„ეს ულამაზესი ადაჟიო, რომლის ქორეოგრაფიც იური პოსოხოვია, გიორგი ფოცხიშვილთან ერთად“, - წერს ნინო სამადაშვილი და აქვეყნებს კადრებს, რომელიც გულგრილს ვერავის დატოვებს.

ნინო სამადაშვილი მუსიკალურ ოჯახში გაიზარდა და ხელოვნებასთან მჭიდრო კავშირი ბავშვობიდანვე ჰქონდა. იგი მეხუთე სამუსიკო სკოლაში დადიოდა და ფორტეპიანოზე უკრავდა, თუმცა მისი ნამდვილი ოცნება და სურვილი საბალეტო სფერო აღმოჩნდა. ამ საოცარ სამყაროში ფეხი 6 წლის ასაკში შედგა.
ექვსი წლისამ შევდგი ფეხი ამ საოცარ სამყაროში... რა თქმა უნდა, არ ვიცოდი საბალეტო ხელოვნება რამდენ სირთულესთან იყო დაკავშირებული. ჩემთვის წარმოსახვის დონეზე გახლდათ, ესთეტიკურად რომ ძალიან ლამაზია, საყვარელი "პაჩკა" მეცმეოდა, მექნებოდა პუანტები, ლენტები...
როდესაც გაკვეთილები დაიწყო, ძალიან მომეწონა, იმის მიუხედავად, რომ თავიდანვე სიმკაცრე იგრძნობოდა. მესამე გაკვეთილის შემდეგ უკვე ერთი სული მქონდა ბალეტზე როდის წავიდოდი. ჩემს ცხოვრებაში ბევრი არჩევანი იყო. შეიძლებოდა ჰუმანიტარული საგნების მიმართულებით წავსულიყავი, ასევე ფორტეპიანოზე დავდიოდი მეხუთე სამუსიკო სკოლაში. მუსიკალური ოჯახი მყავს და შეიძლება გული დასწყდათ, მუსიკას რომ არ გავყევი, მაგრამ ჩემი სურვილი საბალეტო სფერო იყო.
ისე დაემთხვა, როდესაც ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ვაბარებდი, ბალეტის გამოცდა მქონდა და პირდაპირ იქიდან წასვლა მომიხდა, რადგან ორკესტრთან ერთად ჰაიდნის მესამე კონცერტს ვუკრავდი. მხოლოდ ათი წლის ვიყავი და კარგად მახსოვს, რა ურთულესი დღე მქონდა. თან საბალეტო სკოლაში მეორე ტური ყველაზე რთულად ითვლებოდა და ზუსტად მეორე ტურის დღე იყო. მიუხედავად ამისა, ბალეტმა მომაჯადოვა და ეს გზა ავირჩიე", - ამბობდა ნინო "კვირის პალიტრასთან".

ნინოს ნიჭი შეუმჩნეველი არ დარჩენია ლეგენდარულ ნინო ანანიაშვილს. სულ რაღაც 17 წლის ასაკში, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე, ფრედერიკ ეშტონის ურთულეს პროგრამაში, "დღესასწაული" ჩასვა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მოსწავლეს დასთან ერთად გასტროლზე წასვლის შესაძლებლობა მიეცა.
დღეს ნინო სამადაშვილს უამრავი პერსონალური მიწვევა აქვს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებიდან, მაგრამ მას ხშირად უთქვამს უარი, რადგან ის არ მიიჩნევს სწორად ქვეყნის დატოვებას, მისი თქმით მას შემოთავაზებებმა თეატრში ხელი არ უნდა შეუშალოს. ამასთან უარს მაშინვე ამბობს თუ შემოთავაზება არის რუსეთიდან ან ორგანიზატორი არის რუსი.
გიორგი ფოცხიშვილი ფოცხიშვილების ქართული ხალხური ცეკვის დინასტიის წარმომადგენელია. მისი ოჯახი 60 წელია ამ საქმეს ემსახურება. ბაბუა, გელოდი ფოცხიშვილი იყო ქორეოგრაფიული ანსამბლის, „მეტეხის“ დამაარსებელი. გიორგის მშობლებმა, მაია კიკნაძემ და გელა ფოცხიშვილმა, ოჯახის ტრადიცია გააგრძელეს, მათ თავიანთი სტილი შექმნეს ქართულ ცეკვაში და ჩამოაყალიბეს ცეკვის აკადემია. რომელსაც თავად ხელმძღვანელობენ.
გიორგიმ ცეკვა ძალიან პატარა ასაკიდან დაიწყო. ასრულებდა ქართულ ტრადიციულ ცეკვებს ოჯახის ეროვნულ საცეკვაო ანსამბლში. 12 წლის იყო, როცა მშობლებმა შესთავაზეს ბალეტში ეცადა ძალები. ეს განსაკუთრებით დედის სურვილი იყო, რადგან იგი პროფესიით ბალერინაა და ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის სკოლა აქვს დამთავრებული.
13 წლის იყო გიორგი ფოცხიშვილი, როცა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სახელოვნებო სკოლაში ჩააბარა, სადაც ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდა.
საბალეტო სკოლის გამოსაშვებისთვის მომზადების პერიოდში, მან „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა დარბაზში ცეკვის დროს გადაღებული ვიდეო. მისთვის მოულოდნელად ვიდეომ ყურადღება მიიქცია და შედეგად მიიღო მიწვევა იტალიიდან, ბერლუსკონის სახელობის კონკურსიდან.
კონკურსი მილანში გაიმართა. გიორგი ჩავიდა, იცეკვა, გაიმარჯვა და ბერლუსკონის საპატიო პრიზიც მიიღო.
სკოლის გამოსაშვებ საღამოზე თბილისში ჩამოვიდა ინგლისის ნაციონალური ბალეტის პრიმაბალერინა ელენე გლურჯიძე. მას სურდა, ქართველი ბალერონები დაეპატიჟებინა საზაფხულო სკოლაში, თავის მასტერკლასებზე, რომლის დაფინანსებაც თავადვე გამოყო.
გიორგი ფოცხიშვილმა საზაფხულო სკოლაში გაიარა მსოფლიოს წამყვანი სკოლების პროგრამა – ნეო კლასიკი, კონტემპორარი, პარტნიორობა სიღრმისეულად – და მიხვდა, რომ ბალეტი ისეთი სფეროა, ევროპაში იმდენი განსხვავებული ადგილია, უნდა იპოვო საკუთარი სტილი, სად უფრო კარგად წარმოაჩენ საკუთარ შესაძლებლობებს.
ბერლუსკონის კონკურსზე ყოფნის პერიოდშიც ფიქრობდა ამ საკითხზე და ასეთი სახელოვნებო სასწავლებელი აღმოაჩინა ჰოლანდიაში, ამსტერდამში.
სწავლის პერიოდში ქორეოგრაფიაში ემზადებოდა გრიგორი ჩიჩერინთან, რომელსაც თვლის ბალერონების საუკეთესო მასწავლებლად, სკოლაში კი გადიოდა სხვადასხვა საგნებს, მასტერკლასებს.
ორი წლის შემდეგ, ჰოლანდიის ნაციონალურმა ბალეტმა შესთავაზა კონტრაქტი, ჯუნიორ კომპანიში, ანუ როგორც სტაჟიორს, დამწყებ მოცეკვავეს. ჯუნიორ კომპანიიდან, რომელიც ორწლიანია, გიორგი ერთი წლის შემდეგ დააწინაურეს და პირველივე თვეში იცეკვა წამყვანი პარტია ნეოკლასიკ ბალეტში, ბეთჰოვენის მეშვიდე სიმფონიაზე დადგმულ სპექტაკლში. რამდენიმე თვის განმავლობაში კიდევ რამდენჯერმე დააწინაურეს. სეზონის კულმინაცია კი გახდა დიდი კლასიკური ბალეტი „რაიმონდა“, რომელშიც ანა ციგანკოვასთან ერთად შეასრულა წამყვანი პარტია.
რამდენიმე მთავარი პარტიის შესრულების შემდეგ გიორგი ფოცხიშვილი გახდა ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის სოლისტი. ამასობაში უნივერსიტეტიც დაამთავრა და ბაკალავრის დიპლომიც აიღო.
ახალგაზრდა ქართველი ბალერონის დებიუტი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე შედგა 2023 წელს, თბილისის საერთაშორისო ბალეტის ფესტივალზე, სპექტაკლში „დონ-კიხოტი“, ნინო სამადაშვილთან პარტნიორობით.