაზრდა კანისთვის 

- გაგვიზიარეთ, რას ატარებთ ამ შემოდგომაზე,  რა იქნება ტრენდში?

ძალიან მიყვარს შემოდგომა და მისი ფერები: შინდისფერი, შოკოლადისფერი, რუხი, ბეჟი და ლურჯი. წელს ფირუზისფერსა და ლიმონისფერსაც დავამატებ. ჩემი პიჯაკებისა და თრენჩების გარეშე. ახალ თრენჩსაც აუცილებლად შევიძენ. პიჯაკები და თრენჩები არასდროს არის ბევრი.

tako-chkheidze

- ასეთ პრიალა კანს როგორ ინარჩუნებთ? რა პროცედურებს იტარებთ?

- რა თქმა უნდა გენეტიკაც თავის როლს თამაშობს, თუმცა ჩემთვის მთავარია სწორად შერჩეული და რეგულარული მოვლის რუტინა, კანის  გაწმენდა, დატენიანება და ყოველდღიურად SPF-ის გამოყენება. პერიოდულად ვიკეთებ HYDRAFACIAL-ს, ბიორევიტალიზაციასა და სახის მასაჟს.

ყოველდღიურ რეჟიმში ყოველთვის ვცდილობ რამოდენიმე წუთი მხოლოდ საკუთარ თავს დავუთმო. თავის მოვლა ჩემი დღის ყველაზე მშვიდი ნაწილია. რამდენიმე წუთი, რომელიც მთლიანად საკუთარ თავს ეკუთვნის.

კვირაში ერთხელ პილინგით კანს განვაახლებ, რომ უკეთ მომზადდეს შემდგომი მოვლისთვის. შემდეგ შრატი, თვალის კრემი და სახის კრემი - ინტენსიური დატენიანება, რომელიც კანს ყოველდღიურად ძალიან სჭირდება. სწორი დატენიანება ქმნის ჯანსაღი და მოვლილი კანის საფუძველს.

მიყვარს, როცა ყველაფერი მარტივია, მაგრამ თითოეულ ნაბიჯს თავისი მნიშვნელობა აქვს და სწორედ ამიტომ, ჩემთვის Rexaline უკვე რუტინა აღარ არის.

- როგორ უვლით თავს და როგორია თქვენი დილის რუტინა?

დილას სახის მსუბუქი გაწმენდით ვიწყებ, შემდეგ ტონერი, შრატი, დამატენიანებელი და აუცილებლად SPF. ყავა კი ჩემი დილის მთავარი რიტუალია. თავის მოვლა ჩემს შინაგან სიმშვიდესაც ნიშნავს.

 tako-chkheidze

- კვებაზე მოგვიყევი

მკაცრი შეზღუდვები არ მაქვს, ჩემთვის მთავარია ბალანსი. თუ საღამოს შედარებით მძიმე ვახშამი გამომივიდა მეორე დღეს უფრო მსუბუქ კვებას ვირჩევ. ტკბილეული დიდად არ მიყვარს, რაც ალბათ ძალიან მეხმარება.

tako-chkheidze