"გრეგორი პეკთან დაკავშირებით ასეთი ისტორია გადამხდა" - ია ფარულავას ჰოლივუდური ისტორიები: ჯონი დეპი, მადონა და გრეგორი პეკი - Marao

"გრეგორი პეკთან დაკავშირებით ასეთი ისტორია გადამხდა" - ია ფარულავას ჰოლივუდური ისტორიები: ჯონი დეპი, მადონა და გრეგორი პეკი

2026-08-27 14:41:22+04:00

მსახიობი ია ფარულავა გიორგი მახარაშვილისა და გიორგი კალატოზის პოდკასტ „ფუუ პოდკასტის“ სტუმარი იყო, სადაც ამერიკაში ცხოვრების პერიოდი გაიხსენა და მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან შეხვედრის უცნობ დეტალებზე ისაუბრა.

"ჰოლივუდის ვარსკვლავებიდან შეხვედრილი ვარ ჯონი დეპს, შერონ სტოუნს, მადონასა და მერილინ მენსონს. ესენი A-კატეგორიის მსახიობები არიან, ხოლო B-კატეგორიიდან ახლოს ვმეგობრობდი ლორენცო ლამასთან, ბევერლი დიანჯელოსთან.

რაც შეეხება გრეგორი პეკს, ეს უკვე სულ სხვა დონეა და მასთან დაკავშირებით ასეთი ისტორია გადამხდა: ჩემმა პედაგოგმა ანდერძში დაწერა, რომ გარდაცვალების შემდეგ მისი ფერფლი ზღვაში უნდა ჩაგვეყარა. ამ ცერემონიაზე ვიყავით: თავად გრეგორი პეკი, მე, კიდევ ერთი ქალი.

სპეციალური კატერით გავედით ზღვაში და როდესაც ჩემი პედაგოგის ფერფლს წყალში ვყრიდით, იქვე ვისარგებლე შემთხვევით და გრეგორი პეკს ვკითხე: „მართალია, რომ ბათუმელი ნიჟარაძე ხართ?“. მან გაოცებულმა მიპასუხა, რას ამბობ, საიდან მოიტანე, დედა ირლანდიელი მყავსო.

სინანულით ვიხსენებ, რომ იმ დროს მობილური ტელეფონები არ იყო და ფოტოს გადაღება ვერ მოვახერხე".

ia=-parulava

  • "გეთქვა, რომ ლამაზი ვიყავი, გეთქვა, რომ განსაკუთრებული ვიყავი... - არავინ არაფერს მეუბნებოდა" - ია ფარულავას ინტერვიუ ამბებზე, რომლებიც ჯერ არ მოგისმენიათ 

ია ფარულავა - ბიოგრაფია, კარიერა 

"ვარ ერთი გიჟი ქალი, მაგრამ არა სულელი" - ასე ახასიათებს საკუთარ თავს მსახიობი ია ფარულავა. ია უკვე მრავალი წელია, მაყურებლისთვის საყვარელი და, ამავდროულად, საინტერესო ფიგურაა. მას საკუთარი ცხოვრების, განვლილი გზისა თუ ოჯახის შესახებ არაერთხელ უსაუბრია საჯაროდ. საინტერესო ამბებსა და ისტორიებს ია ფარულავას შესახებ კიდევ ერთხელ გაგაცნობთ. 

ია ფარულავა დაიბადა 1967 წლის 5 თებერვალს თბილისში, სკულპტორისა და მხატვრის, ოთარ ფარულავას ოჯახში. მისი სამსახიობო კარიერა 12 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც რეჟისორ ნანა ხატისკაცის ფილმში „ძნელი დასაწყისი“ (1981) ობოლი გოგონას, თიკოს როლი შეასრულა. 

მამამისი, ოთარ ფარულავა, ცნობილი ქართველი მხატვარი და მოქანდაკე იყო. მისი პირველი მეუღლე ოპერის მომღერალი მედეა ამირანაშვილი გახლდათ, რის გამოც ია ბავშვობაში ხშირად სტუმრობდა ოპერის თეატრს და კულისებიდან ადევნებდა თვალს წარმოდგენებს.

  • ია ფარულავას მშვენიერი ძმისშვილი, რომელიც ძალიან ჰგავს ცნობილ მამიდას: სალომე ფარულავას ბრძოლა ჭარბ წონასთან და ცხოვრება დღეს 

ია ფარულავას ბავშვობა ფერად და მხიარულ პერიოდად ახსოვს, სადაც ხელოვნება და კულტურა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. მამის გავლენით, ის და მისი ძმა ხშირად ათვალიერებდნენ რენესანსის მხატვრების ნამუშევრებს და უსმენდნენ კლასიკურ მუსიკას, რაც მათ ესთეტიკურ აღქმაზე დიდ გავლენას ახდენდა. 

ია ფარულავას ერთ-ერთ ინტერვიუში დედასაც იხსენებდა და ამბობდა, რომ განსაკუთრებული გარეგნობის ქალი იყო: "დედა ძალიან ლამაზი ქალი იყო - მოდელი და მოცეკვავე. დედასაც ვგავარ და მამასაც. როდესაც მოსკოვში მოდის ჩვენება გაიმართა, ამ ჩვენებაში მონაწილეობას დედაჩემიც იღებდა. ტოქსიკური დედა იყო - თვითონ ვერ განახორციელა თავისი დიდი ოცნებები, არაჩვეულებრივად მღეროდა. ეგზოტიკური გარეგნობა ჰქონდა. თავისი თავის რეალიზება ვერ შეძლო და ამიტომ ცოტა ტოქსიკური იყო. თავისი მიზნები შვილებს გადასცა - და ჩვენც ისეთები გავხდით, როგორიც მას სურდა".