“ძვირფასო მეგობრებო, ნაცნობებო თუ უცნობებო, ვრცელდება ძალიან მდაბიო იუმორით გაკეთებული ვიდეო, სადაც მცდელობაა ნანის დაცინვის.
უმორჩილესად გთხოვთ, განსაკუთრებით სხვადასხვა მედია საშუალებებს, პორტალებს და ფბ გვერდებს, თავი შეიკავოთ გავრცელებისგან, ამით თქვენ უფრო მეტ ყურადღებას უთმობთ ამ უნიჭობას და ხელს უწყობთ ეს ამბავი გახდეს სალაპარაკო. ნანის არავისი დაცვა არ სჭირდება, ის დიდი ღირსების და სწორი ღირებულებების ადამიანია.
ზოგადად, უკიდურესი მდგომარეობაა რაც საზოგადოებას გვჭირს, თითქოს ერთმანეთის დასამარებით ვხარობთ... ეს კი, ნამდვილად ტრაგედიამდე მიგვიყვანს.
მართალია ოცნების პოლიტიკამ მოგვიყვანა აქამდე, მაგრამ ჩვენ თავად ხელს ვუწყობთ უფრო მეტად დავუპირისპირდეთ ერთმანეთს.
მოკლედ გთხოვთ, ჩემი ოჯახის თხოვნა/მოთხოვნა გაითვალისწინოთ და ამ საცოდავი, გამწარებული, უკვე უნიჭო კაცის ნაბოდვარს ნუ შეუწყობთ ხელს გავრცელებაში.
მადლობა,“ - წერს ნატალია ქუთათელაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ AI-ს მიერ შექმნილ ვიდეოზე. ვიდეო გვერდმა i ucnobi • აი უცნობი გააზიარა, რომელიც ქართველ მუსიკოსს, გიორგი - გია გაჩეჩილაძეს ეკუთვნის. "ნანი ოფენ ეარზე 2027", - წერს ვიდეოს ავტორი.

ნანი ბრეგვაძე და Tbilisi Open Air 2025
2025 წლის 25 მაისს, ფესტივალ Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე შეკრებილი მაყურებელი უნიკალური მუსიკალური მოვლენის მოწმე გახდა. ლეგენდარულმა ქართველმა მომღერალმა, ნანი ბრეგვაძემ, ელექტრონული მუსიკის არტისტ Kordz-თან (ალექსანდრე კორძაია) და მის ბენდთან ერთად, შთამბეჭდავი და ემოციური ინტერგენერაციული შოუ წარადგინა.
25 მაისის გვიან ღამეს, ნანი ბრეგვაძე Kordz & Band-თან და პროექტ Mechanical Rainbow-სთან ერთად წარდგა მსმენელის წინაშე. ფესტივალის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, Kordz-მა გამოუშვა გოგი ცაბაძის 1973 წლის კლასიკური კომპოზიციის, „მთვარეოს“ ახლებური, ელექტრონული ელემენტებით გაჯერებული ვერსია, რომელშიც მთავარი ვოკალური პარტია სწორედ ნანი ბრეგვაძემ შეასრულა.
კრიტიკოსებმა და მსმენელებმა ეს გამოსვლა ფესტივალის ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ და გამაერთიანებელ მომენტად შეაფასეს. შოუმ ოსტატურად გაავა ხიდი ქართული მუსიკის სხვადასხვა ეპოქასა და თაობას შორის.
