ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი გიორგი იაშვილის გადაცემას ეწვია, სადაც ქართული ტელესივრცის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროექტის, „ნანუკას შოუს“ შექმნის კულისებსა და საინტერესო დეტალებზე ისაუბრა.
ნანუკა ჟორჟოლიანი "ნანუკას შოუს" შესახებ
"ბოლო დროს ხშირად ვხვდები სტუდენტებსა და ახალგაზრდებს, და ყველა ასე იწყებს - „მე შენს გადაცემაზე გავიზარდეო“, რაც ძალიან მომწონს. მოკლედ, გულწრფელად მიხარია, როდესაც ადამიანები მეუბნებიან, რომ ეს შოუ მათ ოჯახში ხშირი სტუმარი იყო.
რადგან მაიკოს გასართობი კონტენტი ჰქონდა „რუსთავი 2“-ზე, „იმედზე“ კი იმ დროს ასეთი შინაარსისა და ტიპის გადაცემა არ არსებობდა, გადავწყვიტეთ, ეს იდეა „იმედისთვის“ შეგვეთავაზებინა. თან იქ „ღამის შოუ სტუდია“ იყო, რომელთანაც წარსულში კავშირი მქონდა. მახსოვს, მაშინ მივედი გოგიჩასთან და ვუთხარი: „მოდი, „ღამის შოუმ“ გააკეთოს ეს პროექტი, ასეთი იდეა მაქვს-მეთქი“. ძალიან მარტივად დამთანხმდნენ.
მაშინ გიორგი ისაკაძემ მახსოვს დაარქვა სახელი „ნანუკას შოუ“, იმიტომ რომ მითხრა: „კაი რა, „ნანუკას შოუ“ მარტივია, მარკეტინგულადაც სწორია; ახლა რაღაც სხვა სახელი... მერე იმ სახელზე მუშაობაა საჭირო, მერე მაყურებლისთვის იმის ახსნა, რომ ეს სახელი შენთან ასოცირდება, და მოდი, პირდაპირ „ნანუკა“ დავარქვათო“. და დავარქვით „ნანუკა“.
თან უკვე არსებობდა ეს ფორმატი, ელინის, ოპრას, გარდა „ვანოს შოუსი“ და „ღამის შოუსაც“ უკვე ჰქონდა ეს გამოცდილება. მაშინ აკეთებდნენ სერიალ „ugly betty“ და კიდევ სხვა პროექტებს. მახსოვს, ოპრას პროდიუსერებთან ჰქონდათ კომუნიკაცია, რათა რაღაც რჩევები მიეღოთ, და „ღამის შოუმ“ შექმნა ის პირველადი ბაზისი ფორმატი, რაზეც მერე უკვე სხვა იდეები უნდა დაგვეშენებინა.
მახსოვს, მაშინ ტელეკომპანია „იმედი“ ძალიან ბევრ პროექტს აკეთებდა. დაახლოებით 15 პროექტზე ვესაუბრებოდით ამერიკელებს და მათთან 3-საათიანი ზარები , ანუ ბოლოს ვღლიდით. მახსოვს, ერთ-ერთმა ქართველმა, რომელიც გვერთვებოდა, ბოლოს თქვა: „მოკლედ, რაზეც ელაპარაკებით, აქედან გამოვა „ugly betty“, „ნანუკას შოუ“ და კიდევ ერთი პროექტი, ის პროექტიც „ღამის შოუსი“ იყო. სხვებზე პასუხს ვერ ვაგებთ, მაგრამ ეს მესამე პროექტი ნამდვილად გამოვაო“. და ზუსტად ის სამი პროექტი გამოვიდა.“ - ამბობს ნანუკა.
