ანანიაშვილების ოჯახში ხელოვნება მხოლოდ პროფესია არ არის, ეს ცხოვრების წესია. მსოფლიოში აღიარებული პრიმა-ბალერინას, ნინო ანანიაშვილის ნიჭმა და ქარიზმამ ოჯახურ ტრადიციას მყარი საფუძველი ჩაუყარა, ეს გზა კი ღირსეულად გააგრძელა მისმა ძმისშვილმა, უმცროსმა ნინო ანანიაშვილმა.

უმცროსი ნინო ანანიაშვილი
უმცროსი ნინო ანანიაშვილი აქტიურადაა ჩართული საბალეტო დასის საქმიანობაში და წარმატებით ხელმძღვანელობს მამიდის სახელობის სტუდიას, სადაც ახალგაზრდა ტალანტების აღზრდას უძღვება. თუმცა, მისი შემოქმედებითი ინტერესები მხოლოდ ცეკვით არ შემოიფარგლება.
უმცროსი ნინო წარმატებული მსახიობიცაა - მაყურებელს მისი ხილვა კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე შეუძლია, სადაც ის თავისი ოსტატობითა და არტისტულობით გამორჩეულ სახეებს ქმნის.
შემოქმედებითი წარმატებების პარალელურად, უმცროსი ნინოს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეა პირად ცხოვრებაშიც. მან ცოტა ხნის წინ ოჯახი შექმნა - მისი რჩეული ნიკა კოხოძეა. წყვილის დაქორწინება უამრავმა ადამიანმა მიულოცა.




