"ეს არის შენი ადამიანობა, ზრუნვა, სიყვარული, მონდომება და სიკეთე" - მარიამ მათიაშვილის წერილი მეუღლეს - Marao

"ეს არის შენი ადამიანობა, ზრუნვა, სიყვარული, მონდომება და სიკეთე" - მარიამ მათიაშვილის წერილი მეუღლეს

2026-08-31 11:52:24+04:00

„სუხიშვილების“ ყოფილმა მოცეკვავემ, მარიამ მათიაშვილმა 35 წლის იუბილე ოჯახის წევრებისა და ახლო მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა. სადღესასწაულო დღეების შემდეგ მან სოციალურ ქსელში მეუღლეს მიმართა და საჯაროდ გადაუხადა მადლობა იმ ზრუნვისა და სიყვარულისთვის, რომელსაც ყოველდღიურად გრძნობს.

"მოდი თავიდან დავიწყოთ. ჩემი 35 წელი ამ ადამიანის გარეშე არ შედგებოდა. ყოველ  წელს ჩემზე მეტად ემზადება და უყვარს ჩემი დაბადების დღე. ამხელა მონდომებით, სიყვარულით და ბედნიერებით ადამიანი ელოდებოდეს სხვის დღეობას, მე არ მსმენია. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, ეს არის შენი ადამიანობა, ზრუნვა, სიყვარული, მონდომება და სიკეთე, რომელიც ძალიან ბევრს არ აქვს. დიდი მადლობა ყველაფრისთვის. მიყვარხარ, მეამაყები და მეიმედები" -  წერს მარიამ მათიაშვილი

mariam-matiashvili

  • „სუხიშვილების“ მოცეკვავე მარიამ მათიაშვილი იუბილარია - ნამდვილი ზეიმი და გრანდიოზული წვეულება 

მარიამ მათიაშვილის ოჯახი და კარიერა

ქართული ცეკვის სამყაროში მარიამ მათიაშვილის სახელი უკვე დიდი ხანია დახვეწილობისა და პროფესიონალიზმის სინონიმად იქცა. ანსამბლ „სუხიშვილების“ ყოფილი სოლისტი ამ სფეროთი ადრეულ ასაკშივე დაინტერესდა, რაც სულაც არ არის გასაკვირი - ის ხომ ლეგენდარული თეა დარჩიას უფროსი ქალიშვილია.

თუმცა, წარმატების მიღმა ხშირად რთული გზა დგას. როგორც თეა დარჩია არაერთ ინტერვიუში იხსენებდა, მუდმივი გასტროლებისა და დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო, შვილებთან დიდი დროის გატარებას ვერ ახერხებდა. მიუხედავად ამისა, დედობა მისთვის ყოველთვის უდიდეს საოცრებად რჩებოდა:

„როცა პირ­ვე­ლად მო­მიყ­ვა­ნეს პირ­ვე­ლი შვი­ლი, 1990 წელი იყო. ვი­ყა­ვი შოკ­ში. იცით, რას მივ­ხვდი 19 წლის ასაკ­ში? ღმერ­თის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე, უბ­რა­ლოდ, გა­მო­რი­ცხუ­ლია, რომ ამ­ხე­ლა რა­ღაც შეძ­ლო. ასე­ვე, იმ მო­მენ­ტში გა­ვი­აზ­რე, რა მაგ­რად ვყვა­რე­ბი­ვარ დე­და­ჩემს. მე­ო­რე შვი­ლი გაჩ­ნდა 10 წლის შემ­დეგ, მაგ­რამ ზუს­ტად იგი­ვე შეგ­რძნე­ბა გან­მე­ორ­და, დავ­ბრუნ­დი ათი წლით უკან, მე­სა­მე­ზეც - იგი­ვე და მე­ო­თხე­ზეც - იგი­ვე, მაგრამ უფრო და უფრო ძლი­ე­რი, იმი­ტომ, რომ ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად უკეთ იაზ­რებ, რამ­ხე­ლა ბედ­ნი­ე­რე­ბაა დე­დო­ბა“, - აღნიშნავდა თეა დარჩია პირველ შვილზე, მარიამ მათიაშვილზე საუბრისას.

  • "ჩემი მეუღლე ძალიან სტაბილური, გაწონასწორებული და მშვიდი ადამიანია..." - მარიამ მათიაშვილი დედობრივ გამოწვევებსა და მეუღლის გვერდით დგომაზე

დღეს მარიამი უკვე თავადაც დედაა - 2025 წლის იანვარში მას პირველი შვილი, ლეა შეეძინა. მარიამისა და დავით თოფურიას ოჯახური ცხოვრება კი 2023 წელს დაწყებულ გრანდიოზულ ქორწილს უკავშირდება. წყვილმა კაჭრეთში ორდღიანი, დაუვიწყარი წვეულება გამართა, რომელიც მხიარულებითა და უამრავი ესთეტიკური მომენტით იყო სავსე. სოციალურ ქსელებში დიდი ხნის მანძილზე ტრიალებდა კადრები, სადაც „სუხიშვილებმა“ საოცარი შოუ დადგეს, სცენაზე კი თავად თეა დარჩიაც ვიხილეთ.

განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო პატარძლის იმიჯმა. მარიამმა ქორწილში ორი კაბა მოირგო: ერთი - ხაზგასმით სადღესასწაულო და ეფექტური, ხოლო მეორე - უფრო მოკრძალებული და ნაზი. უმშვენიერესმა მარიამმა საზოგადოებისგან უამრავი კომპლიმენტი დაიმსახურა.

ამჟამად მარიამის ცხოვრებაში მთავარი პრიორიტეტი პატარა ლეაა. მოცეკვავის სოციალურ ქსელებში ხშირად შეხვდებით შვილის ფოტოებსა და ვიდეოებს, მარიამი კი საკუთარ გამოცდილებას სხვა ახალბედა დედებსაც უზიარებს და მათ სასარგებლო რჩევებსა თუ რეკომენდაციებს აძლევს.