სოხუმიდან მილანის მოდის მწვერვალამდე: როგორ გეგმავს დემნა Gucci-ს ისტორიის შეცვლას - Marao

სოხუმიდან მილანის მოდის მწვერვალამდე: როგორ გეგმავს დემნა Gucci-ს ისტორიის შეცვლას

2026-08-31 11:29:58+04:00

ქართველი დიზაინერი დემნა, რომელმაც მოდის სამყარო Vetements-ითა და Balenciaga-თი აალაპარაკა, Gucci-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი გახდა.

ბრენდის სათავეში ჩადგომის შემდეგ, მან Gucci-ს ისტორიის შესწავლა ეტაპობრივად დაიწყო.

ახლა დემნა აცხადებს, რომ მზადაა შექმნას სრულიად ახალი Gucci, ისეთი, რომელიც პატივს სცემს მოდის სახლის წარსულს, თუმცა სრულად ასახავს მის ინდივიდუალურ ხედვას.

მისი მთავარი მიზანი ახალი სილუეტების დამკვიდრებაა. ისევე, როგორც Chanel-ი ასოცირდება ოთხკუთხა პიჯაკთან, ხოლო Dior-ი ქვიშის საათის ფორმის კაბასთან, დემნას სურს შექმნას ფორმები და პროპორციები, რომლებიც Gucci-ს ახალ სავიზიტო ბარათად იქცევა.

demna-gvasalia

  • "არცერთ ბრენდს არასდროს გაუბედავს მსგავსი სითამამე" - რას წერს Vogue Runway-ის გლობალური დირექტორი დემნა გვასალიას შესახებ 

რას წერს  vogue runway?

სულ რაღაც ათიოდე წელიწადში, საქართველოში დაბადებული დიზაინერი დემნა Vetements-ის ბავშვიდან Gucci-ს სათავემდე ავიდა. მას შემდეგ, რაც მან ბრენდის გააზრების პროცესი ეტაპობრივად გაიარა, დაიწყო „La Famiglia“-ს საფუძვლებით და განაგრძო თავისი პირველი მილანური ჩვენების სექსუალური, ფორდისეული კლუბური სტილით, იგი გრძნობს, რომ მზადაა წარმოადგინოს Gucci, რომელიც ეფუძნება მოდის სახლის ისტორიას, თუმცა ამავდროულად სრულიად მისია.

  • "სულით ხორცამდე ვამაყობ იმით, რომ ერთმა სოხუმელმა ბიჭმა - ბევრ ცხოვრებისეულ ქარტეხილებზე გამარჯვებულმა, შეინარჩუნა ის ნამდვილი სითბო" - ამბავი დემნა გვასალიაზე 

მოდის ენაზე ეს ნიშნავს ახალი სილუეტების შექმნას: ფორმის, პროპორციისა და განწყობის განსაკუთრებულ კონფიგურაციებს, რომლებიც, Chanel-ის ოთხკუთხა პიჯაკისა თუ Dior-ის ქვიშის საათის ფორმის კაბის მსგავსად, მყისიერად ცნობადი გახდება, როგორც ბრენდისადმი მისი ხედვის ხელწერა.